პოლიტპატიმრები ჯიმ რაშის ტვიტში და სოფლის მეურნეობის დაფინანსება როგორც კრიზისის დაძლევა

      წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი და ყოველწელს არჩევის კანდიდატი ამბობდა - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსო და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობებზე მიუთითებდა. და დღეს, დღის მთავარი ამბავი სწორედ ეკონომიკის სამინისტროს კრიზისულ გეგმაში სოფლის მეურნეობის და ფერმერობის დაფინანსების განხილვა იყო. მეორე მთავარი ამბავი ჯიმ რაშის ნახსენები ქართველი პოლიტპატიმრები და მათი გათავისუფლების შეთანხმებაზე განთავსებული ტვიტი. აქვე ბოლო დროის ტრადიციად ქცეული კორონას სტატისტიკა - საქართველოში: 642 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 349, გარდაცვლილი - 11. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 4 318 800, გამოჯანმრთელებული - 1 569 774, გარდაცვლილი - 291 374.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 მაისი, 2020

      თითქმის გადაგორებული კორონა - მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია. მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გააგრძელონ თვითშეზღუდვა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა, თუმცა, ბლოკ-პოსტი კვლავ დარჩება. თენგიზ ცერცვაძე - უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებად ვერ განვიხილავთ - მუდმივად ფრთხილად უნდა ვიყოთ. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თენგიზ ცერცვაძე - მიმაჩნია, რომ ახლა პლატოზე ვართ - უახლოეს დღეებში შესაძლოა, იყოს არა ერთი, არამედ 4, 5, 10 შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, შიდა გადაცემას გავუმკლავდით.

      სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა - ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა. გიორგი გახარია - დღეს საქართველოს შეუძლია, კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდება და სარწყავი წყალი 2020 წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ. პრემიერი - ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ფერმერები, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ, სახელმწიფო დახმარებებით და შეღავათებით ისარგებლებენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, დიზელის საწვავის ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით 1 ლარით იაფად შეძენის შეღავათით მსხვილი ფერმერებიც ისარგებელებენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ფერმერებს დახმარებასა და სუბსიდირებას სთავაზობს, რომ მათი წარმოება იყოს უფრო გამარტივებული და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გაიაფდეს. დასაქმებული მოსახლეობის 29%-ია სოფლის მეურნეობაში ჩართული, მაგრამ ვხედავთ, რომ თავიანთ ნაკვეთებს უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება. სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ფერმერებისათვის აგროდაზღვევა 3-წლიანი იქნება. ფერმერებისთვის პირდაპირი დახმარება ერთ ჰექტარზე 850-დან 1700 ლარამდე შეადგენს. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების მეურნეობების დანერგვა, რათა ჩვენი საწარმოები უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ. ფერმერები, რომლებიც „ლიბერთი ბანკის“ ბარათს ფლობენ, დამარების მისაღებად ამ ბარათს გამოიყენებენ, ხოლო ის, ვინც რეგისტრირებული მიწას ფლობს, თუმცა აღნიშნული ბანკის ბარათით არ სარგებლობს, ბანკი შესაბამის ბარათს ერთი თვის განმავლობაში მიაწვდის. ფერმერები, რომლებიც ფლობენ და რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში 0.25 ჰექტრიდან 10 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მიიღებენ იმ სუბსიდიას, რომელზეც გვქონდა საუბარი პრეზენტაციაში, ეს არის ჰექტარზე 200 ლარის შეღავათი და პროპორციულად მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რა ნაკვეთს ფლობენ. ასევე, ფერმერები, რომლებიც ფლობენ 0.25 ჰექტრიდან ზემოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს და რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, ისინი მიიღებენ შეღავათს დიზელზე, ანუ შეთავათიანი პირობებითა და ფასით მიიღებენ დიზელს. ერთწლიანი კულტურების წარმოების დარგში 5-დან 100 ათას ლარამდე სესხებია გათვალისწინებული, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსება მოხდება - ფაქტობრივად, ესაა უფასო ფული. ოთარ დანელია მოსახლეობას მიმართავს, მიწის ნაკვეთები დაარეგისტრირონ, რათა შეღავათებით ისარგებლონ. ლევან დავითაშვილი - იმ დროს, როცა გარკვეული საქმიანობები მოსახლეობას შეეზღუდა, ჩვენ დავინახეთ გაზრდილი აქტივობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის - არც არის ამის ინტერესი და პოტენციალი, რომ მსხვილი უცხოური ინვესტიციები პირველად წარმოებაში იყოს. ზვიად შალამბერიძე - ეს იქნება დიდი სტიმული როგორც ფერმერებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული ფერმერულ მეურნეობაში. ლევან დავითაშვილი - ფერმერებისთვის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება - მიმდინარე კვირაში კომპანიასთან შეთანხმებას მოეწერება ხელი. აკაკი ბობოხიძე სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე - დღეს ხელისუფლება მოსახლეობის ერთი ნაწილიდან იღებს ფულს და მოსახლეობის სხვა ნაწილს ეხმარება. გიგლა მიქაუტაძე - მთავრობამ გლეხების ნახევარზე მეტი დახმარების გარეშე დატოვა. ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. პრემიერის განცხადებით, ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ. გიორგი გახარია მოსახლეობას მოუწოდებს, ქართული პროდუქტები შეიძინონ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მომდევნო თვეებში სასურსათო პროდუქტების გაიაფებაა მოსალოდნელი.

      ანაკლია დაბრუნდა - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივაა. ანაკლიის კონსორციუმი - მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოვიზიდოთ ინვესტიციები და გავაგრძელოთ სამუშოები.

      პოლიტპატიმრების გათავისუფლება როგორც შეთანხმება - სენატორი ჯიმ რიში - ველოდები, რომ პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს. სერგო რატიანი ჯიმ რიშის განცხადებაზე - კობახიძე ითხოვდა განმარტებას და მან ეს განმარტება მიიღო - საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. რატი იონათამიშვილი - ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გიგა ბოკერია - ჯიმ რიშმა საკუთარი და საელჩოს განცხადება ერთად გაავრცელა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ს, საქართველოს მეგობრების და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ერთია - ივანიშვილმა უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები. გრიგოლ ვაშაძე - აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია და ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები. თინა ხიდაშელი - ის დღეც მოიყვანა „ოცნებამ“, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის „ტვიტერზე“ საქართველოში პოლიტპატიმრები გყავთო გვითხრეს - ასე იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე. რომან გოცირიძე ჯიმ რიშის განცხადებაზე - ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულოს. მამუკა მდინარაძე - „ქართულ ოცნებას“ არც ერთ მომენტში არ უთქვამს თანხმობა არც რომელიმე ბრალდებული თუ დამნაშავე პირის პოლიტპატიმრად აღიარებაზე, არც მართლმსაჯულებაში ან პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევაზე პატიმრების გათავისუფლების მიზნით. გიორგი ვაშაძე - შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმება - ხომ დამთავრდა ყველა სპეკულაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხომ დაგისვეს წერტილი ბატონო გახარია, რომელზეც გუშინ საუბრობდით. დავით უსუფაშვილი - ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს და უკვე სახელების დარქმევა დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების. გია ვოლსკი ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ განცხადებებზე - ვიდრე ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ოპონენტი თუ მხარდამჭერი ასეთ განცხადებას გააკეთებს, საქმე დეტალურად უნდა შეისწავლოს. ბერძენიშვილი - ჯერ კიდევ საკმაო რესურსია იმისთვის, რომ ოპოზიციამ დასავლეთის მხარდაჭერით ხელისუფლება აიძულოს. პოლიტპატიმრების ყოლა არის საკმარისი, რომ რეჟიმი მოექცეს სანქციებში - ქუთელია. ჩუგოშვილი - თუ ოცნების ინტერპრეტაციას დავიჯერებთ, გამოდის, რომ შეთანხმების მეორე ნაწილს აზრი არ ჰქონდა. ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლითაც შეთანხმებას შეიძლება დაერქვას შესრულებული.

      საზღვრების მიღმა - საგარეო უწყება - 12 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 19 965 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10 698.

      ანდრიაობა - პატრიარქი - უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი, უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. მეუფე მიქაელი მეუფე პეტრეზე - თუ დაინახავენ პატრიარქი და მღვდელმთავრები, რომ სინანულშია მეუფე, სტკივა, აწუხებს და გრძნობს შეცდომას, რატომ უნდა განიკვეთოს?! დაფინანსებას თუ შეგვიწყვიტავენ, შეგვიწყვიტავენ და თუ გაგვიზრდიან, გაგვიზრდიან - არ მინდა დღევანდელ დღეს ფულზე ვისაუბრო. მხარს ვუჭერ ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. საპატრიარქო კოვიდ-19-ის ჯერ არშექმნილ ​ვაქცინასთან დაკავშირებით, კომისიის მოწვევას აპირებს.

      ინფრასტრუქტურა - სამტრედია-გრიგოლეთის 15 კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

      კარანტინში გამოძახებული - უკრაინაში საქართველოს ელჩი, რომელიც ხელისუფლებამ კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახა, სავალდებულო კარანტინს გადის.

      ჯარიმები - ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოვლინდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: მედიის ინფორმაციით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, გერმანიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იმატა. სანკტ პეტერბურგის საავადმყოფოში ხანძარს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ბრაზილიის პრეზიდენტი - ეკონომიკის გარეშე არც სიცოცხლე არსებობს და არც ექიმები. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3538-მდე გაიზარდა. რუსეთში 24 საათში კორონავირუსის 10 899 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 107 ადამიანი. 15 მაისიდან ესპანეთში ჩამსვლელებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ესპანეთმა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-სა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. კორონავირუსით ინფიცირებული დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს თვეზე მეტია არ შეხვედრია. ენტონი ფაუჩი - ქვეყანაში შეზღუდვების დროზე ადრე გაუქმებას შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

      ავღანეთში შეიარაღებული პირები საავადმყოფოს დაესხნენ თავს.

      ირანში მეჩეთები სამი დღით გაიხსნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 80

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters