ომი რთულდება და უკვე მეექვსე დღეა უკრაინა კვლავ მარტო იბრძვის, იცავს თავს რუსეთის მრავალწახნაგოვანი თავდასხმებისგან. ნელ-ნელა დაბომბვებიც და გამოყენებული იარაღიც უფრო მძიმდება და ომი მთელი თავისი საშინელებით ედება „ევროპის ახალ გულს“, როგორც მას ზელენსკი უწოდებს. ამის ფონზე, საქართველოში არის არეულობა და პროტესტი არსებული მთავრობის და მისი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. უკრაინაში თოვს, საქართველოში კი 4 მარტამდე 16 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურაო. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2244 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.
ვიტალი კლიჩკო - მზად ვართ ვიბრძოლოთ და მოვკვდეთ ჩვენი სამშობლოსთვის. უკრაინის რადა - ომის დროს დაღუპული რუსი სამხედროების სიცოცხლე „პუტლერმა“ 50 დოლარად შეაფასა. უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დილიდან საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალი ისმის. კიევის მახლობლად სამშობიაროს შენობას რუსული ძალებისგან ნასროლი ჭურვი მოხვდა. ოდესის ოლქში, იზმაილსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სოფელი ლოშინოვკა დაბომბეს. რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში „თავისუფლების მოედანს“ რაკეტები ესროლეს. ალექსეი რეზნიკოვი - რუსული ვალუტა უკვე ჩვეულებრივ ქაღალდად გადაიქცევა - უკრაინის სკოლის მოსწავლეებიც კი გადავიდნენ კიბერფრონტზე შეტევაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - მტერმა 5 710 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ხარკოვში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაშავდა. მიხეილ პოდოლიაკი - დღეს რუსეთის მიზანი მასობრივი პანიკა, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურებაა. უკრაინული მედია - ბელარუსის ჯარები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ. უკრაინის თავდაცვის სტრატეგიების ცენტრმა უკრაინაში მებრძოლი 120 000 რუსი ჯარისკაცის პირადი მონაცემები მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მოვითხოვთ ტერორისტების სრულ პასუხისმგებლობას საერთაშორისო სასამართლოებში. კიევი განსაკუთრებულია, დავიცავთ კიევს, დავიცავთ სახელმწიფოს. ხარკოვში აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, რომელიც „შიშველი ხელებით აჩერებს ტანკებს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ოკუპანტები ემზადებიან გაუშვან მასშტაბური ოპერაცია, რომლის მიზანია, ტყუილით გატეხონ უკრაინელი ხალხისა და ჯარის წინააღმდეგობა - ვერ მოესწრებიან. ხარკოვში რუსეთის არმიის მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად, ნანგრევებიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. უკრაინის დაზვერვა - უკრაინის საზღვართან დაახლოებით 300 ერთეული ბელარუსის ტანკი დგას. უკრაინის შს მინისტრი - კიევის სატელევიზიო ანძაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.
ავსტრალია უკრაინას 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უგზავნის. ჯოზეფ ბორელი ბელარუს ხალხს - თქვენი მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ჩათრეულია აღმაშფოთებელ ომში თქვენი მოძმე ერის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩინეთი უკრაინიდან ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. იაპონია ვლადიმერ პუტინს, სერგეი ლავროვსა და დიმიტრი მედვედევს სანქციებს უწესებს. Mastercard-მა რუსეთიდან ტრანზაქციები დაბლოკა. უკრაინა პარტნიორი ქვეყნებიდან 70 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 10 მილიონ დოლარს გადასცემს. ჩრდილოეთ კორეა - უკრაინის კრიზისის მიზეზი აშშ-სა და დასავლეთის ჰეგემონიური პოლიტიკაა. რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ალექსანდ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ტაივანი რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან გათიშვის ინიციატივას უერთდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი და პოლონეთის პრემიერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე იმსჯელებენ. ვლადიმერ პუტინს ტაეკვანდოს საპატიო შავი ქამარი ჩამოართვეს. ალექსანდრე ლუკეშენკო - უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. მსხვილი კინოსტუდიები, რომელთა შორის Sony, Warner Bros, Disney და Marvel-ი არიან, უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთში კინოპრემიერებს აჩერებენ. ალექსეი ნავალნის გუნდი - მოვუწოდებთ რუსებს, გამოიჩინონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ომს. დომინიკ რააბი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი უფრო სახიფათო ავანტიურა ხდება, ვიდრე ამის წარმოდგენა ვლადიმერ პუტინს შეეძლო. ლიეტუვის პრეზიდენტი - თუ უკრაინა დაეცემა, დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი, რუსეთი იდგება ჩვენს კართან. ბორის ჯონსონი - ტრაგედია, რომელიც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, მოხდა და ის ჩვენს პროგნოზებზე უარესია. ჟენევაში, გაეროს განიარაღების კონფერენციაზე სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. შარლ მიშელი - საბჭომ სერიოზულად უნდა შეხედოს უკრაინის სიმბოლურ, პოლიტიკურ და ლეგიტიმურ მოთხოვნას და გააკეთოს გადამწყვეტი არჩევანი. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტარებს - მიხარია, რომ დღეს ყველა გაგაერთიანეთ, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს ასეთ ფასად მოხდებოდა. დიმიტრი პესკოვი სანქციებზე - ჩვენ არ გვაქვს აქტივები და ანგარიშები დასავლეთში, დაგვსაჯეთ! ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთს უბრძანებს, შეწყვიტოს თავდასხმა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტარებს - დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილად ევროპელები ხართ. ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ნატო მზად არ არის უკრაინის მისაღებად, საჭიროა შემუშავდეს უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინის შსს - წინასწარი მონაცემებით, მარიუპოლის ცენტრის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა. უკრაინის ელჩი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის განხილვის პროცედურა დაიწყო. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმუშაონ. ენტონი ბლინკენი - ჩნდება გონივრული კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა გაეროს წევრ ქვეყანას, რომელიც სხვა წევრი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობს, უფლება დარჩეს საბჭოს წევრად? ანდრიუს კუბილიუსი - უკრაინელები იმაზე მეტად ევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ჩვენგანი, მათ უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი დაუყოვნებლივ - ბატონო პუტინ, თქვენ წააგეთ ეს კრიმინალური ომი, ჰააგის ტრიბუნალი გელოდება. ანა ფოტიგა უკრაინელებს - ეს ჩვენი ომიცაა, თქვენ დასავლეთის საუკეთესო ნაწილი ხართ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგანიჭოთ კანდიდატის სტატუსი.
თბილისში ომის გამოხმაურებები და შიდა პროტესტები - თბილისიდან უკრაინაში მოხალისეთა ერთი ჯგუფი უკვე გაემგზავრა. ვახტანგ კაპანაძე - იმ აბსურდულ პირობას, რომელიც წამოყენებულია პუტინის მიერ დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის მიმართულებით, მამაზეციერიც ვერ გაიგებს - ეს ჰგავს ჭირვეული ბავშვის წამოყენებულ მოთხოვნებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს მიეცეს. პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. უკრაინის დასახმარებლად, საქართველოს პარლამენტში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. არმაზ ახვლედიანი - კრემლი და მისი მესვეური 21-ე საუკუნის უმთავრესი პირსისხლიანი დიქტატორია, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო. ირაკლი კობახიძე - ადამიანები, რომლებიც თავად არიან ორჯონიკიძეები, ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა, „შულავერის კომიტეტი“, ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. დავით ზილფიმიანი - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს დამარცხებულის სინდრომი მოუხსნა - ევროკავშირში წევრობის განაცხადის არგაკეთება 2024 წლამდე დაუშვებელია. მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას - ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ... თამარ კორძაია - პრემიერის ხმამაღალი საუბრის უკან დამალული შიში კატეგორიულად მიუღებელია. ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქმედითი ნაბიჯებით - ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენი საელჩო დღემდე რჩება კიევში, რაც მხარდაჭერის განსაკუთრებული გამოხატულებაა. სალომე სამადაშვილი - დღის წესრიგში უნდა დადგეს მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი - პარლამენტის თავზე რუსული დროშა იფრიალებს, პასუხის გაცემა მოგიწევთ ხალხისთვის! ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ! მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - რით ხართ დაკავებული? როგორ გავარუსოთ საქართველოს ხელისუფლება - მაშინაც ღალატობდით ქვეყანას და ახლაც ღალატობთ, რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით. თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - ჯამბაზებად ქცეული ადამიანები იგინებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში - მოგიწოდებთ სწორი ზომები გაატაროთ ამ ადამიანის მიმართ. გაემიჯნეთ ბატონი ღარიბაშვილის განცხადებებს - თქვენ არ მოგცემთ ქართველი ხალხი უფლებას, რომ ამ წყალგამყოფ, ისტორიულ მომენტში ისტორიის არასწორი მხარე აირჩიოთ. დავით უსუფაშვილი - მე ვიხდი ბატონი ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს - დიახ, მე ვადასტურებ უბინძურეს კამპანიას, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარეობს, მაგრამ ამის მწარმოებელი მთავარი პირი პრემიერ-მინისტრია. ალეკო ელისაშვილი - თუ რამე უხარია რუსეთს, ახლა რაც ხდება ამის ყურებაა, როგორ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას - თქვე მართლა საცოდავებო, დღეს ქვეყანა არ დატოვოთ ევროკავშირის გარეშე, თორემ ზედ გადაგივლით ხალხი! ხატია დეკანოიძე - ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა და ის უკრაინაში წყდება, წყდება აქ, თავისუფლების ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე, ამიტომ არ მოგცემთ უფლებას ეს „ნაც-ქოცური" დაპირისპირება გამოიტანოთ. ვახტანგ მეგრელიშვილი - ახლა მთავარია ვიცოდეთ, რუსებმა რომ ტანკები გადაქოქონ, რას ვაკეთებთ. ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ისინი განმარტავენ, რომ წევრობაზე შეთავაზება რელევანტურია ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ რელევანტური არ არის მოლდოვის და საქართველოს მიმართ. ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას - თავი დაანებეთ თქვენი ტაკიმასხარაობით, ხელისუფლებაზე უაზრო შეტევით საქართველოს დაკნინებას. ირაკლი ბერაია - თუ მტერი მოვიდა, დავხვდებით ღირსეულად, იარაღით ხელში, როგორც ამას ჩვენი უკრაინელი კოლეგები აკეთებენ და სამარცხვინოდ არ გავიქცევით, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებდა აგვისტოს ომის დროს. ანა წითლიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი საქართველოდან „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო გაიწვია. ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას - ერთადერთმა რამემ შეიძლება შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა: სასწრაფოდ გადააყენეთ პრემიერი ღარიბაშვილი! სალომე სამადაშვილი - ერთ მხარესაა ქართველი ხალხი, სრული ოპოზიციური სპექტრი და მეორე მხარესაა ღარიბაშვილი მისი უმრავლესობით, რომელიც ელოდება კიევის დაცემას - სწორედ ასე შეაფასა უკრაინის ხელისუფლებამ „ოცნების" პოზიცია. ირაკლი კობახიძე - მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს - ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. რომან გოცირიძე უმრავლესობას - რატომ გაიწვია უკრაინამ საქართველოდან ელჩი? წარმოუდგენელი რამ ხდება - ამაზე მეტი თავს ლაფის დასხმა რაღა გინდათ. ხათუნა სამნიძე უმრავლესობას - რამდენიმე წუთის წინ ელჩი გაიწვიეს ამ ქვეყნიდან კონსულტაციებისთვის იმიტომ, რომ თქვენმა პრემიერმა გააკეთა პრორუსული განცხადებები, თქვენმა პრემიერმა მოხალისეებს გზა ჩაუკეტა. ირაკლი კობახიძე უკრაინის ელჩის გაწვევაზე - ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია, მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა. თინა ბოკუჩავა - უკრაინის პრეზიდენტს უწევს გაიწვიოს ელჩი კონსულტაციებისთვის, იმისთვის რომ გაარკვიოს, ბოლო-ბოლო საქართველო ამ ომში რუსეთის მხარეს დგას თუ უკრაინის მხარეს? გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - იმ დონეზე გაამწარეთ უკრაინული მხარე, რომ ელჩი გაიწვიეს, რას აკეთებთ გამაგებინეთ?! თქვენგან ვინმე ითხოვს საომარ რიტორიკას და ომის გამოცხადებას? თქვენგან უბრალოდ ითხოვენ თანადგომას. გიგა ბოკერია - მთავრობამ გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ უკვე ოფიციალურად აღმოვჩნდით პუტინის ბანაკში. „ლელო“ - სასწრაფოდ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ნაწილობრივ მაინც მიუერთდეს. პაატა მანჯგალაძე - უკრაინაში ჩათვალეს, რომ საქართველოს ბოლო ქმედებები არის მტრული მათ მიმართ. ელენე ხოშტარია - ორად-ორი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ბოროტების მხარეს არის, ეს არის რუსეთი და ბელარუსი, დღეს ამ ქვეყნების რიგს საქართველო დაემატა. ნიკოლოზ სამხარაძე - ელჩის გაწვევა დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ქვეყანა რაღაცით უკმაყოფილოა, თუ ეს მოხალისეების გაგზავნას ეხება, საქართველო ხელს არ უშლის, თუ ვინმეს წასვლა სურს, შეუძლია აიღოს ბილეთი და წავიდეს. თუ უკრაინას ევროკავშირი მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ -განვიხილავთ გაწევრიანების დაჩქარების საკითხს. კოტე კემულარია ხელისუფლებას - დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი სახელმწიფოს ორიენტაციისთვის თქვენს აბდა-უბდა პოზიციას - მწარედ მოგიწევთ პასუხის გაცემა. ზურაბ ჯაფარიძე - მაქვს ერთადერთი მოთხოვნა - ხელისუფლების ცვლილება, რიგგარეშე არჩევნებით მთავრობის გაშვება, სხვანაირად სირცხვილს ვერ ჩამოვირეცხავთ და ქვეყანას შანსს ვერ გავუჩენთ. მამუკა ხაზარაძე - საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად აკეთებს იმას, რომ ქართველი კაცის ვაჟკაცობა, ერთგულება და თანადგომა დასცეს მიწაზე, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. გია ვოლსკი - რეზოლუცია არ არის „ნაცმოძრაობის“ ინიციატივა, ეს არ არის მათი ზეწოლა - ეს ჩვენი პოზიციაა, ვფიქრობთ, რომ დაჩქარებული წესით შეიძლება განხილვა. დადიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა. ელენე ხოშტარია - ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული მოთხოვნები: წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა, დავუხუროთ ცა რუსეთს და გავუხსნათ - უკრაინას, საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. ზურაბ ჯაფარიძე - ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები - ეს უნდა დაიწყოთ დღეს, რომ მორჩება გამოსვლები. გიორგი მარგველაშვილი - გადაუარეს ძირითად ღირებულებებს, რითიც ამაყად ვამბობდით, რომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც თავი არასდროს დაუხრია - არავითარი თანამშრომლობა, გარდა ერთი მოთხოვნისა: წავიდნენ! სენატორი ჯიმ რიში - შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას - ვთხოვ, გამოძებნონ ის გამბედაობა, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს. ელენე ხოშტარია - დავდგეთ აქ ერთად - ხვალ, დილის 08:00 საათზე კანცელარიაში ღარიბაშვილი არ უნდა შევიდეს. გიორგი აბაშიშვილი - ორი მეგობარი თუ ძმა რაც არ უნდა ერთმანეთში ჩხუბობდეს, საერთო მტერთან დროებით მაინც რიგდება, აქ პირიქით ხდება, რაც გულსატკენია. ელჩის გაწვევაზე ატეხილ აურზაურზე თავად ელჩი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი გაწვევაა და არა რაიმეს პროტესტი.
პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, მივიღოთ ზომები და რეფორმები რაც აუცილებელია. შარლ მიშელი - ძალიან მნიშვნელოვანია გავზომოთ კონკრეტული პროგრესი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირისა და საქართველოს კავშირი ხილული და ხელშესახები იქნება ქართველი ხალხისთვის.
#მიშანიუსი და სასამართლო - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და რას ნიშნავს, პოლიტიკური გამოსვლა არ იყოს? მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდომისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, შესვენება კიდევ ერთხელ ითხოვა. მოვუწოდებ, ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას - კიევში. დღეს ზელენსკის მუდმივად ერთი და იგივე მაისური რომ აცვია, დარწმუნებული ვარ, ადმინისტრაციამ რაღაც ხარჯებით მიუტანა მაღაზიიდან, ამ მაისურებზე რომ გაასამართლონ. მიწაზე დაფორთხავდაო - მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი. ახლა მთავარია, უკრაინა გადარჩეს და შემდეგ ერთადერთი გზა მასობრივი მობილიზაციაა, ხელისუფლების შეცვლა საქართველოში.
თამაშების აკრძალვა - ირაკლი ღარიბაშვილი - 1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები - კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას.
თავისუფალი ახალაია - ბაჩო ახალაიამ დღეს საპატიმრო დატოვა. ბაჩო ახალაია - კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე ამ ქვეყანას, ვის როგორ ესმის, სხვა საკითხია - პოლიტიკოსობას არ ვაპირებ, ეს არ არის ჩემი საქმე. მინდა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - გაოცებული ვარ ამ ხალხით და ცოტა მშურს კიდეც. ახალაია სააკაშვილზე - ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობა მაქვს, მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი ციხეში უზის. ნიკა მელია - ბაჩო ახალაია პარტიულ პოლიტიკაში ჩართული არასდროს ყოფილა და ახლა, მითუმეტეს, თავად ამბობს, რომ თუკი რამეს არ აპირებს, არ სურს დაკავდეს პოლიტიკით. ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ბაჩო ახალაიასგან ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე 60 000 ლარის ოდენობით სამოქალაქო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია