პარლამენტის შინ და გარეთ არეულობები, დაპირისპირებები და საბოლოოდ დამტკიცებული მოსამართლეები

      12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 დეკემბერი, 2019

      პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ოპოზიციის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში შესვლა 06:30 საათიდან დაიწყეს. პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს. ვაჟა სირაძე - მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, დეპუტატებს პარლამენტში შესვლის საშუალება მისცენ და პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ. ჟურნალისტებს პარლამენტის ეზოში გასვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გიგა ბოკერია - ვიდრე ამ შეურაცხყოფას უკან არ წაიღებენ, სულ ასეთ არანორმალურ მდგომარეობაში უნდა იყვნენ ეს პოლიტიკური "კლოუნები". პარლამენტთან გიორგი ვაშაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. ლევან ხაბეიშვილი ვაჟა სირაძეს - გადავალ, პარლამენტარებს მონებს დავუძახებ და ნუ შემიშლი ხელს, პროტესტია ბატონო ვაჟა, ხვდებით? ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 12 პირი დააკავეს. „ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს. ირაკლი კობახიძე - 200 „ნაცის“ შეძახილი მე დისკომფორტს ვერ შემიქმნის, მათ აქვთ თვითონ დისკომფორტი იმიტომ, რომ „ნაცები“ არიან. პარლამენტის შესასვლელთან „ლელოს" წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. სამართალდამცველებმა პარლამენტთან კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. ირაკლი კობახიძე - 7 წელია გასული და დესტრუქციიდან ვერ გამოვიდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა, მათ თავიანთი ცოდვები აქვთ ზურგს უკან. ირაკლი სესიაშვილი - გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დემოკრატიაზე მე ვერ დამელაპარაკებიან, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ადამიანის უფლებები გააუპატიურეს.

      ატომური შეტევა - და მაინც სხდომა განახლდა იქამდე, ვიდრე ქიმიურად არ შეუტიეს პარლამენტს - ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს. გია ვოლსკი - ვთქვათ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აკაკი ზოიძის წასვლას, რა ხდება მაშინ, რჩება პარლამენტის წევრად? პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ, ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. ნინო წილოსანი - ფაქტია, რაღაც მომწამვლელი დაასხეს - ბევრი ჩვენგანი ძალიან ცუდადაა, სასწრაფო გვყავს გამოძახებული. ეკა ბესელია - პარლამენტში უფრო მძიმე უკანონობის სუნია, ამას მოვერიოთ სჯობს. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის დახმარებით ერთ-ერთ თანამშრომელი გაიყვანეს, რომელიც შეუძლოდ იყო. გია ვოლსკი - სუნის დაყენება დაემთხვა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შემოსვლას, მე ვაკავშირებ, რომ მათ გააკეთეს. ირმა ნადირაშვილი - მგონი, ჩემმა კოლეგა „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს - მეც შეიძლება ბრალი წამიყენონ, რომ პარლამენტში ცუდი სუნია. გიგა ბოკერია - ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან. რომან გოცირიძის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაკელის სუნი დგას. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს. ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე.

      უმანდატო მელია - საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. გიგა ბოკერია - პოლიტიკური დევნის პროცესი გრძელდება და ერთ-ერთი ფაზაა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. მამუკა მდინარაძე ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტაზე - ეს წმინდა ფორმალური საკითხია, ისეთივე, როგორიც არის ზოიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება. რომან გოცირიძე დეპუტატებს აფრთხილებს, რომ მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ სურათებს პარლამენტის ფოიეში "სამარცხვინო დაფაზე" გამოაკრავს. თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტაზე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება, რადგან ნიკასი ეშინია. ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

      პრემიერის უკრაინული შეხვედრები - გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ირაკლი ჩიქოვანი - უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას. გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.

      დამტკიცებული მოსამართლეები - მოსამართლეობის ის კანდიდატები, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობის შემთხვევაში, თამარ ჩუგოშვილი მხარს დაუჭერს - თამარ ზამბახიძე, ნუგზარ სხირტლაძე და ლალი ფაფიაშვილი. ეკა ბესელია - ქამელეონივით რომ იცვლიან ფერს, სახეს და პრინციპებს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა: როგორ უნდა მისცეთ ხმა მოსამართლეობის ამ კანდიდატებს?! ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს - მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი. სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში საქმეების შეუფერხებლად წარმართვისთვის, ამ ეტაპზე 3-4 მოსამართლის დანიშვნა საკმარისია. ეკა ბესელიას განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა გაიმართოს, კანონდარღვევით იმართება. თინა ბოკუჩავა მაგიდაზე ხელების ბრახუნით იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩაშლას ცდილობდა. გედევან ფოფხაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ანა დოლიძე - სასამართლო არ არის არც ჩინჩალაძის, არც მურუსიძის, არც „ოცნების“ და არც ივანიშვილის, ქართული სასამართლო - ჩვენია. ლევან გოგიჩაიშვილი - მოსამართლეების ამ შემადგენლობის არჩევით, 1-ელი ოქტომბერი მთავრდება, რადგან ეს არ არის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარი. ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან მივიდა და ანრი ოხანაშვილს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალებას არ აძლევს. მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს. თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს - ვერ ხედავთ, უკვე თოჯინად რომ გამოიყურებით მანდ? გაგიჟდნენ, პარლამენტის დარბაზიდან ყრიან დეპუტატებს და ჟურნალისტებს - სამარცხვინო თავმჯდომარედ წოდებული ანრი ოხანაშვილი კი გაფითრებულია. ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს - გთხოვთ დაბრძანდით, გააშუქეთ ყველაფერი, მეტი როგორ გავაკეთო, ხომ გთხოვთ. იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიონ, განახლდა, სხდომათა დარბაზში ჟურნალისტებიც შეუშვეს. ანრი ოხანაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურას ოპოზიციის პროტესტის ფონზე ატარებდა. რომან გოცირიძე - კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს, ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება უკანონო, მოსამართლეები იქნებიან უკანონოდ დანიშნულები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თამარ ალანიასა და შოთა გეწაძის კანდიდატურის ჩავარდნას ოვაციებით შეხვდნენ. ლევან გოგიჩაიშვილი - ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება. ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრისას დეპუტატებმა უნდა იხელმძღვანელონ კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, მე, ამით ვიხელმძღვანელე. ანა ნაცვლიშვილი - „ოცნებას“ სჭირდება სრულად მორჩილი მოსამართლეები და ყველაფერზე წავიდა, რომ ისინი როგორმე გაამწესოს უზენაეს სასამართლოში. თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე და ზაზა ხუციშვილი პარლამენტის სხდომაზე მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მამუკა მდინარაძე - ვიღაცამ შეიძლება დაიწუნოს სასწავლებელი, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, მაგრამ დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია. გიორგი მშვენიერაძე - დღევანდელმა პროცესმა გვანახა, რომ არამარტო მოსამართლეობის კანდიდატები, არამედ თავად დეპუტატებიც აღმოჩნდნენ არაკეთილსინდისიერები. კახა ოქრიაშვილი მოსამართლეების არჩევაზე - გამოვარჩიე 8 ადამიანი და მათ მივეცი ხმა - ყველას აზრი გავითვალისწინე. პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა. ირაკლი კობახიძე მოსამართლეებზე - ნახეთ, რომ 14 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა ე.წ „კლანის“ სიიდან - ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულია ყველა კუთხით გადაწყვეტილება. ეკა ბესელია - იურიდიულ კომიტეტში აღარ დავრჩები - „კლანმა" გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ფიცი დადეს. აშშ-ს საელჩო - მოსმენებისას მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი - ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს კანდიდატებიც არიან. აშშ-ს საელჩო - იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში.

      უგულავას გირაო - გიგი უგულავას აღკვეთის სახით 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე მან პასპორტი და პირადობის მოწმობა საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს

საზღვარგარეთულები:

      ნეპოტიზმი? - აზერბაიჯანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა არჩევნებში კანდიდატებად საკუთარი თავი, შვილები, დები, ძმები, ძმისშვილი და დისშვილი წარადგინა

      კოსმოსური სამხედრო - ახალი თავდაცვის პოლიტიკის კანონპროექტის მიხედვით, შეერთებული შტატები კოსმოსურ სამხედრო ძალებს ქმნის

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 110

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters