გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ერთ ღამეს დიდხანს ვეთამაშე ვარსკვლავებს, მათი ბრწყინვალე გირლიანდების მრავალნაირობას დასასრული არ უჩანდა. პაწია ცთომილებიც რაღაც მეტისმეტად უხვად შემოიჭრნენ ღამეული ცის თაღზე, განუწყვეტლივ მოჰქროდნენ სულ ახალახალი მბრწყინავი გუნდები. ასე მეგონა, მთელი გაჩირაღდნებული ცა მოიწევდა ჩემსკენ.
მერე მთვარე ამოვიდა, ვარსკვლავთა ბრწყინვა გაამქრქალა, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ მიმალა თავისი ნაზი სხივების მიღმა.
- რატომ ჩამიშალე თამაში? - ვუსაყვედურე მთვარეს.
- არც მიფიქრია, - გაიკვირვა მთვარემ.
- აი, რამდენი ვარსკვლავი მიიმალა შენი სხივების წყალობით, მე კი მათთან ძალიან კარგად ვერთობოდი.
ხომ ძალიან იდუმალი იერი აქვს მთვარეს, ამჯერად კიდევ უფრო იდუმალი და მრავალმნიშვნელოვანი სახე მიიღო.
- სამაგიეროდ ისინი ისევ გითვალთვალებენ, - მითხრა მთვარემ, ერთიანად იდუმალებით აღსავსემ.
მე შევეჭვდი.
- განა შენი სხივები მათ ხელს არ უშლიან?
- არა, არ უშლიან, ყოველთვის კარგად გხედავენ, - ცოტა ხანს გაჩუმდა და მერე დაუმატა, ისე, როგორც უფლის თვალი გხედავსო.
ეს სიტყვები კიდევ უფრო მეუცხოვა.
- არ მეგონა, თუ ზეციდან კიდევ დამყურებდა ვინმე, ციური მნათობების გარდა.
მთვარე აღარ გამომეხმაურა, ნისლის პირბადე აიფარა და მიყუჩდა. სამაგიეროდ კარგად ნაცნობი ჩუმი ხმა გაისმა სულ ახლოდან:
- უფლის მზერას ხელს ვერაფერი შეუშლის, იგი მთელ ზეცას მოიცავს.
მოვიხედე, ჩემს გვერდით გველი იზლაზნება. თითქოს სველიაო, მთვარის სხივებზე ისე ულაპლაპებს ტანი. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ზუსტად ამ ადგილას არავინაც არ ყოფილა... აი, კიდევ ერთი იდუმალი არსება.
- ვერც მზე შეუშლის, ვერც მთვარე და ვარსკვლავები? - ვკითხე მე.
- მზე, მთვარე და ვარსკვლავები უფლის მზერის უმცირესი ნაწილია მხოლოდ...
- რა დიდი თვალები ჰქონია უფალს, - გამიკვირდა მე.
თამაში ციცინათელებსაც ძალიან უყვართ. რა ოინს აღარ იგონებენ, ოღონდ კი ძილი არ გამახსენდეს და მათთან ვითამაშო. ხან მანათობელი ნაპერწკლებივით დაფარფატებენ ჩემს ირგვლივ, ხან უცნაურ ცეცხლოვან რკალებს ავლებენ ღამის სიბნელეში და შორიდან მიწვევენ, აბა თუ დაგვიჭერო. მეც დავდევ ხან ერთს, ხან მეორეს და ხელებს მანათობელი ნაპერწკლებით ვივსებ.
მერე მაღლა აიჭრებიან ციცინათელები, ვარსკვლავებს ეჯიბრებიან, აბა ვინ უფრო ლამაზ სხივოსან გირლიანდებს მოჰქარგავს ღამეულ ცაზეო. შევყურებ და აღარ ვიცი, რომელს ვუქცირო...
ყველაზე უფრო ის მომწონს, მანათობელ ხალიჩას რომ ქარგავენ ჩამუქებულ მოლზე. ისეთი კარგები არიან, ისეთი ლამაზები, რომ მინდა სულ ვუყურო, მაგრამ ბოლოს მაინც ძილი მძლევს და თვალები თავისთავად მეხუჭება...
თუმცა ერთ ღამეს მეტისმეტად გამიტაცა ციცინათელებთან თამაშმა და ძილი სრულებით გადამავიწყდა. მათაც მეტი რა უნდოდათ, გუნდგუნდად დაფარფატებდნენ ჩემს ირგვლივ, ბრწყინვალე ნაპერწკლების ციმციმს ბოლო არ უჩანდა.
უცბად ვხედავ, ნელნელა გაფერმკრთალდნენ ციცინათელები, მიმქრალი ნაპერწკლებივით იწყეს ბჟუტვა.
ნეტავი რა ემართებათ-მეთქი, გამიკვირდა.
თურმე განთიადი წამოგვპარვოდა.
მალე მზეც გამოჩნდა, ცისკიდურს მიღმა ამოიწვერა.
- მზეო, ნუ ჩქარობ ამოსვლას, - ვთხოვე მზეს. არ მეთმობოდა ციცინათელებთან თამაში.
მზემ არ გამიგონა, მაინც ამოვიდა და სრულებით დაუკარგა ფერი ციცინათელებს. მათი ნათება ახლა სულ აღარ ჩანდა...
არაფერია, საღამო ხანს ისევ აკიაფდებიან...
რამდენი ფრთახატულა ჩიტია სამოთხის ბაღში... რა ლამაზები არიან, რა საამურად გალობენ, თითქოს საგანგებოდ მოიყრიან ხოლმე თავს, კოპწია კისრებს მოიღერებენ და გალობენ, გალობენ, მათი მოსმენა ძალიან მიხარია.
ნიავიც მიმოქრის, მთელ ბაღში დააქვს გალობის ხმები.
- ყველაზე უკეთესად მაფშალია გალობს, - თითქოს სხვათაშორის ჩამჩურჩულა ყურში ნიავმა ერთხელ.
- რომელია მაფშალია? - ვკითხე ნიავს.
როგორც აღმოჩნდა, თურმე მათ შორის იმ დროს არ ყოფილა მაფშალია, თავის ბარტყებს უგალობდა ბაღის სულ სხვა მხარეს. გულში ჩამრჩა ნიავის სიტყვები. ვთხოვე, აუცილებლად შემატყობინე, როცა მაფშალია მოიცლის ჩვენთვისაც-მეთქი.
დადგა ნანატრი დღე; ნიავმა პაწია, მოყავისფრო ჩიტუნიაზე მიმანიშნა, ესაა მაფშალიაო. ცოტათი გული გამიტყდა, უფერულად გამოიყურებოდა ფერადოვანი ჩიტების გუნდში. მაგრამ როგორ შეიცვალა ყველაფერი, როდესაც ამ პაწია ჩიტუნიამ ნისკარტი გააღო და ამღერდა... ერთბაშად ყველაფერმა ფერი იცვალა. თითქოს სამოთხის ბაღს მხოლოდ მზე აღარ ანათებდა, რაღაც სხვა შუქიც მოეფინა. ამ შუქის წყალობით უფრო ახასხასდნენ ყვავილები, ფოთლები აუელვარდათ მწვანე ხეებს, ტოტებს თითქოს საცეკვაოდ იწევდნენ. მზეც უფრო სხივმოსილად გაბწყინდა. თეთრი ღრუბლები ცის ლურჯ თაღზე გაირინდნენ, ცრემლებიც კი წასკდათ მეტი სიხარულისგან. მე კი მიხაროდა, ისე მიხაროდა, რომ გული მკერდში აღარ მეტეოდა, რაც ნიავს არ გამოპარვია.
- მე რას გეუბნობდი? - ჩამჩურჩულა ყურში.
- მართალი ხარ, - ვთქვი მე, - მაფშალია ყველაზე უკეთესად გალობს.
გველი ისევ გამოჩნდა, მარწყვის მდელოზე დავინახე. თავი საკუთარ რგოლზე დაენდო და მზის სხივებზე თბებოდა.
სად დაიკარგე-მეთქი, ვკითხე. ყველანაირ სულდგმულს ვხვდები ამ ბაღში, შენს გარდა. თვალი ერთხელაც კი ვეღარ მოგკარი მას შემდეგ, რაც მწიფე ლეღვი ერთად მივირთვით ხის კენწეროზე. გამორჩეულად გემრიელი, მოცინარე ლეღვი...
გველი წამოყელყელავდა, თავისი ორი ბნელი ლაქა მომაპყრო.
- არსადაც არ დავკარგულვარ, მხოლოდ შენ ვერ მხედავ, - მითხრა და თავი ისევ დაანდო რგოლებს.
ესეც ახალი ამბავი, ნუთუ ასე ძნელი სახილველია გველი? არადა ტანად პატარა სულაც არ ეთქმის, მას რომ შევყურებ, ხის ღონიერი ტოტი მაგონდება, სივრცეში გატყორცნილი და გალაღებული.
- მე მგონი, უმეტესად მაინც იქ უნდა იყო, სადაც ყველაზე გემრიელი ხილი მწიფდება, - ვთქვი და მზის სხივებზე წითლად მოღაჟღაჟე მარწყვს წავწვდი.
- მაგაში მართალი ხარ. მე ამ ბაღში პირისგემოს ვერავინ მასწავლის, - გავიგონე მისი პასუხი.
მგონი მართალია გველის სიტყვები, მე ყველგან ვარ, მხოლოდ შენ ვერ მხედავო. მეტი ყურადღებით ვათვალიერებ ბაღის ბილიკებს და გველსაც უფრო ხშირად ვხედავ. ყოველი შეხვედრისას რაიმე უცნაური უნდა მითხრას ხოლმე.
ამასწინათ სიტყვა „სიზმარი“ ახსენა.
- სიზმარი რა არის? - ვკითხე მაშინვე. მანამდე მსგავსიც კი არაფერი გამეგონა.
ორი ბნელი ლაქა მომაჩერდა მდუმარედ და მერე გველმა აქეთ მკითხა, ამწუთას შენს ირგვლივ რას ხედავო.
- სამოთხის ბაღს ვხედავ, - ვუთხარი მე.
- როდესაც თვალებს დახუჭავ და იძინებ, მაშინ რას ხედავ?
მე დავფიქრდი. რას ვხედავ, როდესაც თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ? რას და... სამოთხის ბაღს. ჰო, მაშინაც სამოთხის ბაღს ვხედავ.
- მათგან ერთ-ერთი სიზმარია, - სიტყვა შემაშველა გველმა.
ახლა ამაზე დავიწყე ფიქრი. მე მგონი, სიზმარი სწორედ ის უნდა იყოს, რომელსაც თვალდახუჭული ვხედავ. ასედაც ვუთხარი გველს.
როგორც ჩანს, სწორად მივხვდი. გველმა ამაზე აღარაფერი თქვა. ახალი სიტყვა ახსენა, „სიცხადეო“, აი ასე ჟღერდა იგი. ალბათ ღირდა მასზე დაფიქრება, მაგრამ მეტად მომბეზრდა ეს ყველაფერი. თვითონვე გავექეცი გველს. მეტად მიმზიდველია გველთან საუბარი, მაგრამ ძალიან მამძიმებს. ხანდახან თავიც კი ამტკივდება ხოლმე... თამაში მირჩევნია.
აი, კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც გველისგან გავიგონე. არც კი ვიცი, რის შესახებ ვლაპარაკობდით მაშინ, როცა პირველად ახსენა ეს სიტყვა. ჰო, გამახსენდა; დიდხანს ვისეირნე მწვანე ტყეში. გემრიელ ბოლქვებს წავაწყდი, ხასხასა ყვავილები რომ ამკობს, ისეთებს. ბოლქვები გემოზე მივირთვი. რაც აღარ მინდოდა, იქვე ბუჩქების ძირას დავტოვე. როცა მომენატრება, ისევ მივაკითხავ-მეთქი, ვფიქრობდი. კარგა ხანი გავიდა, აღარ გამივლია იქითკენ. მერე ისევ მოვხვდი იმ ბუჩქებთან. ვნახე, ბოლქვებს გაედგათ მიწაში ფესვები, ისევ გაფურჩქნულიყვნენ ხასხასა ყვავილები.
- ეს მშვენიერი დავიწყებაა, - მითხრა გველმა, როცა ეს ყველაფერი ვუამბე. თან იქვე დასძინა, დავიწყება ყოველთვის ასე მშვენიერი არ იქნებაო.
ერთხელ საქანელაზე მომესურვა ქანაობა. მივაკითხე მოქნილი ღეროებისგან დაწნულ საქანელას. როგორც დავტოვე, ისევ ისე ეკიდა ხის ტოტებზე და თითქოს მელოდა კიდეც. ჩავავლე ხელები, გავქანდი და გაწყდა კიდეც საქანელა. მწვანე მოლზე გავგორდი, ხელი დამილურჯდა დაცემისგან, თუმცა მწვანე ბალახი მთელი მონდომებით ცდილობდა, როგორმე არაფერი მტკენოდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამახსენდა, რომ ეს საქანელა აღარ ვარგოდა და თვითონვე მივატოვე. შემეშინდა არ გაწყდეს-მეთქი.
- აი, ეს კი ცუდი დავიწყებაა, - მითხრა გველმა. მეც ვეთანხმები. კარგი იყო, არ დამვიწყებოდა ის ფათერაკი.
- ზოგიერთი დავიწყება არც ცუდია, არც კარგი - მეუბნება გველი, მაგრამ მე უკვე მომბეზრდა ამადენი ფიქრი. არაფრის გახსენება აღარ მინდა, ახალი გასართობის საძებრად გავემართე. ცისფერ ხჩიკვს გადავეყარე. ლამის სამოთხის ყველა სულდგმულს გამოაჯავრა. სიცილისგან ჩავბჟირდი. კიდევ კარგი, სიცილი არ დამვიწყებია.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია