დამტკიცებული ბიუჯეტი, პრეზიდენტის კუდი, კარასინის სიჯიუტე, პენსიის დაგროვება და ბახალას განაჩენები

      ქართული ამბები განსაკუთრებულად რეიტინგულ ამბებს არ მოიცავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2019 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს, ავად თუ კარგად ფული იქნება 2019-ში. დღეს პრეზიდენტი იყო აქტიური და ერთგვარ შეფასებებს აკეთებდა, მერე ტრადიციული ოპონენტები მას აფასებდნენ. ასევე იყო ბახალს ამბების განხილვა და ტეროტირული მთლიანობა ნატოსკენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 დეკემბერი, 2018 /

      შორეული მოლოცვები და ახლობლური იდეები - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი იქნება ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტი.

      ადმინისტრაციის ბედ-იღბალი - არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების საკითხზე გუნდში კონსენსუსი არ არსებობს და ამ მოცემულობით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ნინო ლომჯარია - არის მცდელობა კანონის გვერდის ავლით მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამშრომლების გათავისუფლება ან დასაქმება, რაც არაკონსტიტუციურია. სალომე ზურაბიშვილი - როგორც პრეზიდენტი, კანონის უზენაესობის გარანტორი ვარ - „საჯარო სამსახურის კანონი“ ჩემს ადმინისტრაციაში სრულად იქნება დაცული. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს, ეს გარდაუვალია, რაც კანონში ცვლილების გარეშეც შესაძლებელია.

      პრემიები ბაგა-ბაღებში - ბაგა–ბაღების თანამშრომლები საახალწლოდ ხელფასის 80% -ის ოდენობის პრემიას მიიღებენ.

      ბიუჯეტი პარლამენტში - ირაკლი კოვზანაძე - ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა წლის ბოლოს ცაიტნოტში აყენებს როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას. პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ძირითადი პარამეტრები 2019 წლისათვის შემდეგია: ეკონომიკური ზრდა - 4.5%; მშპ-ს დეფლატორი - 3.5%; ინფლაცია - 3.0%; საბიუჯეტო დეფიციტი - 2.6%.

      პარლამენტის გაცდენა - ირაკლი კობახიძე - პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენა, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდება.

      პენსიის დაგროევბა - დაგროვებითი პენსიის შესახებ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მომავალ წელს საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს სისტემის დატოვება მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა დიდი წარმატებით განხორციელდება.

      ბახალას განაჩენის გადაუდებლობა - ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე წლის ბოლომდე განაჩენი უნდა დადგეს - ერთადერთი მოლოდინი, მისი უდანაშაულოდ ცნობაა. ადვოკატი - მოწმე, რომელიც გიორგი გიორგანაშვილს ხელს ადებს ნარკოტიკული საშუალების მისთვის გადაცემაში, იტყუება. პროკურორი - მოწმემ დეტალურად მოყვა, როგორ შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს და როგორ გადასცა ნარკოტიკული საშუალება.

      უშედეგო ჟენევა და ნატოს გავლით ევროპისკენ - საგარეო უწყება - ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციის გამო, ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოვთქვით. პროვოკაციის რუსული გააზრება - რუსეთის საგარეო უწყება - ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია. ირაკლი კობახიძე - თუ კარასინს და რუსეთის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესები დავთმოთ, ეს არ მოხდება. იენს სტოლტენბერგი - საქართველო წინ მიიწევს და ეფექტიანად იყენებს ყველა მექანიზმს ინტეგრაციის გზაზე, რაც მას ნატო-ს წევრობასთან აახლოებს. სალომე ზურაბიშვილი - როგორც მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. გრიგორი კარასინი - იმედი გვქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შეიცვლებოდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა.

      ზრდასრული პიროტექნიკა - კანონპროექტს, რომლითაც პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება, დაჩქარებული წესით განიხილავენ. პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს.

      შსს პარლამენტში - სერგი კაპანაძე - შს მინისტრის პარლამენტში მოსვლას ველოდებით, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დადგენილებაზე ვისაუბრებთ. ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე 51-ე სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და მოსწავლეები დაიკითხებიან.

      ჩაშლილი შეწყალება - ნინო ლომჯარია - შეწყალების კომისიის სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ, ალბათ არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას. ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ უფრო „მოწყალე“, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი.

      საგარეო ვაჭრობა - იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 324.7 მლნ დოლარი შეადგინა.

      პრეზიდენტის შეფასებები - გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება 6 წელიწადი შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომარეობაში. მიხეილ სააკაშვილი - მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა მე გავუკაფე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა. ირაკლი კობახიძე - მარგველაშვილს ეწურება უფლებამოსილების ვადა და ცდილობს „კუდი მოიქნიოს“ - ეს არ არის ღირსეული საქციელი. გიორგი მარგველაშვილი - პირველად კავკასიის ისტორიაში დაისვა კითხვა, რომ სომხეთი უფრო დემოკრატიის მატარებელია, ვიდრე საქართველო. რამაზ საყვარელიძე - მარგველაშვილი დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ხშირად კანონებს ვეტოს ადებდა, ამ ბავშვურობამ, მის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გააქრო. გიორგი მარგველაშვილი - ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ გამოდის ინკვიზიციური აქტი - ასეთი შეურაცხყოფა თავში არ მოსვლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც მე.

      ანაკლიის პორტი - ანაკლიის პორტის მშენებლობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 183

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: დეკემბერი 15, 2018||10:15pm

ღამურას აღარ სჯობს, ბახალა? ჯერ არ დაყვავებულა, სულ ახალგაზრდაა ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Where U4N Fits Into Madden NFL 27 Edition Choices

გამოაქვეყნა ParkerBlair_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2026.
საათი: 6:12am 0 კომენტარი

Picking the right version of Madden NFL 27 is easier when you first consider how you actually plan to play. Players who expect to spend most of their time in Ultimate Team may also want to plan their in-game budget…

გაგრძელება

Step Into an Unforgettable Japanese Adventure with Forza Horizon 6 — U4GM

გამოაქვეყნა Pianpianq16_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2026.
საათი: 5:44am 0 კომენტარი

Open-world racing has always been at the heart of Forza Horizon, but Forza Horizon 6 Modded Accounts takes that philosophy to a new level by moving the festival to Japan. The…

გაგრძელება

How to Get ARC Raiders Blueprints More Easily with U4GM

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

Blueprints are an important part of progression in ARC Raiders. They can help you unlock new crafting possibilities and prepare better equipment for your next run. If you are also building up your resources with…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters