ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია - დღესაც გაგრძელა აქცია, ამჯერად პროპორციული სისტემის დანერგვის მოთხოვნით, ვადამდელი არჩევნებით და ა.შ. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო, ხოლო უფრო ვიწრო მაგრამ უფრო მტკივნეული და საჭირბოროტო გახლავთ, ქართველი ექიმის ოკუპაციური გატაცების ამბავი, რომელიც არ სრულდება.
პროპორციული სისტემის აქციები - აქციის მონაწილეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე კარვებში გაატარეს. ევროსაბჭოს თანამომხსენებლები - იმ ფონზე, რომ ყველა მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღებაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია. დევიდ კრამერი - პასუხისმგებლობა ჩაშლილი კენჭისყრისთვის "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ. ანზორ ბიწაძე - საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს არნახული აქტიურობა. მიშა მშვილდაძე - დღეს ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზებთ უკიდურესად კონსტრუქციულ წინადადებას. „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტს წარადგენს. ჯონათან კაცი - საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების გამო ვაშინგტონში იმედგაცრუებულები არიან. კენეტ იალოვიცი - ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება - შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას. ამერიკელი კონგრესმენი - პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის. გიორგი ბარამიძე - ივანიშვილმა ისეთ დღეში ჩაიგდო თავი ცუღლუტობითა და აფერისტობით, რომ ყველას ყელში ამოუვიდა. გიორგი კანდელაკი - ივანიშვილი ცდილობს რუსეთისკენ წაათრიოს ეს ქვეყანა, ინგლისურად მოლაპარაკე გუნდში აღარავინ დარჩა. რამაზ საყვარელიძე - გამორიცხული არ არის უმრავლესობას სიტყვის გატეხვა არ აპატიონ, გააჩნია, პროცესები როგორ წავა. ვახტანგ ძაბირაძე - სიტუაცია უკვე ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის - ოპოზიცია კი ისე გააკეთებს, რომ ხელისუფლებას „აიძულებს“ მოიმოქმედოს ის, რაც მას უნდა. სოფო ქაცარავა - უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ. გია ხუხაშვილი - აფექტური სიტუაციაა, არავის აქვს გამოსავლის ფორმულა - პოლიტიკურ რინგზე ვართ, სადაც ყველა კუნთებზე იყურება. კახა კოჟორიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე დიდი პოლიტიკური გადაგდება, რაც კი საქართველოს ისტორიაში მომხდარა, ის გაუკეთა საკუთარ ქვეყანას. კონსერვატორმა“ დეპუტატებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. „ნაცმოძრაობის" წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ აუდიოჩანაწერი მიიტანეს. სერგი კაპანაძე - ხელისუფლებას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ადამიანების დაკავებას, რაც ბათუმში მოხდა დილით - ყველას ვერ დაიჭერენ. თამარ ჩუგოშვილი - იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ. არჩილ თალაკვაძე კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე - მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. კარლ ჰარცელი პროპორციული სისტემის ჩავარდნაზე - რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და პოლარიზაციის რისკებს ზრდის. ზვიად ძიძიგური - მათ გასაგონად ვამბობ, ვინც შეიძლება თქვას, რომ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა ვჭირდებოდით - ბოდიში ყველასთან, ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ნინო გოგუაძე - ჩემი შემდგომი საქმიანობის ადგილს ვერ ვხედავ უმრავლესობის რიგებში და სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების მიღება მიწევს. გიგა ბუკია - როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა კახა ოქრიაშვილს აღმოაჩნდა. თამარ ჩუგოშვილი - აქციებზე დგომას არ ვაპირებ, არ მგონია, რომ ქუჩის პროცესი ჯანსაღი და სწორია ჩვენი ქვეყნისთვის. დიმიტრი ხუნდაძე - ამ გადაწყვეტილებით პუტინისთვის საჩუქარს შეეშალა ხელი - კონგრესმენი გვთავაზობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მაშინ, როცა ამერიკაში ეს სისტემაა. გიგა მაქარაშვილი - ადამიანებს უფლება აქვთ ვარდი ან გვირილა მოიტანონ და კარავზე დაამაგრონ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რევოლუციის მოწყობა არ დაგვჭირდება. ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ის „ოცნების“ წევრია და მომავალშიც ასე იქნება. დავით ბერძენიშვილი - ვეცდებით, უახლოეს დღეებში მოვახდინოთ გერმანული მოდელის ინიცირება. ეკა ბესელია - როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, ამით ქვეყანას აყენებ ზიანს, „ოცნებამ” საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა. გიგა მაქარაშვილი - მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები პარტიებთან კონსულტაციებს მართავენ, რათა 17 ნოემბერს დაგეგმილი აქცია იყოს ხალხმრავალი. აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები მოსამართლემ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ეკა ბესელიას შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის სესიაზე გატანა შესაძლებელია, იმის მიუხედავად, რომ მან 113 დეპუტატის ხმა ვერ მიიღო. გიორგი ვაშაძე - შეიძლება მოხდეს ისე, რომ არჩევნებამდე მივიდეთ სხვა უმრავლესობით, რომელიც ჩამოაყალიბებს დროებით მთავრობას. არჩილ თალაკვაძე - ხვალ გვექნება უმრავლესობის სხდომა - ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არ არის გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ჩუგოშვილი, ხულორდავა და ცქიტიშვილი პარტიას. არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერი შეფასება, რომელიც პარტნიორებმა გააკეთეს, ჩვენი მხრიდან მიღებულია როგორც მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები. გია ვოლსკი - თუ ჩაუფიქრდებიან აქციაზე მყოფები, მოსწონთ თუ არა უმრავლესობა და „ქართული ოცნება", უმრავლესობის დაშლა იქნებოდა სახელმწიფოსთვის სერიოზული დარტყმა. ნინო ბურჯანაძე - კონსულტაციები ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება და ერთიან პოზიციაზე შევჯერდებით. ირმა ინაშვილი - მოვუწოდებ ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებს და უპარტიო ადამიანებს, რომ შემოგვიერთდნენ - ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს აქციაზე ვუხმობ სააკაშვილს ან ბოკერიას. კახა კალაძე დეპუტატების იმ ნაწილის ქმედებას, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, „პოლიტიკურ ეგოიზმად“ აფასებს. ანდრიუს კუბილიუსი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა საკუთარ ამომრჩეველს ვერ მოუსმინა. სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. პრეზიდენტი - მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღალი ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ თუ არ იქნა ბოლომდე მიყვანილი. გიორგი გახარია - ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან. გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის განსახილველი თემა მხოლოდ ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტი იყო. მეთიუ ბრაიზა - ოპოზიციის დადანაშაულებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება შეცდომა იყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად პერფორმანსი გაიმართა - პირბადეები აიფარეს სახეზე. გიგა ბოკერია - ოპოზიციის გზავნილია ვადამდელი პროპორციული არჩევნები - ყველაზე სწრაფი გზა არის ე.წ. გერმანული მოდელი, სადაც მაჟორიტარები არიან, მაგრამ ჯამში ყველა პარტია იმდენ ადგილს იღებს, რამდენ ხმასაც მიიღებს მთელ ქვეყანაში.
აზიურად წარმატებული - ჰოლივუდში, აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე, ფილმისთვის „შინდისი“, დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.
ექიმი საქართველოში, საზღვრებს მიღმა - „ემპათია“ მოუწოდებს ხელისუფლებას, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად ქმედითი ზომები მიიღოს. სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.
ხანძარი აფხაზეთში - აფხაზეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსული ავიაცია ჩაერთვება.
საზღვარგარეთულები:
მოწვევა კრელმში - ვლადიმერ პუტინი - 9 მაისს, დონალდ ტრამპის მოსკოვში ჩამოსვლა სწორი ნაბიჯი იქნება.
მძინარები ამერიკაში - დონალდ ტრამპი - გჯერათ, რომ ძილისგუდა ჯო ბაიდენის დასამარცხებლად უკრაინის დახმარება გვჭირდება?
საინტერესო კორეა - ჩრდილოეთ კორეის მედია - ჯოზეფ ბაიდენი ცოფიანი ძაღლია, რომელიც უნდა მოკლა, სანამ გვიან არაა.
ისრაელის ამბები - ისრაელის საგარეო მინისტრი - ისრაელი უყოყმანოდ დაარტყამს ყველას, ვინც მისთვის ზიანის მიყენებას შეეცდება. ისრაელმა ღაზას მიმართულებით თავდასხმები განაახლა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია