როცა ბიზნესმენი ინტერვიუს აძლევს, თურმე შიეძლება მეორე დღის მეინსტრი მთლიანად ამ ინტერვიუს მიეძღვნას, ცხადია აქციების ფონზე. რუსთაველზე, პარლამენტთან აქციები არ წყდება და ახლა პოლიციამ რკინის კედლების აღმართვა მოიფიქრა პიკეტირების საპირწონედ. პარლამენტში მაინც შევიდა მინისტრი, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 ნოემბერი, 2019

      რკინის კედლები პარლამენტის დასაცავად - ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობები პარლამენტის პიკეტირებას დილიდან შეუდგნენ. პარლამენტის შესასვლელები პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი. ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ მთაწმინდა პრაქტიკულად პარალიზებული გახადა - ხალხი ალბათ, ვერც სამსახურში წავა. ზურაბ ჯაფარიძე - მე-13 რაიონი აქვთ გაკეთებული - მთავრობა თვითონ იკეტავს თავს საკუთარი მოსახლეობისგან და ამაზე სასაცილო რა შეიძლება იყოს? გიორგი ღვინიაშვილი - ასეთი რუსთაველი არ მახსოვს, ხელისუფლებამ თვითონვე ამოილუქა თავი. ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გადაადგილებას ვერ ახერხებენ, რაც რკინის ბარიკადებზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს. მურმან დუმბაძე - ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს, რადგან ასეთი მუხტი არ მაგონდება. აქციის მონაწილეები, რომლებიც დილიდან ჩიტაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ, პარლამენტთან მისვლას ალტერნატიული გზებით ცდილობდნენ. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის შესასვლელთან მივიდნენ. გიორგი ბარამიძე - ეს ბერლინის კედელია საქართველოს დედაქალაქში? - იფიქრეს, იფიქრეს და ასეთი იდიოტობა მოიფიქრეს, ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში. ჩიტაძის ქუჩიდან წამოსულ აქციის მონაწილეებს პოლიცია პარლამენტთან მისვლის საშუალებას არც ალტერნატიული გზებით აძლევს. გიგა ბოკერია - ამ ფორმით ალყაში მოქცეული პარლამენტი არ მახსოვს, ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს, დაახლოებით ვიცით, რა ადგილიდან შეეცდებიან შესვლას. საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციები „უსაფრთხოების მიზნით დადგეს. დავით მათიკაშვილი - ყველაფერი ის, რაც სცილდება კანონს, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხის ქვეშ იქნება. შს მინისტრი - პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები, ასევე ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან. ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ანზორ ბიწაძე - ხელისუფლებამ საკუთარი ხალხისგან დასამალად, რუსთაველზე ბერლინის კედელი ააგო. გიორგი გახარია - პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, შეიძლება იყოს ქუჩაშიც, მაგრამ კანონის სრული დაცვით. ვახტანგ გომელაური - აქციაზე გენერატორების შეტანის უფლება მივეცით და როცა ნახეს, რომ ეს არ დავუშალეთ, პირიქით, „ბოჩკები“ და შეშა უნდოდათ. გიორგი გახარია - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედება, მიზნად ისახავს არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს ბლოკირებას. ლევან ხაბეიშვილი - ეს არაა პარლამენტი, ესაა ქაჯეთის ციხე. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და აქტივისტებმა, ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს. სოფიო კილაძე - სიმართლე გითხრათ, ამას სამოქალაქო პროტესტს ვერ დავარქმევდი, რადგან მედიის წარმომადგენელი უფრო მეტია, ვიდრე აქტივისტი. გიგი უგულავა - ეს პარლამენტი ღირსია, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს მთელი სამთავრობო კვარტალი, „გეტოდ“ აქციეს. პარლამენტთან მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა სიმბოლურად შეშა და ივანიშვილის გამოსახულებით „დოლარის კუპიურები“ მიიტანეს. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელია - ეს არის ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება?! - მშვიდობიანი დემონსტრანტების ეშინიათ. პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს. ირაკლი ბერაია - "ნაცმოძრაობამ" ვერ შეძლო ქვეყანაში რევოლუციური სურათის შექმნა, მათ ვერ მოახერხეს პროცესების პარლამენტიდან ქუჩაში გადატანა. ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები იმყოფებიან, ინციდენტი მოხდა. საპატრულო პოლიციის უფროსი - პოლიცია იმდენი ხანი იქნება ადგილზე მობილიზებული, რამდენიც დასჭირდება პარლამენტის მშვიდ ვითარებაში ფუნქციონირებას. პოლიციამ აქციის მონაწილეები, რომლებიც ორბელიანის ქუჩაზე, პროტესტის ნიშნად გზაზე ისხდნენ, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მიხეილ სააკაშვილი - დაიშალეთ! ივანიშვილმა უკვე შემოიღო გერმანული მოდელი - ბერლინის კედელი აგიგიათ შუა ქუჩაში! ნიკა მელია - ვაჟა სირაძე ყველაფერია, გარდა პოლიციელისა. გია ვოლსკი - იმ ადამიანებთან დგომა, რომლებიც „კასრების ჩანაწერების“ ავტორები არიან, ძალიან უხერხულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილი ძალიან მალე დატოვებს ძალაუფლებას. ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის. გია ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“ - მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა. მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო ფორმატში საუბარი შეიძლება ნებისმიერ საკითხზე, მას შემდეგ, რაც დაეშვებიან მიწაზე და მიხვდებიან, რომ მარგინალური ქუჩის ქმედებები არ არის შედეგიანი. „ევროპული საქართველოს" წევრები პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ. სერგო რატიანმა და აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის ეზოში ქაღალდის თვითმფრინავები წარწერით „სირცხვილია მონა“ შეაგდეს. ირაკლი კობახიძე - აქეთ დგას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და იქით დგას უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ეს არის დღევანდელი სურათი. გიგა ბოკერია - შს მინისტრმა თქვა, პოლიციელები დაიღალნენო - უკანონო და სამარცხვინო ბრძანებების შესრულებით დაიღალნენ და ნუ აძლევენ ამ ბრძანებებს.

      ბიძინას ინტერვიუ - ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე - ეს არ იყო ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ დავზიანდით, გუნდი დაზიანდა, არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, არამედ ჩვენი ბევრი ღირსეული წევრი გავიდა. არ მახსოვს, 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვისრულებია. მე ვარწმუნებდი გუნდის წევრებს, რომ გვქონდა რესურსი - არ დავარღვიოთ ჩვენი სიტყვა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეგვიძლია მივიღოთ 50%-სა და 60%-ს შორის. სააკაშვილს შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ხალხისთვის ბოდიში მოეხადა და გადამდგარიყო. არ გამოვრიცხავ, ღია წერილით მივმართო კონგრესს და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ. ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოებზე - "ნაციონალებმა“ ეს თავის დროზე „დაალაგეს“, მოარგეს იმ მექანიზმს, რასაც ამერიკა ითხოვდა და ჰყავთ იქ თავისი ადამიანები ჩანერგილი, როგორც კაპიტანი გიგაური. გიგა ბოკერია ივანიშვილზე - თუ დიდხანს ალაპარაკე ეს კაცი, როგორც წესი, თითქმის ყველაფერს ამბობს, რაც მის ძალიან სახიფათოდ მოწყობილ თავში არის ჩამალული. გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს. გია ხუხაშვილი - შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დავაწეროთ „no comment“ და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება. ირაკლი კობახიძე - ვიძლევი გარანტიას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მობრუნდება, მათაც კი არ აქვთ რწმენა, რომ შეიძლება ხელისუფლებაში მობრუნდნენ.

      დედაქალაქის ტრანსპორტირება - ორი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტოპარკი 347 ავტობუსით განახლდა, რომლის რიცხვი წლის ბოლომდე 453-ს მიაღწევს. კახა კალაძე „მომავალი დაკავებების“ შესახებ ივანიშვილის განცხადებაზე - ვინც კანონს დაარღვევს, მოჰყვება რეაგირება - შეიძლება მე დავარღვიო კანონი, შეიძლება ვიღაცამ. კახა კალაძე - ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა არსებობს გამოწვევები.

      ევროპასუხისმგებლობა - პრემიერი - საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი შესაძლებლობა.

      ამერიკის დახმარება - CNN პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ნატო-ს დაფინანსებას შეამცირებს და ამ თანხით უკრაინას და საქართველოს დაეხმარებ.

      მინისტრი პარლამენტში - ივანე მაჭავარიანი - თუ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, მაშინ ეს საზოგადოება საარჩევნო ყუთთან მოვა და პასუხს გასცემს. ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად დაიწყოს მუშაობა ფისკალური საბჭოს შექმნაზე. ლევან გოგიჩაიშვილი ივანე მაჭავარიანს - ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხვალინდელი დღე არ იქნება დღევანდელზე უარესი? ივანე მაჭავარიანი - დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, საუკეთესო ევროპული პრაქტიკა დამკვიდრდება. ივანე მაჭავარიანი - პრობლემა ჩვენი ეკონომიკის სიმცირეა და არა ის, მცირე შემოსავლებს როგორ ვანაწილებთ. ბექა ნაცვლიშვილი ფინანსთა მინისტრს - გინახავთ ისეთი ქვეყანა, სადაც მმართველი გუნდი ხალხს სხვა ქვეყანაში ჰპირდება დასაქმებას და არა საკუთარში? ივანიშვილმა მისი განცხადებით ფინანსთა, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები გააუქმა. ფინანსთა მინისტრი - დღგ-ს თაღლითობის საქმეზე 62 ადამიანია დაკავებული, 123 მილიონის ღირებულების ქონება დაყადაღებულია. ივანე მაჭავარიანი - ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა.

      ექიმის მონახულება - „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

საზღვარგარეთულები:

      ლათინური ამერიკა - მექსიკის პრეზიდენტი - აშშ-ის მხრიდან ინტერვენციის მცდელობას მხარს არ დავუჭერ.

      ვატიკანის პრობლემა - რომის პაპი - ვატიკანში კორუფციაა, საშინელებაა, რომ ეს ვატიკანში ხდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 144

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters