ამერიკელების მხარდაჭერილი საქართველო, ინფრასტრუქტურული შეჯამება და ფარულად გამოძიებული მოხელეები

      იანვრის მიწური, შუათანა ზამთრის ბოლო დღის საინფორმაციო სამყარო რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდა - ამერიკულ-ქართული მეგობრობა და შეხვედრები, სტრასბურგის ამბები და ინფრასტრუქტურა. ასევე, ძვირადღირებული ვირუსი, პრემიერის ტრიბუნა და მოხელეების მიყურადების კანონპროექტი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 31 იანვარი, 2019/

      სტრასბურგი - სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. დიმიტრი ხუნდაძე - მაქვს მოლოდინი, სტრასბურგის სასამართლო დააფიქსირებს, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები უმთავრესია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომ მოსკოვს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისროს.

      ამერიკული საქართველო - კონგრესმენი ადამ კინზინგერი - "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" საქართველოს მხარდაჭერის კუთხით გაყოფილი არ ვართ. ჯერი კონოლი - საქართველოს პარლამენტში ესმით, რომ ოპოზიციის და არჩევნების შედეგების პატივისცემა ის ფუნდამენტია, რომელზეც დემოკრატიულ ინსიტუტებს ვაშენებთ. კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველოში სასამართლო რეფორმის კუთხით არსებობს გამოწვევები, ეს ვიცით და მხარს ვუჭერთ ამ რეფორმას. გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. ქართველი დეპუტატები კონგრესმენებს შეხვდნენ.

      პენსიის სამომავლო დაგროვება - კომპანია "ჯეოტურანის" დამფუძნებელი - საპენსიო რეფორმის დაწყება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

      ძვირი ვირუსი - ანტივირუსული პრეპარატის - „ტამიფლუს“ შესაძენად სახელმწიფომ 1 მილიონი ლარი დახარჯა. დავით სერგეენკო - გრიპის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა, ეს შემცირება არ აისახება დაავადებების მიმდინარეობაზე, რადგანაც ის კვლავ მძიმედ მიმდინარეობს. დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებები იგეგმება.

      პრემიერის ტრიბუნა - მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წელს დავასრულოთ ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ნიშნავს დამატებით სიცოცხლეს ჩვენი რეგიონებისთვის.

      ინფრასტრუქტურული ამბები - მაია ცქიტიშვილი - 2018 წელს 1200-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. მაია ცქიტიშვილი - წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად და უპირველეს პრიორიტეტად რჩება. 2019 წელს დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით. გასულ წელს საგზაო ინფრასტრუქტურის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. სტიქიების პრევენცია ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც წელს ყურადღების გამახვილებას ვაპირებთ. ვმუშაობთ სოფლებში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პრობლემის მოსაგვარებლად. საქართველოში 27 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 83 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება.

      მოხელეების მიყურადება - პარლამენტი ინიციატივის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულზე გავრცელდება. გია ჟორჟოლიანი ფარულ ჩანაწერებზე - თუ აქ სიმართლის რაიმე ნიშანწყალი მაინც არის, ეს აბსოლუტურად არანორმალური და უკიდურესად აღმაშფოთებელია.

      ბუნებრივი აირის მსხვერპლი - თბილისში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ისნის გამგებელი - სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 7-ვე პირი ახალგაზრდა მამაკაცია, შემთხვევა ნაქირავებ ბინაში მოხდა.

      მედოევის ქრონიკა - საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მედოევმა თრუსოს ხეობა აღმოსავლეთ ოსეთად მოიხსენია - მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაგრძელებთ ამ პოზიციაზე დგომას. სერგი კაპანაძე დიმიტრი მედოევის განცხადებაზე - ეს საკითხი მოსკოვის დღის წესრიგის ნაწილია და წლებია უკვე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ახმაურებს.

საზღვარგარეთულები:

      ღმერთმორწმუნე ამერიკა და ყინვები - სარა სანდერსი - ჩემი რწმენით, ღმერთს სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო. აშშ-ში ყინვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

      ვენესუელას გადატრიალება - ხუან გუაიდო - ნიკოლას მადუროს პრაქტიკულად მომხრეები არ დარჩა. ევროპარლამენტმა ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ხუან გუაიდო სცნო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 158

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters