ისე როგორც ჩვენ რუსეთის ცნობილი ფილოსოფოსი ვლ. სოლოვიოვიც ფიქრობს, რომ ადამიანის დანიშნულება სუბიექტურ განწყობილებაში ან ბედნიერებაში კი არ მარხია არამედ იგი აუცილებლად ობიექტური ხასიათისაა, მაგრამ როგორ ესმის სოლოვიოვს ეს ობიექტური აზრი ჩვენი არსებობისა?

      ემპირიული მსოფლიოს დამახასიათებელი თვისება. ა ფილოსოფიის აზრით აღვირახსნილი ეგოიზმის ბატონობაა; აქ ჩვენ მუდამ დაქსაქსულობასთან მუდამ შურთან და მტრობასთან გვაქვს საქმე სადაც უკლებლივ გამეფებულა დაუსრულებელი ომი ყველასი და ყველას წინააღმდეგ . სულ სხვა ხასიათისაა მეტაფიზიკური სინამდვილის ბუნება სოლოვიოვის ღრნა რწმენით იქ განუსაზღვრელი თანხმობა და სიყვარული მეფობს . ის რაც აქ მტრულად გადაკიდებია ერთმანეთს , იქ ზეარსებულ სფეროში უღრმეს ჰარმონიად შეერთებულა იმ დაუსრულებელი სიყვარულისგრძნობის მორევში ,რომელიც მეტაფიზიკური რეალობის ნამდვილ პრინციპს შეადგენს,ამგვარად გამოდის , რომ მოპირდაპირე პოლუსია ,მაგრამ გულდასმით დაკვირვება გვიმტკიცებს , რომ ეს ასე არ შეიძლება იყოს . ემპირიული სამყარო თავდაუჭერელი ეგოიზმის სამკვიდროა მაგრამ ამ სამყაროში ეგოიზმის გარდა არაფერი, რომ არ არსებობდეს ,მაშინ იგი ერთ წამში დაიშლებოდა და მაშასადამე მისი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა ,მაგრამ ემპირიული სამყარო ხომ მეტაფიზიკური სამყაროს პრინციპი -სიყვარული-ემპირიულ-სამყაროს მოვლენათა შორისაც უნდა იჩენდეს თავს და ეს მართლაც ასე ხდება . ე.წ ბუნების კანონები როგორიცაა მაგალითად ნიუტონის გრავიტაციის კანონი ან ქიმიური ნათესაობის კანონი სვა არაფერია თუ არა იმ უნივერსალური სიყვარულის გამოხატულება ,რომელიც სარცულად უდევს მთელ მეტაფიზიკურ არსებობას ,მაგრამ ბუნების კანონები ამ უნივერსალურ სიყვარულს საკმაოდ ვერ გამოხატავს . ცხოვრების დანიშნულება მისი აზრი და მიზანი კი სწორედ ამ ქვეყნად სიყვარულის სავსებითი განხორციელებაა . და თუ ეს ასეა მაშ ადამიანის ცხოვრებაც არაა გამონაკლისი ამ შემთხვევაში ჩვენი ყოფნა არსებობა სიყვარულის ან ერთობის და სოლიდარობის თანმიმდევარი განვითარების პირდაპირი გამოხატულება იყოს . ომი ადამიანის ცხოვრებაში დიდმნიშვნელოვანი მომენტია ამიტომ სოლოვიოვის აზრით ისიც ამ ცხოვრების აზრის (გაერთიანების) განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს . იგი ცდილობს ისტორიულადაც დაასაბუთოს ეს დაბულება და მიუთითებს მრავალ ომს, რომელნიც მათგან გაერთიანების მიზანს ემსახურებოდა . მაგრამ ამ რუსი ფულოსოფოსის ეს შეხედულება კრიტიკული თვალით, რომ განვიხილოთ დავინახავთ,რომ იგი არც თუ ისე ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან . ომი რომ საზოგადოდ კაცობრიობის გაერთიანების საქმეს არ ემსახურება ამის დამტკიცება მაინცდამაინც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს გავიხსენოთ თუ გნებავთ ის ომები,რომელთა მიზანიც რომის იმპერიის განაწილება იყო .რომის იმპერია უნივერსალური სახელმწიფო იყო მაგრამ ხალხთა დიდი გადასახლების ომებმა მთელი მსოფლიოს შემაერთებელი ეს გიგანტი არ დაინდო და მარტო ევროპაში ერთი სახელმწიფოს ნაცვლად ათამდე მნიშვნელოვანი მონარქიული სახელმწიფოს დაარსება გამოიწვია . ეგრეთ წოდებულმა 30 წლიანმა ომმა გერმანიის გაერთიანების მაგიერ სრული პარტიკულარიზმის გაბატონება მოუტანა ასეთივე ხასიათის იყო ის ომებიც , რომლებმაც ოსლამეთის იმპერია რამდენიმე სახელმწიფოდ გაყო და ვინ იცის კიდევ რამდენი სხვა ომი.

      ცხადია ცხოვრების აზრის სოლოვისეული კონსტრუქცია იმდენად სუსტი ყოფილა , რომ მისი შერიგება ურიცხვ ისტორიულ ფაკტთან შეუძლებელი აღმოჩნდა მაგრამ სოლოვიოვის ფილოსოფია მხოლოდ ისტორიულად კიარ არის მცდარი და შეუფერებელი.

      შეუფერებელია იგი სხვა თვალსაზრისითაც თუ ომი ობიექტურად მართლა სამყაროს არსებობის დანიშნულებას სიყვარულისა და გაერთიანების დამყარებას ემსახურება , მაშინ აშკარაა, რომ ყოველგვარი ომი როგორც უნივერსალური მიზნის მსახურება ერთნაირ სულიერ განწყობილებას უნდა იწვევდეს მეომართა არსებაში ერთნაირი გმირობისა და თავგანწირვის წყარო უნდა იყოს . და ეს იმიტომ, რომ თუ ცხოვრების აზრი ყოველგვარ ომში მართლა პოულობს ერთგვარ გამოხატულებას , მაშინ ცხადია ყოველი მეომარი როგორც ცხოვრების აზრის განხორციელების მსახური თავის არსების აღქმას ქვეცნობიერ კუნჭულში მაინც უნდა გრძნობდეს როგორმე თავის საქმის სიდიდეს და ეს გძნობა თავის გმირობაში და თავგანწირვაში უნდა პოულობდეს თავის ანარეკლს . მაგრამ ყველამ იცის , რომ ჩვენში ყოველგვარი ომი ერთნაირ სულიერ აღმაფრენას არ იწვევს.

      არის ომი, რომელიც მთელი ერის საკვირველი გატაცების გმირობის და თავგანწირვის წყაროდ იქცევა და არის ომი, რომელიც თითქმის არავითარ თანაგრძნობას არ ბადებს იმ ერის შვილთა შორისაც კი რომელნიც თავად არიან ამ ომის გამომწვევი მიზეზი. ცხადია ცხოვრების აზრის სოლოვისეული შეფასება რომელიც როგორც ადამიანის არსებობის მიმდინარეობის ობიექტური შინაარსი ცხოვრების ყოველ მნიშვნელოვან აქტში უნდა გამოსჭვიოდეს უძლურია ომისადმი ორი ერთიმეორის საწინააღმდეგო დამოკიდებულების ფაქტის ახსნაში.

      ამიტომ ცხოვრების აზრის ამ ფილოსოფოსისეული კონსტრუქცია მცდარად უნდა ჩაითვალოს . მაშასადამე საჭიროა თვითონ ჩავუკვირდეთ ცხოვრების პროცესს. შეიძლება როგორმე მოვახერხოთ ომის შემჩნევა რაც სოლოვიოვს გამოეპარა .

ამონარიდი დიმიტრი უზნაძის წიგნიდან „ომის ფილოსოფია“

ნახვა: 343

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ომი, უზნაძე, ფილოსოფია, ფსიქოლოგია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters