ახალ წელს გილოცავთ! თუმცა, როცა კოვიდი 165 ახალ ქართულ შემთხვევას ითვლის, ჩვენს ქვეყანაში ყველა ნიუსი მის გარშემო ტრიალებს. და მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავიც არ ცხრება - არჩევნები 2020 კარზე გვადგება და დღითიდღე აქტიურდებიან ხმების მსურველები. დოლარი სადღა მიფრინავს - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1308 ლარია.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შსს - სოფელ მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება, არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 10 ქუთაისში დაფიქსირდა, 109 აჭარაში. მარინა ეზუგბაია - გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა. კორონავირუსით ინფიცირებულებიდან კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდე გაიზარდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, ვირუსის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია. ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერს და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 147 პაციენტიდან 8 რეანიმაციულ განყოფილებაშია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ვერ ხდება და აზრიც დაკარგა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებამ, ვინაიდან კორონავირუსის შემთხვევები უკვე გაფანტულია. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის სოფლებში, ზოდსა და ჩხაკაურასთან, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო. ნათია მეზვრიშვილი - მთავრობა შეზღუდვებს აწესებს იქ, სადაც ვირუსი უფრო მეტადაა გავრცელებული. ამირან გამყრელიძე - აჭარის რეგიონში ნამყოფი 808 გამოკვლეული მასწავლებლიდან კორონავირუსი 6-ს დაუდასტურდა. თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მატების ტენდენციის გამო, დამატებით 700-მდე საწოლია მობილიზებული. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევები იქნება და ამას უნდა მივეჩვიოთ. თამარ გაბუნია - ამოქმედდა ე.წ კოვიდ სასტუმროები, რაც გარკვეულწილად შუალედური ეტაპია ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 5 რუსთავში, 6 კი გარდაბანში დაფიქსირდა. ნათია მეზვრიშვილი - სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ. ამირან გამყრელიძე - საქართველო კვლავ რჩება "მწვანე", უსაფრთხო ზონაში. თამარ გაბუნია - შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, თუ შემდგომი ესკალაცია აღინიშნა, შეიძლება ვთქვათ, რომ აჭარაში ეპიდემიის კუპირება ვერ მოვახერხეთ. ეპიდემია დინამიური პროცესია, არასერიოზული იქნება იმის თქმა, რამდენად რეალისტური ან არარეალისტურია 1-ელ ოქტომბერს საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება, დაველოდოთ. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
არჩევნების მოახლოება - „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - საოლქო კომისიებში შერჩეული დროებითი წევრები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სახელისუფლებო პარტიასთან. NDI - გამოკითხული მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. გამოკითხულთა 39%-ის აზრით, ქვეყანა სწორი, 32 %-ის შეფასებით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხული მოსახლეობის 56% დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გამოკითხული მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. 43%-მა პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება მიიღო. გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ ამჟამად განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეებია. ირაკლი სესიაშვილი NDI- ის კვლევებზე - მათში შეინიშნება პოლიტიკური მოტივაცია, ამიტომ ამ კვლევებს ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ. სერგი კაპანაძე NDI-ის კვლევაზე - ნიშანდობლივი კვლევაა, მოსახლეობის დაახლოებით 61%-ზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით მიდის, ან ადგილზე დგას. გიგა ბოკერია NDI-ის კვლევაზე - მთავარი გზავნილი არის დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე. გიორგი ვაშაძე - გამოკითხულთა 59%, რომელიც ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე, ოპოზიციური ამომრჩეველია. ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ უერთდება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. შალვა ნათელაშვილი - ოპოზიცია „ქცევის კოდექსს“ ხელს აწერს მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მასთან ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს, რომ ის ვეგეტარიანელი გახდება და ხორცს არ შეჭამს. სერგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს აქვს დიალოგის ხაზი მოსკოვთან თავისი დეიდაშვილის მეშვეობით. არჩილ თალაკვაძე „ქცევის კოდექსზე“ - მისასალმებელია, რომ ის ინიციატივა, რაც ჩვენ გვქონდა, დღეს უკვე მემორანდუმის სახით ფორმდება და მას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები. კახა ოქრიაშვილი - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების უმეტესობა ოპოზიციისკენ წავა. პატრიოტთა ალიანსი - საარჩევნო პრეზენტაციას 5000-ზე მეტი მხარდამჭერი ესწრებოდა.
საქსტატი - მეორე კვარტალში ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო რაოდენობა თვეში 308.4 ათასით განისაზღვრა. 2020 წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტი 14.7%-ით, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა.
პროგრამისტის საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - პროკურორებს კაბინეტში ვერ დავუჯდები - მათი მაკულატურის წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საკალმახე „ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შაქარაშვილის საქმის პატიმრები - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ, ნაწილი - გირაოს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.
სუს-ი - ატოცის და ზემო ნიქოზის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი კვლავ დაფიქსირდა.
#რთველი2020 - 14 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 40 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - საფრანგეთში კორონავირუსის 7 183 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რუსეთში კორონავირუსის 5 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 57 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი გვექნება, ვინაიდან, კორონავირუსისგან მეტი ადამიანი დაიღუპება.
გერმანიის მთავრობა - ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტი საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმაც დაადასტურეს. ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს პირობა მისცა, რომ რუსეთი ბელარუსის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. სვეტლანა ტიხანოვსკაია ვლადიმერ პუტინს - ძალიან ვწუხვარ, რომ დიალოგის გამართვა უზურპატორთან გადაწყვიტეთ და არა ბელარუს ხალხთან.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია