ალბათ გახსოვთ ჩვენი დაანონსებული პოეზიის საღამო...

23 ივნისს, სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ხარების ტაძარში მოეწყო Qwelly_ს პოეზიის საღამო...

გარემო - თბილი, ოჯახური...

ნაცნობები და ვირტუალური ნაცნობები, მეგობრები, შეყვარებულები, შემთხვევით მოსულები და პოეზიის მოყვარულები ყველანი ერთად შევიკრიბეთ...

ქვემოთ, ტაძარში მწუხრის მსახურება იყო, ზემოთ კი ერთმანეთის სიყვარული... 

იმაზე ნაკლებნი ვიყავით ვიდრე ველოდით, მაგრამ ვინც ვერ მოვიდა ცრემლიანი წერილები, გულნატკენი სახეები და მწუხარებით სავსე სიტყვგები გამოგვიგზავნა...

Qwelly გასცდა ვირტუალურ გარემოს, გაგვაერთიანა და ძალიან ლამაზი საღამო გვაჩუქა...

 

დარბაზი და მოსული ელიტა:

სულთმოფენობის სიხარული თანსდევდა ჩვენს საღამოს, ამიტომ ვიდრე პოეზიას მოვისმენდით - დღის ტროპარი ვიგალობეთ და მადლობა გადავუხადეთ უფალს მომადლებული დღისთვის...

შემდეგ მიკროფონი პოეტებს დავუთმეთ და ნამდვილი სიამოვნებაც მაშინ დაიწყო...

 

ესეც პირველი გამომსვლელი, შმაგი მეძმარიაშვილი:

აქვე გეტყვით რომ ჩვენი პოეტები დაგვპირდნენ ლექსებს მოგაწვდითო, Qwelly_ზე განვათავსებთო... დაველოდოთ, სულ მალე უფრო სასიამოვნო გახდება ეს ჩანაწერი... ☺

შემდეგ...

ილია ელიზბარაშვილი

*ალილუია* 

*პატრიარქს!*

 

 

ოთო ფალიანი

 

თენგო ხუციშვილი

 

თავის რიგს ელოდა მიქაელ ჭიჭინაძე

 

ლამაზი ლექსებით დარინა დავითაძე

 

იოსებ (სოსო) ასითაშვილი

 

მსმენელი - ყურადღებიანი, მაგრამ ცოტა ნაწყენი - ტაშის დაკვრის საშალება არ ჰქონდათ... როგორც უკვე გითხარით, ქვემოთ, ტაძარში მწუხრის მსახურება იმართებოდა და ხმამაღალი გამოსვლებისგან თავს ვიკავებდით, არც მუსიკა იყო და ამიტომ ვგალობდით და ვგალობდით... 

დარბაზული ფოტოები:

 

მთელი საღამო იძახდა გოგა - მესამე ყველაზე მაგარი იყოო...

 

ნიკა იწევდა გიტარაზე დასაკვრელად, მაგრამ არ მიუშვეს...

 

ლექსებისადმი ინტერესის დონე ნახეთ...

 

ლექსები შესანიშნავი იყო, მაგრამ მთავარი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ იყო...

ბატონმა გიორგიმ, გამომსვლელები და მოწვეული სტუმრები შესანიშნავი წიგნით - “ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისაჲ იესუ ქრისტესი” - დაასაჩუქრა.

წმინდა მარკოზ მახარებლის მიერ მოთხრობილი ისტორიით...

 

ამის შემდეგ იყო ღონისძიების გემრიელი ნაწილი - ალაფურშეტი!

ეს ის კადრებია, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს, სასიამოვნო და ღიმილიანი, სახელებს დავწერ ხოლმე რომ გაიხსენოთ - "აააა, ეს ისაა..."

ჟანეტა Present

 

გიორგი მესტოიანი და ლალი ლომინეიშვილი

 

ბევრი ზურგი

 

გვანცას გადარჩენის მოლოდინში... თუ გადარჩა ღირს ჭამა!

 

დღის უგემრიელესი აღმოჩენა 

 

და ეს კიდევ არ არის ყველაფერი... 

ამის შემდეგ დაიწყო მხიარულება და ბალადობანა...

ჩვენი დროის სიმღერები, ჩვენივე შესრულებით და ლამაზი სახეების კორიანტელი...

მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა მერე...

ძალიან რთულია მრავალფოტოიან პოსტებზე მუშაობა ☺

გაგრძელება სულ მალე იქნება გპირდებით...

არის - გაგრძელება!

ნახვა: 1382

ტეგები: Qwelly, Qwellyday, ბლოგი, პოეზია, პოეზიის_საღამო, ქველი

ლაშა: ივნისი 24, 2013||11:16pm

დაველოდები შენს ფოტოს რუსკა :) :) 

მიხარია რომ მოგეწონათ :) :*

BrOliKa: ივნისი 25, 2013||1:46pm

kargii iyoo gavimeorot :D :D :P 

ლაშა: ივნისი 25, 2013||2:21pm

Brolik, დასაზეპირებლად გაქვს? :D :D :D 

Ann: ივნისი 25, 2013||2:51pm

kargebi xart.. :) suratebis agwera shesanishnavia :D

ლაშა: ივნისი 25, 2013||3:21pm

მადლობა ანა :) გელოდით სულით და გულით... სამწუხაროა რომ ვერ მოახერხე მოსვლა :* 

BrOliKa: ივნისი 25, 2013||3:40pm

xo yvelgan unda vimeoro :D :D 

გიორგი მჭედლიშვილი: ივნისი 26, 2013||10:46am

ხშირად მოიწვიეთ.კარგი იყო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters