ინგლისური ერთ-ერთი ყველაზე უხვსიტყვიანი ენაა მსოფლიოში. მისი ლექსიკური მარაგი 800 000 სიტყვას იტევს. გავრცელების მიხედვით კი მესამეა ჩინურისა და ესპანურის შემდეგ. თუ ინგლისური ენა იცი, შეძლებ მილიარდნახევარ ადამიანთან კონტაქტს. გარდა ამისა, ამ ენაზე სასურველი სასწავლო პროგრამის შერჩევა და მასალების მოძიება გაცილებით მარტივია, ვიდრე მშობლიურ ენაზე. მიღებული განათლება კი შემდგომი კარიერისთვის უფრო მნიშვნელოვანი და გამოყენებადია.

      ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ინგლისური ენის, TOEFL-ისა და SAT-ის პედაგოგი, ჰამილტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჯო კენტი ინგლისური ენის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხებს. კითხვა-პასუხი ენის შესწავლის მსურველებს პროცესის სწორად წარმართვაში დაეხმარება.

- ჯო, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ინგლისური ენის შესწავლა?

- მთავარია, ადამიანმა მკაფიოდ გამოხატოს თავისი სურვილი და სწავლის დაწყება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. ბაზისური ცოდნის მიღება ადრეულ ასაკშივე სჯობს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სურს განათლების მიღება.

- როგორ შევარჩიოთ პედაგოგი და რაზე გავამახვილოთ ყურადღება?

- პედაგოგის შერჩევისას უამრავ დეტალს უნდა დაეთმოს ყურადღება. ახალი ენა ახალი სამყაროა, სადაც საგნებს არა მხოლოდ სახელწოდებები აქვთ განსხვავებული, არამედ გამოთქმაც განსხვავებულია. სხვაგვარია წინადადების წყობაც. აზრების ინტერპრეტაცია იმ კულტურაზეა მორგებული, რომელ ენასაც ვსწავლობთ. მასწავლებელი თვითონ უნდა იყოს იმ ენის "სამყაროდან", რომელსაც ასწავლის.

- პედაგოგის შერჩევისას აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ეტაპიდან ვიწყებთ სწავლას?

- ანბანის შესწავლიდან დაწყებული, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ერთნაირად ძლიერი პედაგოგია საჭირო. არ აქვს მნიშვნელობა დონეს, პირიქით, რაც უფრო საწყისია, მით მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. სუფთა, უშეცდომო ბაზისური ცოდნა განვითარებისთვის აუცილებელია.

- როდის უნდა ჩათვალოს ადამიანმა, რომ ინგლისური ენა დამაკმაყოფილებლად იცის?

- საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის (TOEFL ან IELTS) წარმატებით ჩაბარების შემდეგ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აპლიკანტმა ენა იცის და მზად არის ინგლისურენოვან გარემოში სწავლისა და ცხოვრებისათვის.

- რამდენად მზად უნდა იყოს სტუდენტი უფრო მაღალი დონის სასერტიფიკატო გამოცდების SAT, GMAT, GRE-ს ჩაბარებისას?

- ეს სასერტიფიკატო გამოცდები განკუთვნილია უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად. SAT - ბაკალავრიატისთვის, GMAT ან GRE - მაგისტრატურისთვის. სამივე გამოცდა განკუთვნილია ინგლისურენოვანი ადამიანებისთვის. თითოეული მათგანის ჩასაბარებლად ენა თავისუფლად, მშობლიურის მსგავსად უნდა იცოდეს აპლიკანტმა.

- ჯო, შენ LEAF-ში მუშაობ ინგლისური ენისა და სასერტიფიკატო გამოცდების პედაგოგად, ვის და რატომ ურჩევდი აქ სწავლას?

- მე მიყვარს ეს გარემო. სწავლისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. აქ სწავლას ვურჩევდი ყველას, ვისთვისაც ხარისხი პრიორიტეტულია. ვისთვისაც ინგლისური ენა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინტერნეტთან "საკონტაქტო ენა".

      ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ჩავლეიშვილის თქმით სასწავლო მასალა კომბინირებულია. საკითხავი, წერითი, სასაუბრო, თუ გრამატიკული სავარჯიშოები აღებულია საუკეთესო სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებიდან და ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. გაკვეთილები ინტერაქტიულია, რაც ენის შესწავლის პროცესს უფრო სახალისოსა და მრავალფეროვანს ხდის. ენის ცოდნა კი უფრო მყარი და ხარისხიანია.

წყარო: blog.leaf.ge

ნახვა: 408

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ენა, რჩევები, სწავლა, ქველი

ლაშა: მაისი 14, 2016||8:01pm

ნეტავ ეს კახურად მიმართვა რას ნიშნავს? )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters