მარტის შუა დღეებში ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ რამდენიმე ძირითადი თემაა განხილვების საკითხი და დღევანდელ დღესაც მათ გარშემო ვტრიალებდით. ერთია გალში მოკლული ახალგაზრდა და მკვლელობის ექსპერტული გამოძიება, მეორე იყო ამერიკული ანგარიში საქართველოს შესახებ და მესამე საკითხი საგარეო საქმეებს უკავშირდება - მინისტრი პარლამენტის წინაშე.
აფხაზეთის პრობლმა - ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში გადაასვენეს. დავით ზალკალიანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე - ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე, მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ირაკლი სესიაშვილი - ჩემთვის და საქართველოსთვის რუსეთი კლავს - რუსეთი ვერ იღებს პასუხისმგებლობას ადამიანის სიცოცხლეზე. სალომე სამადაშვილი - ირაკლი კვარაცხელია გახდა მსხვერპლი, რადგან რუსეთს პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია ოთხოზორიაზე, ტატუნაშვილზე და ბევრ სხვა ჩვენს მოქალაქეზე. დავით ბაქრაძე - ირაკლი კვარაცხელია რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაიღუპა, ამიტომ დროა, ხელისუფლებას მოვთხოვოთ დაშვებული შეცდომის გამოსწორება. ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. ექსპერტი - ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე ღარი აქვს რაღაც ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა. ირაკლი კვარაცხელიას ბიძაშვილი - ცხედარს თავისა და ზურგის არეში აქვს დაზიანებები.
ევროპული მოწოდება და ევროპული დაფინანსება - ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. დავით ზალკალიანი - საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვანუატუს მთავრობის მხარდაჭერას ვაფასებთ. ახალგაზრდულ პროექტებს ევროკავშირი 1 500 000 ევროთი დააფინანსებს.
ამერიკული ანგარიში - ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია კრძალავს წამებას და სხვა სახის სასტიკ მოპყრობას, იყო ინფორმაცია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მათი გამოყენების შესახებ. შსს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - 2008 წელს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე უარით ალიანსმა პუტინს უბიძგა აკეთოს ის, რაც მოესურვება. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი. გიორგი მიქაუტაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - წყარო არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სასამართლოს მიმართ ერთი და იგივე პრეტენზიებს გამოთქვამენ. სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას ვერ მიაღწევს. დავით სერგეენკო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ვიყავი და რაიმე ზეწოლის შემთხვევას არ შევსწრებივარ. დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ეს ის შეფასებებია, რომელიც მათ საქართველოში მყოფმა არასამთავრობოებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მიაწოდეს. ანრი ოხანაშვილი - ოპონენტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათთვის სასურველ ადგილებს კითხულობენ. ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იმაზე მსჯელობა, რა წყაროზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშები, არის წარმოუდგენელი.
საერთაშორისო წახალისება - ანა დოლიძე - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ წახალისება უკვე საერთაშორისო მასშტაბებს აღწევს.
მერიის თვალსაწიერი - „სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმძღვანელი - თბილისის მერიას თაბორის მთაზე მშენებლობების გადახედვა მოუწევს. მამუკა სალუქვაძე - სატყეო ზონებში, წყალდაცვით და გეოდინამიკური პროცესების ტერიტორიებზე თბილისის მერიას ათასობით ჰექტარი ტერიტორიის გამოსყიდვა მოუწევს.
მედიკამენტები და ჯანდაცვა - ზურაბ ჭიაბერაშვილი - მოქალაქეებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა, არ აინტერესებთ, ქაღალდზე როგორ შესრულდა ბიუჯეტი. დავით სერგეენკო - მედიკამენტების შესაძენად განკუთვნილი თანხა გამჭვირვალეა და ის ვერსად დაიმალება.
პრეზიდენტი სომხეთში - სალომე ზურაბიშვილი - ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში".
დასაკავებელი ალასანია - ლევან სამუშია - ირაკლი ალასანია არ არის ის ფიგურა, რომელსაც ქუჩაში ხელს მოჰკიდებ და დააკავებ.
ვენეცია ჩვენს მოსამართლეებზე - გიორგი მიქაუტაძე - ვენეციის კომისიას დადებითი შეფასებები აქვს გაკეთებული მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე - ბუკიკიოს ასეთი მოწოდება მოსალოდნელი იყო.
საპენსიო პასუხები - ბუღალტერთა კავშირის თავმჯდომარე - საპენსიო სააგენტოდან ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს ვიღებთ.
თიბისის თემის გაგრძელება - ანრი ოხანაშვილი „თიბისიდან“ შსს-ში გაგზავნილ წერილებზე - გამოძიება გაჭიანურდა თუ არა, ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთ.
იმედის საქმე - გიორგი თარგამაძე „იმედის“ დარბევის საქმეზე - ერეკლე კოდუამ მითხრა, რომ მათი მიზანი იყო სატელევიზიო სიგნალის გათიშვა. ადვოკატი - ერეკლე კოდუა 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედის“ შენობაში იმიტომ მივიდა, რომ იქ მისი ახლობელი მუშაობდა.
საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის წინაშე - გიგა ბოკერიას მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დასმულ კითხვებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მცირე ხმაური მოჰყვა. გიგა ბოკერია ზალკალიანს - რატომ არ არის შეყვანილი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ არც ერთი რუსეთის ოფიცერი დღემდე მთავრობის მიერ?. დავით ზალკალიანი - ეს დისკუსია სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმები ოპონენტებს. დავით ზალკანიანი ე.წ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადატანას არ ეთანხმება. დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებაზე. ნატო სრული ფორმატით იქნება წელს საქართველოში წარმოდგენილი. დავით ზალკალიანი - მინდა დაგარწმუნოთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპის ქვეყნებში პოლიციის ატაშის ინსტიტუტს აფართოებს. ფუჭია ნებისმიერი მცდელობა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე - საზოგადოებას მივმართავ, ნუ დახარჯავენ სახსრებს, ტყუილად ნუ შეიძენენ ბილეთებს. სალომე სამადაშვილი ზალკალიანს - ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რა ცოტა დრო დაუთმეთ რუსეთზე საუბარს - ეს მაგონებს ბავშვის სტრატეგიას, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს. გიგა ბოკერია დავით ზალკალიანს - დოკუმენტში გიწერიათ, რომ ფოკუსირებას აპირებთ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე და შვიდი თვეა საფრანგეთში ელჩს რომ ვერ ნიშნავთ, მანდ რას აპირებთ? დავით ზალკალიანი - ჩვენ გამოვიყენეთ ახალი შემოვლითი გზები იმისთვის, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები დაეგმო საერთაშორისო თანამეგობრობას.
საზღვარგარეთულები:
ამერიკის პრობლემები - აშშ მექსიკური ნარკოკარტელების უცხოურ ტერორისტულ დაჯგუფებებად აღიარების საკითხს განიხილავს. დონალდ ტრამპი მზადაა, ვეტო დაადოს რეზოლუციას, რომელიც მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითვალისწინებს.
ბრიტანული ევროპელობა - დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირიდან გამოსვლის ვადის გადავადებას დღეს უყრის კენჭს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2025.
საათი: 10:09am
0 კომენტარი
0 მოწონება
EA FC 26 is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and FC 26 Coins how to use them effectively:
1. Big Feint (2 stars): This deceptive move throws defenders off balance, creating space for you to attack. Hold L2/LT and flick the right stick left or right, then optionally use the left stick to choose an exit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია