მან, რომელმაც არარასგან შექმნა ყოველი; მან, რომელმაც პლანეტები განალაგა ცის კაბადონზე, გალაქტიკები და სამყაროები მწყობრ წესრიგში, ჰარმონიაში მოაქცია; მან, რომელმაც დროს მისცა დასაბამი და დროის არსებობამდე, თვითონ არსებობდა; მან, რომელიც თავად გარშემოუწერელი იყო სივრცე შექმნა და უსხეულომ, სივრცეში მატერია; მან, რომელმაც „შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისად“, ერთ დღესაც, („უკანასკნელთა დღეთა“) მოინდომა თავად გამხდარიყო შესაქმის ნაწილი - განხორციელებულიყო. და ამ თვალ-გონებამიუწვდომელი შესაქმიდან ამოარჩია ერთი მემილიარდედი პლანეტა, იმ პლანეტაზე მცხოვრებ შესაქმის გვირგვინებს შორის ერთი პატარა გოგონა. მასთან ანგელოზი გაგზავნა სასიხარულო ამბის სათქმელად, რომ ღმერთმა მოინდომა განკაცება და ამავდროულად, ნებართვის მისაღებად - თანახმა იყო თუ არა, ეს პატარა გოგონა გამხდარიყო დედამისი - დედა უფლისა! ჰო, ღმერთმა ადამიანისგან ნებართვა ითხოვა და როდესაც მარიამი დასთანხმდა „აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!“ სამყაროში შემოვიდა შემოქმედი.

ხარება, სიხარული, ნაზარეთი, ანგელოზი, მარიამი, ღმრთისმშობელი, Qwelly

      დღეს ხარების დღეა. უცნაური და უთქმელი, უფლის უფლებათა და უკიდეგანო სიყვარულის დღე, „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. (იოანე, 3. 16)

      გილოცავთ ხარებას!

ნახვა: 796

ტეგები: qwelly, განკაცება, დღესასწაული, ღმერთი, შემოქმედი, ხარება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters