ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ რუსთაველზე, ისევ პარლამენტთან და ასე დასრულებლად.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 ნოემბერი, 2019

      პროპორციულ სისტემაზე გადასვლილს კანონპროექტი ჩავარდა. დავიწყოთ დილიდან - დიმიტრი ხუნდაძე - საკმაოდ ბევრი ვართ, ვინც არ ემხრობა პროპორციულ სისტემას, დღეს უნდა დასრულდეს ყველაფერი, რადგან ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. მიხეილ ყაველაშვილი - ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც „ნაცმოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, რამდენიც დღეს აქვს პარლამენტში. “ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პრემიერი - იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი როდესაც მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ცვლილებზე კანონპროექტის კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის წინაშე გააჩნია. დაჩი ბერაია - ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო. ეკა ბესელია - მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, მოუხმოს კეთილგონიერებას. მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ - მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ, შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას. კარლ ჰარცელი პროპორციულ სისტემაზე - ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პარტიებს შორის და გაზრდის პოლარიზაციას არჩევნების წინ. არასამთავრობო სექტორი მმართველ პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტს. რომან გოცირიძე - ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება პაიკები აუმხედრდნენ მეფეს? ამას შეიძლება უწოდო "უჩინართა ბუნტი". ბიძინა ივანიშვილი - მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა. დავით ჭიჭინაძე - თუ „ოცნების“ დეპუტატები კანონპროექტს ჩააგდებენ, ამით დააფიქსირებენ, რომ საზოგადოების წინაშე ვალდებულებას არ გრძნობენ. ლევან გოგიჩაიშვილი - ავანსცენაზე ე.წ. გამბედავი მაჟორიტარების გამოჩენა არის მისტიკა და ზღაპარი. დიმიტრი ხუნდაძე - გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა. „ჩაგდება არ გაბედოთ, მონებო" - ამ შეძახილებით გააცილეს „ქართული ოცნების" ოფისიდან უმრავლესობის წევრები მოძრაობა „შეცვალესა"და „სირცხვილიას" აქტივისტებმა. გია ვოლსკი - თავისუფალი კენჭისყრა სწორი გადაწყვეტილებაა, გუნდის ერთობა საჭიროა, რადგან სახელმწიფოს გუნდის გახლეჩვა სერიოზულად დაეტყობა. მამუკა კაციტაძე - 20-30 მაჟორიტარი, რომელიც აქამდე არაფრით გამოირჩეოდა, უცებ წამოიმართა და დაუპირისპირდა ივანიშვილს, ეს ხომ უკვე სასაცილოა? დაჩი ბერაია - პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ - ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობა იქნება, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდეს. თამარ ხულორდავა - პარტიის თავმჯდომარის მხრიდან უმრავლესობის სხდომაზე არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმას. ეკა ბესელია - დაჩი ბერაია საზოგადოებამ პარლამენტის წევრად ბოლო პერიოდში გაიცნო, როცა სულ ხულიგანივით იქაჩება. ნუკრი ქანთარია - რა მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრაზე იმ სიუჟეტს ჰგავს, ფინალი რომ გამოუცნობია. მამუკა მდინარაძე - თავისუფალი კენჭისყრა არ ნიშნავს პროექტის ჩაგდებას. კახა ოქრიაშვილი - იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი ჩავარდება და დავუბრუნდებით განხილვას, რომ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეთ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი დეპუტატის დარწმუნება მოახერხა, რომ მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ. გიგა მაქარაშვილი - თუ კანონპროექტი ჩავარდება, კანონის ფარგლებში ვგეგმავთ, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მოვახდინოთ. კახა საბანაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით - შსს შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას - სამინისტრო ყოველთვის მზადაა გამოწვევების გადალახვისთვის. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უმრავლესობაში ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია. არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით. პარლამენტის სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავას, სერგი კაპანაძესა და კარლო კოპალიანს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ლევან კობერიძე - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა „გადააგდო“. ნიკა მელია - ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს დროში გაწელილი ეპოპეა - მალე უნდა დასრულდეს დასასრულებელი ამბავი. დიმიტრი ხუნდაძე - კმაყოფილი ვარ, რომ „ნაცმოძრაობას“ ჩაეშალა თავისი გეგმა და პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ახლა ხალხი უნდა დაირაზმოს და გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. მოძრაობა „სირცხვილიას" და „შეცვალეს" ორგანიზატორები, პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ. დავით ბაქრაძე - ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი - არაფერს გამოვრიცხავ, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით. გიგა ბოკერია - ეს არის ძალიან ცუდი რეალობა საქართველოსთვის, რომელიც ცუდად დამთავრდება, მათ შორის ივანიშვილისთვის. ყველა დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, უმრავლესობის წევრია. მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს. ეკა ბესელია - ვისურვებ, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი მშვიდობიანი გაგრძელება ხელისუფლებას არ სურს. თამარ ხულორდავა - უმრავლესობის დატოვება არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ. საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ტოვებს - საბოლოოდ, უმრავლესობა ჯამურად, 8 დეპუტატმა დატოვა. საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის პიკეტირება არ მოახდინონ. პარლამენტთან სამართალდამცავებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შოთა დიღმელაშვილი - რაღაც მონების აჯანყების სცენარი დადგეს, რომელიც უნდათ, რომ ქართველმა საზოგადოებამ „ჭამოს“ - ახლა უწყვეტი აქციები ცხადდება. მამუკა მდინარაძე - რიგგარეშე არჩევნებს კატეგორიულად გამოვრიცხავ! ირაკლი კობახიძე - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის. თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და წასვლა სწორად მიმაჩნია. გიგა მაქარაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებამდე კი არა, გიორგობამდე მაინც მიაღწიოს. გიორგი კახიანი - არც კი მიფიქრია იმაზე, კანონპროექტი რომ ჩავარდეს, რა შეიძლება გავაკეთო - ემოციურ ფონზე არანაირი განცხადების გაკეთება არ მინდა. დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ პარტიას, უმრავლესობას არ უნდა თავისივე გადაწყვეტილება შეასრულოს, მას არ აქვს უფლება იყოს ხელისუფლებაში. ირაკლი კობახიძე - ივნისის აქციების შეწყვეტა პროპორციული სისტემის დაპირებას არ მოჰყოლია, ამ დაპირების მერე ხალხი არ დაშლილა - შემოეშალათ აქციის მონაწილეები 3 თვის განმავლობაში. ნინო ბურჯანაძე - ვისაც უნდა დაგვარწმუნოს, რომ თურმე ივანიშვილს კანონპროექტის გატანა უნდოდა და ჩაუგდეს, ან საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები შეაფასოს, ან მასხრად ნუ აგვიგდებს. გია ვოლსკი - არა მგონია, რომ ახლა უმრავლესობის რღვევაზე საუბრისთვის გვქონდეს საბაბი. გედევან ფოფხაძე - დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას ისევ გავრილოვი იჯდა. თამარ ჩუგოშვილი - სხვადასხვა ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებში ვამბობდი, რომ პროპორციულ სისტემას მხარს ვუჭერთ - უბრალოდ ვერ ავხსნი, რატომ არ შესრულდა ეს პირობა. ზვიად კვაჭანტირაძე - როგორც ფეხბურთის მატჩები იყიდება და ეს იცის კაპიტანმა და ერთმა ადამიანმა, აქაც ამ მზაკვრული გეგმის განდობილთა სია, ძალიან ვიწროა. მოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები პოლიტიკურ სპექტრს 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ. ბიძინა ივანიშვილი - "ნაცმოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს - როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება. გიორგი ვაშაძე - დაშლა გამორიცხულია მანამდე, ვიდრე იმას არ მივაღწევთ, რაც ხალხს უნდა. სალომე სამადაშვილი - დღევანდელი დღის შემდეგ მთავრობა უნდა გადადგეს, ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს მანდატი, რომ ქვეყანა მართოს. ანა ნაცვლიშვილი - შიშს დიდი თვალები აქვს და ამის გამოძახილია პარლამენტში პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდება. შს სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. დავით ბაქრაძე - 2020 წლის არჩევნები ყალბდება დღეს. ირმა ინაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ 17 ნოემბრიდან უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს. არასამთავრობო სექტორი - ბიძინა ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მოყვეს. გიორგი ვაშაძე - გახარია თავისი მთავრობით უნდა გადადგეს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები. გია ვოლსკი - პროპორციულ სისტემაზე არსებობს საპირისპირო აზრიც, რომ რასაც ახლა ქუჩაში ვუყურებთ, არის იმის პროექცია, რაც 2020 წლიდან გველოდება, თუ უმრავლესობას ვერავინ მოიპოვებს. ქუთაისში პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. ხატია დეკანოიძე - არჩევნებს მოვიგებთ, ეს იქნება ერთიანი პლატფორმა - ყველა ერთის წინააღმდეგ. ქუთაისში, აქციაზე იმ დეპუტატების სია დაწვეს, რომელთაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. პარლამენტში თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს შეხვდა - შეხვედრას ნინო გოგუაძეც ესწრებოდა. ზუგდიდში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გააპროტესტეს. ბათუმში პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. გიგი უგულავა - რიგგარეშე არჩევნები ამ ვითარებაში არის ერთადერთი ლეგიტიმური მოთხოვნა. ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთის გვერდით დააყენა. ეკა გიგაური - ივანიშვილი იბრძვის თავის სკამისთვის და არაფერი და არავინ აინტერესებს ამ ბრძოლაში - ის იტაცებს სახელმწიფოს. მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს. პარლამენტის წინ მამუკა ხაზარაძის სიტყვით გამოსვლისას მცირე ინციდენტი მოხდა. აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. ნინო ლომჯარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით. გია ვოლსკი - უმრავლესობის დაშლა ქვეყანაში სტაბილურობას გაცილებით მეტად დაასუსტებდა, ვიდრე ნათელაშვილის გარშემო პარტიების გაერთიანება. გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რომელსაც გარდამავალი მთავრობა ჩაატარებს. შსს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის მანქანების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ არის - ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან. გრიგოლ ვაშაძე - მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. პარლამენტთან მიმდინარე აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები შუერთდნენ. ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია - ჩვენი დღის წესრიგია, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ. გიორგი მარგველაშვილი - მე ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია - არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება. მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს დავუსვამდი კითხვას - აწყობთ, თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? გიორგი მარგველაშვილი - მე განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს - გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. პარლამენტთან აქციაზე ინციდენტი მოხდა. გიორგი კვირიკაშვილი - „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და პოლარიზაციისკენ. გიგა მაქარაშვილი - ჩვენი გეგმაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვაყალიბოთ დროებითი მთავრობა. პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. დავით ბერძენიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობა უნდა დაინგრეს. გაემიჯნეთ ნაციონალებს — კობახიძისგან აჭარის ტელევიზიის დისკრედიტაციის მცდელობა. მდინარაძე - ვისაც პროპორციული გვინდოდა, ყველამ რომ დავტოვოთ უმრავლესობა, წარმოიდგინეთ...

      განათლება სამინისტროში - გიორგი გახარია - მიხეილ ჩხენკელი ჩართული იყო განათლების სისტემური რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში. პრემიერი - ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით. მიხეილ ჩხენკელი - კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს. მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი გაიხსენება.

      ოკუპაცია საზღვარგარეთიდან - ადამ კინზინგერი - ახლა დავბრუნდი საქართველოდან, ვნახე, ოკუპაციის პირობებში მყოფი აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას. სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს. საგარეო უწყება - ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. კახა საბანაძის განცხადებით, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თითოეული ადამიანის გათავისუფლება. ზვიად ზვიადაძე - ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი. „მედიქლაბჯორჯია“ - შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებ­­ის გამო. საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს.

      ჩეჩნური რჩევები - რამზან კადიროვი - ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მრავალი ქვეყნის ინტერესშია, იმედი მაქვს, საქართველოში მიხვდებიან, რომ მისი საუკეთესო მეზობელი რუსეთია.

საზღვარგარეთულები:

      ფეიკების პრობლემა - Facebook-მა წელს 5.4 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურა, თუმცა მილიონობით მსგავსი ანგარიში კვლავ რჩება.

      სირიაში, ამერიკის ყოფილ სამხედრო ბაზაზე, რუსეთი საჰაერო თავდაცვის ბაზას განათავსებს.

      დასავლეთი ერთ ბლოკში - დონალდ ტუსკი საფრანგეთის პრეზიდენტს - რუსეთი არის ევროპის სტრატეგიული პრობლემა, მე ვერ გადამარწმუნებ ემანუელ! ერდოღანი სომეხი ერის გენოციდზე - მჯერა, სენატი გონივრულად იმოქმედებს და იმ შეცდომას არ გაიმეორებს, რაც წარმომადგენელთა პალატამ დაუშვა. ამერიკის სენატში რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ დაბლოკეს. დონალდ ტრამპი ერდოღანს - თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 111

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp Become a Pro in Grow a Garden: Your Complete Guide to Success

გამოაქვეყნა Byrocwvoin_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:11am 0 კომენტარი

Are you tired of being a noob in Grow a Garden while others flaunt their billions and rare plants? Fear not! This comprehensive guide will turn you into a pro gardener in no time. Whether you're starting fresh or have been playing for a while, there’s something here for everyone. So let’s dig in it with Grow a Garden Items!

Getting Started: The Initial Steps

1. Embrace Your Seedling Stage

As a newcomer, you begin…

გაგრძელება

MMOexp Presents: Odin Valhalla Rising Guide to Mastering Norse Combat

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 5:45am 0 კომენტარი

Odin Valhalla Rising Diamonds is a stunningly designed open-world MMORPG developed by Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1.…

გაგრძელება

Atlanta Braves affiliate reveals new Rome Emperors identification

გამოაქვეყნა Brissett20_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2025.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი



Rome, Georgia, got its name due to the fact that, like its Italian equivalent, the city was constructed within seven hillsides and the rivers that run in between them. At a ball park occasion on Thursday evening, Rome's Minors Baseball team further strengthened the connection between the two apparently disparate Rome Emperors have begun their Rome stays Atlanta's High-An associate, the brand-new Emperors age marks the initial time in franchise history that the club has not been…

გაგრძელება

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Qwelly World

free counters