ძილს თავს ძლივს ართმევდა,გამოფხიზლებას ცდილობდა. გონებაში უამრავი სიტყვა უტრიალებდა. უამრავი ფრაზა თუ წინადადება.... "თურმე ღმერთი არსებობს" ეს ერთერთი მათგანია,რადგან "თავდაპირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ღმერთი"...! უნდა დავწერო: თვალი ოდნავ გაახილა და წამოჯდა. ასე იყო ცოტა ხანი ..ოდნავ თვალგახელილი,ძილბურანში პატარა ტახტზე და ფიქრებს თავს უყრიდა. უნდა ჩავინიშნო თორემ დამავიწყდება..ისევ შეახსენა თავს. დილის სიგრილემ მთელს სხეულში დაუარა..ცოტა გამოფხიზლდა და წამოდგა...გრძელმკლავიანი უჯრადებიანი მაისური გადაიცვა,ჭიქა წყალი დალია და ბლოკნოტს და კალამს დაუწყო ძებნა...იპოვა და დილის ფიქრებს გადახედა..რომლით დაეწყო...არადა გონებაში უამრავი სიტყვა ტრიალებდა....ფანჯარასთან მივიდა,ცას ახედა. მზე ჯერ არ სჩანდა მაგრამ მის ნათელს უკვე ირეკლავდნენ ღრუბლები...ლურჯ ცაზე თეთრი ქათქათა ღრუბლები ალაგ-ალაგ ბრწყინავდა..ნახევრად მძინარე და თვალმოჭუტული წერას განაგრძობდა იმ ბლოკნოტში,რომელიც მამამისისთვის იყიდა საჩუქრად დაბადების დღეზე..მამას შენახული ჰქონდა..ახლა მამა აღარ იყო..ამ ტყავის ყდიან ,მოჭადრაკულ ბლოკნოტში თავის განცდებს,ფიქრებს აზრებს ინახავდა....გარედან შაშვების გაუთავებელი გალობა და მამლების ყივილი ისმოდა.....:"რამდენი სიტყვაა სამყაროში" ისევ ფიქრებში ჩაიძირა...მერე ისევ ცას ახედა...თოლიების და მერცხლების გუნდი ტრიალებდა ლაჟვარდში...საოცარი სანახაობა იყო..ამან სრულიად გამოაფხიზლა...."დღეს ხომ 8 აგვისტოა,ზაფხულის ბოლო თვეც დაიწყო"...იქვე ფანჯარის რაფასთან იდგა და თან წერდა....გარეთ კი დილის სასიამოვნო სიგრილე იდგა..."ქალები,გოგოები,რომ იზრდებიან მიდიან თავიანთ ოჯახებს ქმნიან,შვილებს აჩენენ უვლიან,მეუღლეები ხდებიან"....ეს წუხანდელი ფიქრი ამოუტივტივდა რატომღაც.... "არ დანებდე გესმის"? ჩასძახა რაღაც ხმამ....ადამიანი ცხოვრებისთვის ,სიყვარულისთვის ,წინსვლისთვის და სიცოცხლისთვის არის შექმნილი.......ეს ისეთი სავალდებულო მორალური კანონია,როგორც ჯარში გაწვევა სრულწლოვანი ჯანმრთელი მამაკაცისთვის.....ჰოდა როცა გონებას ათასგვარი მწუხარე ფიქრი შეიპყრობს გაიხსენე ,რომ ვალდებულება, ყველზე მთავარია ცხოვრებაში....ვალის მოხდა თუ გადახდა....რომ არ დაკარგო მთავარი და დარჩე ღირსეული ღმერთთან და საკუთარ თავთან! ჰოდა მიუხედავად იმისა ,რომ შეიძლება ეს მეტისმეტად რთული და მძიმე მოგეჩვენოს,როგორც ადამიანს არ გაქვს უფლება უარი თქვა ან თავი აარიდო..ეს თანდათან ჩამოგაშორებს იმ ბნელ და მტაცებელ გარემოს რომელიც ჩაყლაპვას გიპირებს,ნათელი კი თვითონ მოეფინება რადგან ეს გარდაუვალი პროცესია!!! უკვე სრულიად გამოფხიზლებული ,ნათლად აღიქვამდა ყველაფერს...ფანჯრის მინასა და დარაბას შორის მკვდარი ღამის პეპელა ეგდო. დაკეცილი ფრებით და ალბათ ღია თვალებით..გარეთ გაიტანა და მიწაზე დადო.."ბოლოს ხომ მიწად იქცევა ყოველი"!!!...ესეც ღმერთის ხმა იყო......-აი თურმე სად ხარ?! ს ი ტ ყ ვ ა შ ი!!!! დიახ სიტყვაში!..რადგან " პირველად იყო სიტყვა ! და ეს სიტყვა იყო ღმერთი!!! მე კი როგორ გეძებდი..ჩუმად ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა...გონება გაუნათდა.ახლა უკვე გრძნობდა ამ სიტყვის დიდ,დიად, მაცოცხლებელ ძალას....
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია