კორონამ ისე ივაჟკაცა, რომ დღის მთავარი თემა სრულად მის გარშემო ტრიალებდა. ჩაკეტილი სკოლები, სიმკაცრე, ახალი რიცხვები, დაპირებები და მზადყოფნით დამშვიდება, მოწოდებები თავშეკავებისა და უსაფრთხოებისკენ და მრავალი სხვა. ასევე საარჩევნო წარდგენები და ოცნების ოცეული იყო საღამოს მთავარი ამბავი.
#Covid19GEO - კორონა იზრდება და როგორც პრემიერიგიორგი გახარია ამბობს - პანდემიის მეორე ტალღა იწყება. გუშინდელი ზრდა იყო 57 პაციენტი. კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ცაგერში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მარინა ეზუგბაია - ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვება და ამას ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება. გურჯაანში შუახნის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსი დაავადების პერიოდის პირველი 2 დღიდან, თითქმის მთელი ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში გადამდებია. პრემიერი - თბილისში ჩატარებულმა ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. პრემიერი მასწავლებლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ. დამსაქმებლებს მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ და იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე. კორონავირუსის შემთხვევის გამო, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. გიორგი გახარია მოსახლეობას მიმართავს, როგორც კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგძნობენ, მაშინვე აკრიფონ 112 და მიმართონ ექიმს. აჭარაში 16 ადამიანის დაინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - სარიტუალო დარბაზებში წესის დაცვა, პირბადეების ტარება უგულებელყოფილია. კორონავირუსის შემთხვევის გამო, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა დაიკეტა. ჯანდაცვის მინისტრი - მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ საყოველთაო მობილიზება ჩვენი მოქალაქეების, რომ ერთობლივად დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი. ამირან გამყრელიძე - გლობალურად, ახალი კორონავირუსის ვირულენტობა შემცირებულია. ბათუმის 22-ე სკოლა დაიკეტა, ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცაგერში, მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლების შესასვლელებში მოსახლეობას ნებაყოფლობით PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. ამირან გამყრელიძე - უმორჩილესად გთხოვთ, რადგან ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ძალიან დიდი რისკია, თავი შევიკავოთ. მიუხედავად იმასა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა გვაქვს, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების 57 შემთხვევიდან, 2 რუსთავში დაფიქსირდა. 6 თვეში ჯანდაცვის უწყებამ COVID 19-ის გავრცელების რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების ღონისძიებებზე 37 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. აჭარაში და ეპიდაფეთქების კერებში ნამყოფ ყველა პედაგოგს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ზვიად შალამბერიძე - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება. აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
არჩევნების სიები - გიგი წერეთელი - ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია აუცილებლად ჩამოვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. „ნაცმოძრაობის“ წევრი - „ქართული ოცნება" აჭარაში , საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებად პარტიასთან დაახლოებულ პირებს ნიშნავს. დავით ბაქრაძე - "ქართული ოცნების" სიაში იქნებიან ნულოვანი წონის ახალი სახეები. გიორგი გახარია - ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ კოვიდ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას. ლევან ხაბეიშვილი - არჩევნები არ ჩავატაროთ და პირობითად ბურჯანაძეს, ელისაშვილს, ბოკერიას ვკითხოთ, ვინ უნდათ პრემიერად?! ლევან ხაბეიშვილი - მდინარაძე და წულუკიანი მიხეილ სააკაშვილს თუ ეძებენ, ავიღოთ თბილისი-კიევის ბილეთი და მე მივიყვან მასთან სახლში. ივანე ნორაკიძე - ცესკო ბოროტად იყენებს პარტიისთვის რიგითი ნომრის მინიჭების უფლებამოსილებას. ალეკო ელისაშვილი - ცესკო, როგორც „ქართული ოცნების" ყურმოჭრილი დანამატი, არ გვანიჭებს დროულად საარჩევნო ნომერს. „ლელო” - არ დავუშვათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო დარჩეს მარტო, საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ხოლო მოსახლეობა დარჩეს სახლში და არ მოვიდეს არჩევნებზე. ლევან ვარშალომიძე - მე ბათუმში გამარჯვებისთვის დავბრუნდი - 31 ოქტომბერს დასრულდება „რუსული ოცნება". ირაკლი კობახიძე - გამოცდილი და განახლებული გუნდი საუკეთესო გარანტიაა, რომ ქვეყანა უსწრაფეს ტემპში შეძლებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების სრულად დაძლევას. გიორგი გახარია - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს, „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება კოალიცია. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და საარჩევნო სიის პირველ ნომრად გიორგი გახარია დაასახელა. გიორგი ვაშაძე - დამსხვრეული ოცნებების პარტიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად მოწყვეტილია ქართველ ხალხს.
სკოლების მოწკრიალება - „თბილსერვის ჯგუფმა“ სკოლებთან მისასვლელი გზებისა და მიმდებარედ განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მორეცხვა დაიწყო.
რაგბის წარმატება - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერში ითამაშებს. პრემიერი - რაგბის ნაკრებს უნიკალური შესაძლებლობა გაუჩნდა, 8 ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა.
ეკონომიკისა და ენერგეტიკის აწმყო-მომავალი - არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია. გიორგი კაკაურიძე - 8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 78%-ით არის შემცირებული, რაც დაახლოებით 1,8 მილიარდ დოლარიან კლებას ნიშნავს. საქართველომ 8 თვეში დონორების მხრიდან 3 მილიარდ ლარზე მეტი კრედიტები მიიღო. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მაჩვენებელზე დაიგეგმება. ნათია თურნავა - ბოლო წლის განმავლობაში გავხდით გლობალურ ენერგეტიკაში ისტორიული მოვლენის არა მარტო მომსწრე, არამედ მონაწილე. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც გაზრდის ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის ამ გარემოს. აჭარის მთავრობა - აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზარდა. რომან გოცირიძე - ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა.
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პლატფორმა - FinEdu.Gov.Ge - შექმნა.
შაქარას საქმე - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედის განცხადებით, მის შვილს სატელეფონო მიმოწერები არ წაუშლია. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ძმის განცხადებით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. ადვოკატი - შაქარაშვილის საქმე არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც მტკიცებულებების გარეშე მოხდა არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობაზე ბრალდება. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, გიორგი ქათამაძისთვის მიყენებული დაზიანებების ფაქტზე ბრალდებულების ნაწილს ბრალი დაუმძიმდეს. შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის დის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას და პროკურატურას არ ენდობა.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - „გადავარჩინოთ ბავშვები“ - სკოლების დახურვამ 1.5 მილიარდ ბავშვზე იმოქმედა და ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკი გაზარდა. სომხეთში კორონავირუსის 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთში კორონავირუსის 5 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 128 ადამიანი გარდაიცვალა. ისრაელში კორონავირუსის 3 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 180 ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს.
მოწამლული ნავალნი - Spiegel – ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას საუბარი შეუძლია. ჯუზეპე კონტე - პრეზიდენტმა პუტინმა მაცნობა, რომ ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს.
ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარია კოლესნიკოვა - თავზე ტომარა ჩამომაცვეს და მოკვლით დამემუქრნენ.
ბეირუთის პორტში ძლიერი ხანძარია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია