- ნათელააააა.... ნათელააააააა!!!
- რა იყო ლამარა, რა დამფრთალი მამალივით კრიახობ ამ დილაუთენია.
- ქალო მიშველე რამე, თორემ გავყავი ბაწარში კისერი.
- რა ბნედა დაგეცა შე არ სასიკვდინე.
- ჩემს ბაღანას დააყარა წითელი კოპლები, აი შენ ბაღანას რომ ჰქონდა მასე. ბატონები ჰყავს ამასაც, მოუკვდეს დედა, მიშველე რაცხა... იგი მწვანე რაცხა რომ გქონდა უნდა მათხოვო ცოტა და ხვალ დავაბარებ აბესალომს და მოგიტანს... არ დაგენანოს გაფიცებ ყომფელს... ხომ იცი არ დაგეკარგება...
- ოხ შენ არ მოუკვდი შენს ყველას... გათხოვებ ქალო აბა რა ჭირად მინდა... მაგი ერთხელ შეეყრება და მეტი არაო და წეიღე... ისე ჯობია სახელი ისწავლო - ბრილიანტის მწვანე. ხომ იცი წითელი ფერი უყვართ ბატონებს და ტკბილეულობა და არ გააბრაზოთ მაგი ბაღანა... ცხონებული აქვსენტის ბადიშს კაი მკურნალობა სჭრიდება, თვარა არ მოგასვენებთ არც ის და არც ამ ბოვშის ბატონები...
- კაი ქალო, ნუ დამზაფრე ერთი... მადლობა ნათელა... ღმერთი არ დაგივიწყებს იცოდე... აბოსალომსაც მოვატანიებ ხვალ...
დეპეშაა სოფლიდან.
ნათელა გამარჯობა... გოგო მანდ უფრო იშოვი ვიცი... ბრილიანტის მწვანე მჭრდება ჩემო კარგო და აფთიაქში იქნებ იყიდო და გამომიგზავნო... ფული კონვერტში დევს... ჩემს ვაჟიკოს დააყარა. ჩუტყვავილა აქვს და... აბა შენ იცი, გელოდებით წუთი-წუთზე...
- ალოო? გამარჯობა ნათ, როგორ ხარ?
- კარგად ლამრო, შენ როგორ ხარ?
- გოგო ნახე როგორ წვიმს და ბრილიანტის მწვანე ხომ არ გექნება რომ მათხოვო?? ახლა ვერ ჩავალ მაღაზიაში... თუ სახლში ხარ გამოვალ და გამოგართმევ და მერე გიყიდი კარგი?
- რას სულელობ გოგო, რას მიყიდი... უცხოები ხომ არ ვართ...
- კარგი მადლობააა...
SMS:
აუხ ნათ-ნათ, ანგარიშზე არ მაქვს და შემო რა ოდნოში.
- რა იყო ლამკო, რა გჭირს გოგ?
- რავი ნათუშკი, ჩემს ლოვეს ბატონები აქვს თუ რაღაც და დააყარა მუცუკუნები, ისეთი საყვარლებია, მაგრამ თხევადია და რომ ვეხუტები ბუთქუნობს... მე კი მქონდა მოხდილი, და აღარ მედება, მაგრამ ამას არ მოუხდია თურმე...
- აუუხ, მაგარი სანახავი იქნება ხო?
- კი ჯააააან... გოგო რა წავუსვა ხომ არ იცი?
- ზელიონკას უსმევენ გოგო როგორც ვიცი...
- რა ზელიონკა, რას გოიმობ... რომელი გოდაა?
- აუხ, აი თუ გინდა დავქოლავ ექიმთან და...
...
- რაო ნათ?
- კი, გოგო... პროსტა ზელიონკა კი არა, ბრილიანტის მწვანე ჰქვიებია...
- აუხ... შენ გააქვს?
- არა გოგო... აფთიაქში მაგრად იაფადააო... აბა ჩადი...
- კაი ნათ... ჩემი გული ხარ რა... ჩემი ყველაფერი!
- არაფრის ლამკო...
ავტორისაგან
რა ხდება სამედიცინო სფეროში? ბრილიანტის მწვანეც კი ვერ განვითარდა უფრო ეფექტური საშუალებით???
ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.
:D:Dbolo nawiliii magariaa:D:D......
:) :) :) :) ვაი, ამ ხუმრობას... :((((
esetii xumrobitt qartuli ikargeba da dzann cudia es....samwuxarott:(
მოიცა, ვერ მივხვდი... ა, პოსტით და ამ ხუმრობებით მე ვკარგავ ქართულენას???? :(
მე შენზე არა მითქვამს ყველა ვიგულისხმე...ყველა ვსაუბრობთ ჟარგონებით....მთლინ საზოგადოების პრობლემაა..ჩემი აზრითთ..
აააააა.... ეგ არაფერი... ეგ ერთგვარი პროგრესია... :( რეგრესი მაინც... :D :D :D :D
საქმე ისაა რომ ამ მწვანეს არ ეშველა არაფერი და ჩემი გასაჭირიც ეგაა... :D :D :D :D :D
kii eshvelebaaa..:D:D
ჯანდაბას, ნუ იქნება ბტილიანტის მწვანის პროგრესი.... ოღონდ სხვა რამეებსაც და ზოგადად ადამიანებსაც რომ შველოდეს და გამოასწორებდეს, სულ გადავშრეკავდი დედამიწაააააააას... :D :D :D :D :D :D :D :D :D :D
სამკურნალო საშუალება არაა ეს "მწვანე სითხე"))))) უბრალოდ ანტისეპტიკური და ანტიმიკრობულ მოქმედება აქვს....მიკრობის გავრცელებას ხელს უშლის..
სამკურნალო ეფექტი რომ ჰ'ქონდეს ..აქამდე იმდენჯერ შეიცვლებოდა )))))შემადგენლობა თუ არა სახელი მაინც :დ
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•