მარტის ცამეტი წინა დღეებთან შედარებით მეტი ღრუბლებით და დაბალი ტემპერატურით დაიწყო. ეს უკანასკნელი ვერც პოლიტიკურმა ამბებმა აწია განსაკუთრებულ ნიშნულზე. დღის მთავარ თემებში გამოარჩევდით ისევ მოსამართლეების საკითხს, გალში გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბავს და თბილისის ახალ სტანდარტებს.
მოსამართლეების საკითხი - ვენეციის კომისია - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ჯანი ბუკიკიო - ვენეციის კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე. ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძის მიერ შემოტანილ პროექტს პირდაპირ აწერია, რომ ის იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ საკუთარი თავისთვის დაწერა. ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ყველას, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მათი დამოუკიდებლობის გარანტია. ნუკრი ქანთარია - კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ შევჯერდით იმაზე, რომ მოსამართლეობის კანდიდატი თავის თავს არ მისცემს ხმას. ოთარ კახიძე - ვენეციის კომისია უნდა გაესაუბროს არასამთავრობოებს, ომბუდსმენს, ოპოზიციას და მიიღოს ინფორმაცია რეალურად რას გვთავაზობს მმართველი ჯგუფი.
ქართული პარლამენტარიზმი 100 წლისაა! პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა მიულოცეს.
გახმოვანებული გზავნილები - ეკა ბესელია - არ შეიძლება მესიჯებს უგზავნიდე ადამიანებს და ეუბნებოდე, რომ ეს მესიჯი უნდა გაახმოვანო.
ექსპერტების პროგნოზები - ირაკლი კობახიძე - ქართულ პოლიტიკაში გვყავს ხუთი ექსპერტი, რომელთა არც ერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა.
ღია კარის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე - ჩემი კაბინეტის კარი ნებისმიერი დეპუტატისთვის იყო ღია, დღემდე ასეა და ნებისმიერი მათგანი ამას დაადასტურებს.
განათლება სწორ გზაზე - ჯეფრი დევიდ საქსი - არის სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს.
თიბისის საქმე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ დავიცვათ „თიბისის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები. „თიბისი ბანკმა“ იაპონიის, ყატარის და ნიდერლანდების კომერციული ბანკებისგან 25 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო.
საქმიანი ვიზიტი სომხეთში - საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე, სომხეთში მდებარე ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვის საკითხი დააყენა.
გალში გარდაცვალება - დავით ზალკალიანი გალში დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული 29 წლის ქართველის გარდაცვალებაზე - ყველა მექანიზმს ვიყენებთ, ობიექტური გარემოების დასადგენად. სერგი კაპანაძე - თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უმკაცრესი რეაგირება უნდა ჰქონდეს, მისი მკვლელები კი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ უნდა შეიყვანონ. თამარ ხულორდავა - თუ დადასტურდება, რომ ირაკლი კვარაცხელია იყო დაკავებული და ამ პროცესში მოხდა გარდაცვალება, აუცილებლად მოხდება სათანადო რეაგირება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - მარტს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს სამძიმარი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას. ნინო გოგუაძე - ყველა ზომებს ვიღებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად. ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს თბილისში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ქეთევან ციხელაშვილი - საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონო პატიმრობის დროს გარდაიცვალა.
კალაძის დანახული პრობლემები - კახა კალაძე - მეტროსადგურ „ავლაბარში“ სამუშაოების ამ ფორმით წარმოება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა არსებული პროექტი გადასახედია. ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა. კახა კალაძე - ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის #1-ში სასტუმროს აშენება ჩვენთვის მისაღები არ არის. დღეს, 20 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი. არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძე მოქალაქეების ჩართულობით ასრულებს იმ დაპირებებს, რაც წინასაარჩევნოდ გასცა. თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბექა ოდიშარიას ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ და არა 11 მლნ დოლარს. ირაკლი ხმალაძე - თბილისი აღარ არის ელიავას ბაზრობის სტანდარტი, თუმცა ჩვენი სამიზნე არ არის ის, რომ ვიღაცამ პროდუქცია ვერ გაყიდოს. ირაკლი ხმალაძე - კაფელით და მეტალოპლასტმასის ჯიხურებით მეტროსადგურების მოდერნიზება ჩვენი მეთოდი არ არის. თბილისის მერმა კახა კალაძემ ქოშიგორას მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულებული საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. რევაზ სოხაძე – წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც თბილისის და მისი ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ერთი ადამიანის შეხედულებით ხორციელდებოდა. დეპუტატი ბექა ოდიშარია მზადაა, კომპენსაციის სანაცვლოდ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი თქვას.
თავშესაფარი ევროპაში - დავით ზალკალიანი - საქართველოს მოსახლეობის ყველა მცდელობა, ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვოს, ფუჭია - მოვუწოდებ მათ, ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში.
ევროპული სურვილები - მაიკ პომპეო - არ გვსურს, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები რუსულ გაზზე დამოკიდებული გახდნენ. დავით ზალკალიანი - ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება გარანტირებულია.
ბაგრატიონების საქმე - დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი - დნმ-ებით ბრძოლა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ნუგზარ ბაგრატიონს არ აქვს გენეალოგია წესრიგში. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი - ინფორმაცია, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არა ბაგრატიონი, არამედ სიხარულიძეა, ისეთი ტყუილია, რომელსაც ფეხები საერთოდ არ აღმოაჩნდა.
დაუსაქმებელი კადრები - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული 63 თანამშრომლიდან სხვა საჯარო უწყებებში ვერც ერთი ვერ დასაქმდა.
შემცირებული მედიაპლურალიზმი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის შერწყმამ შეამცირა საქართველოში მედიაპლურალიზმი.
საზღვარგარეთულები:
სახელისუფლებო ბრძოლის გადამწყვეტი რაუნდი - ხუან გუაიდო - ვენესუელაში ხელისუფლებისთვის ბრძოლის კუთხით უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება.
გასვლის უთანხმოება - დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა კვლავ არ დაუჭირა მხარი ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას, რომელიც ლონდონსა და ბრიუსელს შორის გაფორმდა.
ტრამპის ბიბლია - ინტერნეტ-აუქციონზე დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბიბლია 325 აშშ დოლარად გაიყიდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია