ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი სასამართლო გაიამრთა. გამსახურდიებმა კი პროკურატურაში შიმშილი დაიწყეს.
სადა ინაუგურაცია - ბასა ფოცხიშვილი - ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია, ყოველგვარი ზედმეტობის და მხატვრული ელემენტების გარეშე. თელავის მერია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის ჩატარებას სხვა ადგილზე სთავაზობს. ლაშა ჟვანია - ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადასტურებს. „ნაციონალური მოძრაობა“ თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს შემაჯამებელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კონსტიტუცია ახალი რედაქციით, თან გაპრეზიდენტებას - ირაკლი კობახიძე - 16 დეკემბერი ისტორიული დღეა, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შედის. გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიალზე „მიმავალი პრეზიდენტის“ როლი განსაზღვრა. მიხეილ სააკაშვილი - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. სალომე ზურაბიშვილი თელავში, ბატონის სასახლეში ჯარისკაცების რეპეტიციას დაესწრო. გიორგი ვაშაძე თელავში დაგეგმილ აქციაზე - არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას!
გათავისუფლებიდან საპირისპირო საჩივრამდე - თემურ აბაზოვი - ცილისწამებაზე საჩივარს შევიტან, ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა ჩემი ოჯახის მისამართით.
ტერიტორიების განვითარება - საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 9 785 000 დოლარის გრანტი გამოიყოფა.
რობაქიძის საქმე - ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ზურაბ მიქაძის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა. ია მეტრეველი - 6 წელია ამათ შეურაცხყოფას და სიცრუეს ვუსმენ, ბოლო სასამართლო სხდომაა და დაისვენებს ჩემი შვილის სულიც და ალბათ, მეც. ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს. პროკურატურა ზაზა ბაქრაძისთვის პირობით მსჯავრს 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე 5 000-ლარიან ჯარიმას ითხოვს. ზაზა ბაქრაძე - ზურაბ მიქაძემ განაცხადა, რომ თითქოს, ცრუ ჩვენება რაღაცის სანაცვლოდ მივეცი, ეს სრული აბსურდია.
განსხვავებული არჩევნები - დავით მათიკაშვილი- „ნაცმოძრაობას“ და მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული და ახლა ჩატარებული არჩევნები, ისინი როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან. არჩილ თალაკვაძე - არჩევნებზე მოსახლეობის მიერ დაფიქსირებული პრინციპული არჩევანის შეცვლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია. ნუკრი ქანთარია - ნიკა მელია ორღობის ჭორიკანას დაემსგა. ადა მარშანია - ირაკლი კობახიძეს ეტყობა ჩვენი ხელით უნდოდა „ნაციონალების“ ცემა. ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ დავპირდით მწარე დამარცხებას და მწარე მარცხი იწვნიეს - რასაც ვპირდებით, ვუსრულებთ.
ვირუსების პიკი - პაატა იმნაძე - გრიპის ვირუსების გავრცელების პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით. პაატა იმნაძე - საერთაშორისო ექსპერტებმა ლუგარის ლაბორატორია შეამოწმეს და დასკვნაში ასახეს, რომ აქ მხოლოდ მშვიდობიანი კვლევები მიმდინარეობს.
უსაფუძვლო მბრალდებელი რუსეთი - სოფო ქაცარავა - სტრასბურგის სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ადასტურებს, რომ რუსეთიდან მომდინარე ყველა ბრალდება უსაფუძვლო იყო.
საკრებულოს შიდა ომები - ბათუმის საკრებულოში „ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მოშიმშილე გამსახურდიები - კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის მისაღებში შიმშილობა დაიწყეს. „დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმე მოიყვანეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც იგი შეიძლება სულ რაღაც 2 კვირაში, 31 დეკემბერს დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. დიახ, კანონით ასეა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი სამხილები მაშინდელი, ჯერაც საბჭოთა „კგბ“-ს კადრებით დაკომპლექტებული, ფორმით ქართული, შინაარსით კი რუსული სპეცსამსახურების იმ კადრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში, საქართველოს პროკურატურას საქმის გაწელვის გარდა არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია დღემდე. ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას, რასაკვირველია, ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი. პროკურატურა - კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ.
საზღვარგარეთულები:
თურქული დაკავებების გაგრძელება - სტამბოლის პროკურატურამ 219 თურქი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა.
ულტიმატუმი - ჯონ ბოლტონი - ვიდრე რუსეთი უკრაინულ გემებს და მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შეუძლებელია.
მემკვიდრის პასუხისმგებლობა - აშშ-ს სენატმა ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს დააკისრა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია