კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის ბრალდებებს შორის, ექიმს ოკუპირებულ ციხეში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 ნოემბერი, 2019

      ქვიშის ტომრებიდან წყლის ჭავლამდე - დავიწყოთ გუშინ, გვიან ღამიდან - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ქვიშით სავსე ტომრებით ბარიკადები გააკეთეს. საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებენ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ნინო ლომჯარია - პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს. გიორგი ვაშაძე - ჩვენ დავიწყეთ მშვიდობიანი პროტესტი იმისთვის, რომ "ოცნების" დეპუტატებს შევუქმნათ დისკომფორტი და მიმაჩნია, რომ თუ ოდნავი ღირსება მაინც შერჩენია რომელიმეს, საერთოდ არ უნდა გამოცხადდნენ პარლამენტში. ზურაბ ჯაფარიძე - პარლამენტში თითოეული დეპუტატის შეყვანისთვის მათ მოუწევთ ძალის გამოყენება, გვაქვს მოლოდინი, რომ ამას იზამენ. დავით ბაქრაძე - იყო ინფორმაცია, რომ ძალის გამოყენებას აპირებდნენ - იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ. ბათუ ქუთელია - პარლამენტმა დაკარგა ლეგიტიმურობა, წარმოადგენდეს ქვეყნის ინტერესებს. გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ პარლამენტში მოსვლისგან, რომ ზედმეტი ექსცესები აირიდონ. მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. აქციის მონაწილეებმა დეპუტატი რევაზ არველაძე პარლამენტში არ შეუშვეს. აქციის მონაწილეების მხრიდან დაპირისპირების გამო, მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა. რევაზ არველაძე - თუ პარლამენტში არ შემიშვებენ, წავალ და წავიკითხავ ლექციებს, ეს გეგმა მაქვს. გიორგი ვაშაძე - გვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა იმ დეპუტატების სიფათებს ხედავენ, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ პარლამენტში მალულად ვინმე შევა, იქიდან გამოვათრევთ. პარლამენტთან მისული დეპუტატი გია ჟორჟოლიანი სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ავტომანქანით გაიყვანეს. გია ჟორჟოლიანი - მოვედი, რომ არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები შევიტანო. პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ხელმეორედ დაადეს. გიგა ბოკერია - ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ ყმებს კიდევ აქვთ შანსი, რომ განმუხტვისკენ ნაბიჯი გადადგან. შსს პარტიებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ. გიორგი კანდელაკი - გიორგი გახარიამ უნდა დაურეკოს გერმანიის კანცლერს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ამ დონეზე თუ არ წამოიჭრა საკითხი, ვაჟა გაფრინდაშვილის გამოხსნა ძნელი იქნება. შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გამო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი კანდელაკი - მინდა რჩევა მივცე „ქართული ოცნების“ ლიდერებს, თავს სამასხარაოდ ნუ გაიხდიან. კახა კალაძე ოპოზიციაზე - ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა, ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პროცესებში არეულობის შემოტანას. ფადი ასლი - ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც სჯერა ივანიშვილის რიტორიკის, გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიდეს, როგორც პლანეტის ყველაზე მიამიტი პოლიტიკოსი. პარლამენტის შენობის მიმდებარედ მოქალაქე „ქართული ოცნების“ დროშით მივიდა, რასაც ხმაური მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციები - „გერმანული მოდელის“ საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ნიკა მელია - ასეთი მასშტაბის ტყუილის შემდეგ, ყველა დასავლურ დემოკრატიაში მთავრობა გადადგებოდა. კახა კალაძე - ვერ ვხვდები, დასათმობი რა არის? ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არაა - არანაირი კრიზისი არ არსებობს. მამუკა მდინარაძე - ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ. ნიკა მელია - პარლამენტთან ყოფნის უფლება მაქვს და თუკი ვინმეს არ აქვს უფლება, ეს „ქართულ ოცნებაში“ უნდა მოვიკითხოთ. სოფო კილაძე - ბლოკირებულია პარლამენტი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კანონდარღვევაა - მოვუწოდებ მათ, რომ დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში. გიგი უგულავა - დაგვიჭერენ? მით უარესი მათთვის, დაგვარბევენ? მით უარესი მათთვის. რომან გოცირიძე - ყველა გვირაბი შემოწმებული მაქვს, ისინი დიდი ხანია ჩამონგრეულია, მასში თხუნელაც კი ვერ გაძვრება. გიგი უგულავა - ტრიპაჩა კალაძე ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც ევალება. ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერ შევალთ კონსტიტუციურ პროცესში და საარჩევნო სისტემის განხილვაში, ესაა ჩვენი მკაფიო პოზიცია. გია ვოლსკი - დასკვნა ერთადერთია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა არეულობა, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება. მიხეილ ყაველაშვილი - რას ნიშნავს, თუ დავარბევთ, მე ვინმე დავარბიე? ვინ უნდა დავარბიოთ? უხუცეს დეპუტატს როგორ მოექცნენ და სად წავიდე, ჭიდაობას ხომ არ დავუწყებ? ანა ნაცლიშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ გამოიყენოთ ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ! არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა. პოლიციამ პარლამენტის შესასვლელებთან განთავსებული კარვების აღება სცადა. გიგა ბოკერია - ასად დაუბრუნდება ეს ყველაფერი ივანიშვილს, რაც დათესა, ბევრად უარესს მოიმკის პერსონალურად. აქციის მონაწილეები, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმის წინ დასხდნენ. პარლამენტთან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ზურა ჯაფარიძე დააკავეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს, პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებულებს იურიდიული დახმარება გაუწიოს. გიორგი ვაშაძე - მშვიდობიანმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა "ქართული ოცნების" რეალური სახე. პოლიცია რუსთაველის გამზირის იმ მომიტინგეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, რომლებიც სპეცრაზმის წინ, ასფალტზე დასხდნენ. მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია შეგნებულად და პროვოკაციულად აყენებს ისეთ მოთხოვნას, რომ მისი თეორიული გათვალისწინების შანსიც კი არ იყოს. დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ, მაჟორიტარებმა მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც საწყისს მისცემდა ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას და ხალხს დააშორებდა პარლამენტს. რომან კაკულია - ინფორმაცია, რაც ვრცელდება მოლოტოვის კოქტეილებზე, მინდა, რომ დაზუსტდეს - თუ არის საუბარი იმ ტომრებში არსებულ „მოლოტოვის კოქტეილზე“ და ჩაქუჩებზე, ეს ცვლის ყველაფრის სურათს. პარლამენტთან აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ნიკა მელია - წყლის ჭავლით, ძალის გამოყენებით და „მუსკულებზე“ ყურებით ხელისუფლება თუკი ტკბება, ის ხელისუფლება ცუდად ამთავრებს. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა. ალეკო ელისაშვილი - თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ გაგვწუწა და მოგვერევა, ცდება. სპეცრაზმმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. შსს-მ პარლამენტთან აქციაზე 18 პირი დააკავა. დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტო, ჩაერიე სანამ დროა, ეს კონსტიტუცია სახელმწიფოს მეთაურობას რომ გავალებს, ის სახელმწიფოა დღეს საფრთხეში. პოლიციას ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს მისი ტერიტორიიდან გაყვანის საშუალება არ მისცეს. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ბოქლომს უკან უბრუნებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც ერთი პოლიციელია. თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება. გიგა ბოკერია - თუ „ოცნებას“ სურს სპეცრაზმებით ატარონ ბიუროს სხდომები, ვნახოთ, როგორ „გაქაჩავენ“. იტალიის ელჩი - პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით შეფერხება ქმნის იმედგაცრუებას და იწვევს უნდობლობას - თუმცა ოპოზიციის ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ჩარჩოებში. "სირცხვილიას" ლიდერების გადაწყვეტილებამ, რომ პარლამენტთან აქცია დღეს დასრულებულიყო, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გააპროტესტა. მაიკლ კარპენტერი - მმართველმა პარტიამ გააკეთა ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია უკან წაიღოს პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიაში უთანხმოებით ახსნას. პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 19 ნოემბერს გაიმართება.

      ექიმი ტყვეობაში - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა. თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობასთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ასევე, სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ევროსასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს.

      ხანძარი წყალტუბოში - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

საზღვარგარეთულები:

      საფრანგეთის სიმკაცრე - საფრანგეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების გართულების ინიციატივით გამოდის

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 123

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters