გათავისუფლების მუხტი, კორონა-კოლონია და მოახლოებული დღესასწაულები

      აპრილის გმირობის დღეს, წლევანდელი აპრილისგან განსხვავებით, მაშინ ყველა ქუჩაში იყო და კომენდატის საათმა და სწორედ დღევანდელმა დღემ უბიძგა ხალხს სახლში შეკეტილიყო. დღეს 9 აპრილია - 31 წელი შესრულდა იმ დღიდან. ქვეყანაში კი მთავარი ამბავი პანდემიასთან ბრძოლაა და ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა - 218, მათგან გამოჯანმრთელებული - 51, გარდაცვლილი კი - 3. მთელს მსოფლიოში აღირიცხა - 1 577445, გამოჯანმრთელდა 348129 და გარდაიცვალა - 93666 ადამიანი. ამასობაში აღდგომის დღესასწაულიც მოდის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 აპრილი, 2020

      კორონას მკურნალობა - ინფექციონისტის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში 1 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 5 მცირეწლოვნის კი საყურადღებო. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონია კორონავირუსით ინფიცირებულ შვიდ პაციენტს აღენიშნება. ექიმების ინფორმაციით, ვანში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული 75 წლის ქალის, მისი მეუღლის და სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის წარმომადგენელი - ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ფილტვების ანთება აქვს, თუმცა კორონავირუსი არ დაფიქსირდა. ლევან რატიანი - კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფ ორ ინფიცირებულს პნევმონია აღენიშნება, თუმცა მათ მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ. ლევან რატიანის ინფორმაცით, ლენტეხიდან ჩამოყვანილ პაციენტს ორმხრივი, მწვავე პნევმონია აღენიშნება. მარინა ეზუგბაია - ოთხი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

      აღდგომის მოახლოება - ვახტანგ გომელაური - ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. აგრესიული ტესტირება თავდაცვის ძალებს, საეკლესიო პირებს და პენიტენციურ, ხანდაზმულთა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდებათ. აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალში სასულიერო პირები მოხვდნენ - პრემიერი - ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ. სალომე ზურაბიშვილი - წელს ეკლესიაში ვერ მივალ, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. მეუფე დანიელი - მხოლოდ უფლის შეწევნით დავამარცხებთ ამ განსაცდელს - დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ გამოცდას ღირსეულად აბარებს.

      ევროპული ფულები და ბანკები - კარლ ჰარცელი - სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მლნ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად. გიორგი გახარიამ EBRD-ისა და ADB-ის პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. ADB-ის პრეზიდენტმა და გიორგი გახარიამ კოვიდ-19-ის საპასუხო დახმარების პაკეტი განიხილეს. მაია ცქიტიშვილი - ADB-ისა და EBRD-ის პრეზიდენტენთან განვიხილეთ ის შესაძლო დახმარება, რომელსაც ისინი გამოუყოფენ საქართველოს ამ გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, COVID-19-ის გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება. გიორგი გახარია - ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ნათია თურნავა - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დამაჯერებელი და ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა.

      პიკის მოახლოება - გიორგი გახარია - პიკს აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ, თუმცა ყველანაირი პროგნოზი პირობითია. პრეზიდენტი - ჩვენ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ, უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა - არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გადარჩენილი ვართ.

      ქართული პირბადე - მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია. ამირან გამყრელიძე - საქართველოში წარმოებული პირბადეები მრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება. პაატა იმნაძე - საქართველოში წარმოებული პირბადეების მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები.

      პანდემია იმერეთში - იმერეთში რწმუნებულის ინფორმაციით, ვანში თერმოსკრინინგით უკვე 6 ათასი ადამიანი შემოწმდა.

      9 აპრილის მოგონება - აშშ-ს საელჩო - ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა. 31 წლის განმავლობაში პირველად, პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია ცარიელია. დავით ზალკალიანი - 9 აპრილის გმირების სიმამაცისა და გაუტეხლობის მაგალითი დღემდე გვახსენებს რანი ვართ და საიდან მოვდივართ. ალექსანდრე მოწერელია - 9 აპრილმა დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე დაანახა. გიორგი გახარია - გვახსოვდეს წარსული, გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა. თელავის მერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მამუკა მდინარაძე - 9 აპრილი საქართველოში ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან. მიხეილ ჩხენკელი - 9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას. გიორგი კეკელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით, ღია ფანჯრებიდან ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოასმენინონ და დროშები გამოფინონ. პრეზიდენტი - მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა - ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი.

      ფიქრნი საქართველოზე - მეთიუ ბრაიზა - თუ ვისაუბრებთ მხოლოდ საქართველოზე ან სამხრეთ კავკასიაზე, კორონავირუსის გამო, უმაღლესი რანგის ლიდერებისგან ყურადღება არ იქნება.

      უზღვავი პური - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხორბლის დეფიციტი და პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

      პრობლემები ტესტებზე - გიორგი ვაშაძე - ყველა ახალი შემთხვევა ადასტურებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, მათ კი არ აქვთ სადიაგნოსტიკო შესაძლებლობები და ვერ უსვამენ კორონავირუსზე დიაგნოზს. პრემიერი - როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ყველაფერს.

      ჩამოსასვლელი ქართველები - პრემიერის განცხადებით, აშშ-ში მყოფი 79 მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება.

      აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldWideCovid19 - სერბეთის პრეზიდენტის ვაჟი კორონავირუსით დაინფიცირდა. გერმანელი მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ინფექციების მხოლოდ 6%-ია აღმოჩენილი. იტალიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ჩვენ რომ მკაცრი კარანტინი თავიდანვე დაგვეწესებინა, გიჟად ჩამთვლიდნენ. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 921-მდე გაიზარდა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 131-მდე გაიზარდა. ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 683 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 610 ადამიანი დაიღუპა. ნიუ-იორკის შტატში დღე-ღამეში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა. ერაყში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა. რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი - აღდგომა სიხარულის დროა და არა გლოვის, ამ დღეს საფლავების მონახულებაზე უარის თქმა, არც ცოდვაა და არც ხსოვნის შეურაცხყოფა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 104

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters