ახალი კვირა დაიწყო ძველი სტატისტიკური მონაცემებით. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული მოსახლეობა საქართველოში - დადასტურებული შემთხვევა - 272, გამოჯანმრთელებული - 68, გარდაცვლილი - 3; მსოფლიოში - დადასტურებულია 1909244 შემთხვევა, განიკურნა - 440273, გარდაიცვაა - 118497. კარგი ამბები - სითბო დარჩება 15 აპრილამდე მაინც.
მკურნალობის ამბები - ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 25 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მარინა ეზუგბაია - ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ჩვენთანაა და ეს არის მარნეულის კლასტერი, დანარჩენი შემთხვევა ძირითადად არის რეგიონში, სადაც უმეტესობა ქობულეთის კლასტერია. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან დედა-შვილია მოთავსებული. ლევან რატიანი - რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარობა მძიმეა, ხოლო სამი კრიტიკული რჩება. კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, კლინიკას ხვალ დატოვებს. ეკატერინე ტიკარაძე - პრეპარატ „პლაქვენილის“ 1 000-ზე მეტი კოლოფი უკვე შემოტანილია და დამატებით 3 000 კოლოფს ველოდებით. გეგმის შემუშავება ხდება, თუ როდის მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის არ არის საჭიროება ე.წ. აგრესიული ტესტირების ჩამონათვალში მათი დამატების, ვისაც პნევმონიის დიაგნოზი უდასტურდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაისის ბოლომდე ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მილიონ პირბადეს შეიძენენ. კელი დეგნანი - აშშ საქართველოს 2 000 მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია. თენგიზ ცერცვაძე - ოპონენტებმა რაც არ უნდა თქვან, პროტოკოლებისა და პაციენტთა მოძრაობის ასეთი გამართული სისტემა არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
საკარანტინე ზონები და შეზღუდვის წესები - არჩილ ჯაფარიძე - ლენტეხის საკარანტინო ზონაში მშვიდი ვითარებაა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა - თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. ბადრი ჯაფარიძე - ხელისუფლებას მივმართავთ, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ. ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები უნდა გახანგრძლივდეს. დავით ბაქრაძე - ეკონომიკური გადარჩენისა და ხალხის დახმარების გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ. ქობულეთის მერის განცხადებით, დღეიდან საკარანტინო ზონაში მობილური ბაზარი ამოქმედდება. ლევან კობერიძე - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს უპირობოდ აღარ დაუჭერს. შოთა რეხვიაშვილი - კარანტინის რეჟიმის შერბილებაზე საუბარი ალბათ, ნაადრევია - საჭიროა, იზოლაცია კიდევ გაგრძელდეს და გავრცელება დავიდეს ნულამდე. ზვიად შალამბერიძე - კორონავირუსის გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ზომების გამკაცრება არ იგეგმება, რადგან ყველა კონტაქტი ვიცით და გეგმაზომიერად ვმოქმედებთ. ირაკლი კობახიძე - თუ გადაწყდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, უფრო რეალურია, რომ მომდევნო კვირაში დამტკიცდეს პრეზიდენტის აქტი. მამუკა მდინარაძე - მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ და ეკონომიკამ იმუშაოს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება.
ქართული წარმოება - ნატო ჩხეიძე - არ ვისურვებდი, რომ საქართველოში წარმოებულ პირბადეს ქართული პირბადე ერქვას - ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ მას თურნავას პირბადე დაერქვას.
სასჯელი ოქრუაშვილს - 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადვოკატი - ირაკლი ოქრუაშვილის გადასაწყვეტია მიმართავს თუ არა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა, პრეზიდენტს მიმართვაც არ სჭირდება, ისე შეუძლია პატიმრის შეწყალება. გიგა ბოკერია - თუ არ შესრულდება შეთანხება, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია ოქრუაშვილის, რურუას და უგულავას გათავისუფლება, ივანიშვილი მოიმკის უმძიმეს ხვედრს. ოქრუაშვილის საქმის პროკურორი - პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ილია ნაკაშიძე ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენზე - პასუხი არის კონკრეტული: ეს არის კრიმინალურ ფაქტზე სასამართლოს გადაწყვეტილება. ხატია დეკანოიძე - ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალდება შეთითხნილია - 20 ივნისის საქმეზე ვინმე თუა გასასამართლებელი, ეს გახარია და ივანიშვილია.
მზურნველობა ემიგრანტებზე - საგარეო უწყება - საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს 4 051 მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს, ხოლო სამშობლოში 5 540 მოქალაქე დაბრუნდა. დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევებს სამინისტრო ინდივიდუალურად განიხილავს. ბერლინიდან თბილისში საქართველოს 164 მოქალაქე, მათ შორის ერთი მძიმე პაციენტი ჩამოიყვანეს. დავით ზალკალიანი - საელჩოები აქტიურად არიან ჩართულნი მედიკამენტების, ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის საქართველოში ტრანსპორტირების საკითხებში. სსფ აცხადებს, რომ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს საქართველოს მთავრობა ექვსი თვე ფულად კომპენსაციას გადაუხდის, მთავრობაში განცხადება ხვალისთვის იგეგმება.
კორონა და ეკლესია - კიევის პეჩორის ლავრაში კორონავირუსით არქიმანდრიტი გარდაიცვალა. კიევის პეჩორის ლავრაში კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ სასულიერო პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ილია ნაკაშიძე - კიევ-პეჩორის ლავრის პრაქტიკულად მთელი პერსონალი დაავადდა კორონავირუსით - სააღდგომოდ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ დისტანცირება. რომან გოცირიძე - საზოგადოებამ ნახა, რა ხდებოდა ბზობის დღესასწაულზე - ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ორმაგ სტანდარტებს. გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - არ გაბედოთ თქვენი უმოქმედობით შემდგომში ეპიდაფეთქება ეკლესიასა და მრევლის დაუდევრობას დააბრალოთ. გიორგი ვაშაძე - გეყოთ ვაჟკაცობა, გამოდით და ღიად განაცხადეთ, როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა საეკლესიო დღესასწაულების გამართვასთან დაკავშირებით. შეხვედრა საპატრიარქოში - ამირან გამყრელიძე - საპატრიარქოში მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო საუბარი, მის უწმინდესობასთან ზოგადად, ეპიდსიტუაციაზე ვისაუბრეთ. საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას გიორგი გახარია ესწრებოდა.
საზღვარგარეთულები:
#WorldWideCovid19 - ჯანმოს პრესსპიკერი - დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება - ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. სომხეთში კორონავირუსის შემთხვევათა დადასტურებული რაოდენობა 1039-მდე გაიზარდა. რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 2558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 18 გარდაიცვალა. ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსით 517 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეა აშშ-ს კორონავირუსის დამდგენ 600 000 ტესტს გაუგზავნის. ალექსანდრე ლუკაშენკო - ჩვენ ქვეყანაში „სუფთად“ კორონავირუსით არავინ დაღუპულა და არც დაიღუპება! ვლადიმერ პუტინი - რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ. საფრანგეთში კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა, ბოლო ერთი დღეში კორონავირუსით 574 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მისისიპის შტატში ტორნადოს 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩერნობილის დაბრუნება - მედიის ინფორმაციით, ჩერნობილში ხანძარი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია