თამამად შეიძლება დღევანდელ დღეს რუსთავი ორის სტრასბურგული განაჩენის დღე ვუწოდოთ, რადგან სიახლეების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. სხვა ნიუსებში კი განათლების საკითხები ისმოდა, ცოტ-ცოტა 20-21 ივნისის გამოძიებებიც და სამომავლო აქციების დაანონსებაც. რა თქმა უნდა, სტრასბურგისგან გამხნევებული ქართული სამართლის ნიუსებიც
დაბრუნებული რუსთავი 2 - კახა კალაძე - რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, დავექვემდებაროთ. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოების მხრიდან მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. მიხეილ სააკაშვილი - რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს, იყო „რუსთავი 2“ და ახლა მიაქვს - მე არ ვაპირებ შეგუებას, ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას. თეა წულუკიანი - მხარეს „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვის ვადა აქვს. ქიბარ ხალვაში - სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას, დღეს ეჭვი აღარ არსებობს, რომ „რუსთავი 2“-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ. მიხეილ სააკაშვილი - მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება. წულუკიანი - თითოეული მოსამართლის ქცევებიც კი იქნა შეფასებული, ვიდრე სტრასბურგი იმ დასკვნამდე მივიდოდა, რომ საქართველოში ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა. ქიბარ ხალვაში - გენერალური დირექტორის სტატუსით, ნიკა გვარამიას ნაცვლად „რუსთავი 2“-ს ჩემი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს. ქიბარ ხალვაში - მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესი. თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოხსნა დამოკიდებულია ქიბარ ხალვაშზე. მამუკა მდინარაძე - დღეს "ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი. გია ვოლსკი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის ყველა შემთხვევაში მისაღები იქნებოდა, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას. ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“ ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას! გასაჩივრების უფლებას, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ. „რუსთავი 2“ ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს. ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებდა, „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს იქამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება. თამარ ხულორდავა - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე სწორი და სამართლიანი იყო. ნიკა გვარამია - კონტრაქტი ჩემი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს, ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს. ნიკა გვარამია - კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია - ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ. აკაკი ზოიძე - უხერხულია საუბარი, თითქოს გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, თან იმ ფონზე, როცა „რუსთავი 2“-ის კოლექტივმა შესაძლოა, ახალი ტელევიზიის მეშვეობით იგივე გააკეთოს. ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებაში არ უნდა მიეცეს. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების განცხადებაზე - ეს მათი პირველადი ემოციაა, რაც ახლა გამოხატეს. გიგა ბოკერია - მინდა მოვუწოდო ივანიშვილის გუნდს, კიდე ერთი მძიმე შეცდომა არ დაუშვან! სოფო კილაძე - ამ მოცემულობაში, არ მგონია, ნიკა გვარამიას გადასაწყვეტი იყოს გარკვეული საკითხები. ეკა გიგაური - დღეს „რუსთავი 2“-ის მეპატრონე არის სხვა პირი და უკვე ამ პირს უნდა ვთხოვოთ, მაქსიმალურად დაიცვას ჟურნალისტების უფლებები. კახა კუკავა - იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავს „პროდასავლურ ლიდერებად“ აცხადებენ იმის მოსმენა, რომ სტრასბურგის სასამართლო პუტინმა მოისყიდა, სასაცილოა. დავით ბაქრაძე - წულუკიანის ვალდებულებაა, იუსტიციის სამინისტრომ არ დაარეგისტრიროს ქიბარ ხალვაშის არც ერთი გადაწყვეტილება. თამარ ჩუგოშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე - გაუგებარია, რამ უნდა გაიძულოს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე წააქეზო დანაშაულის ჩადენაზე. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სასაცილო და დამაზიანებელია იმის ტირაჟირება, რომ სტრასბურგის სასამართლო ვინმემ მოისყიდა. თინა ხიდაშელი - დაუტოვეთ ქიბარ ხალვაშს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია და მორჩით ამ „ბიძინამ სტრასბურგი იყიდა“ მარაზმს. ნანუკა ჟორჟოლიანი - თუ პაატა სალიას აქვს “რუსთავი 2”-ში შემოსვლის უფლება, შემოვა, ჩვენ აქ პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ. პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა. ანრი ოხანაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე - თუ ვინმე ხელს შეუშლის აღსრულებას, ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენც გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის ელემენტარული წესების დაცვა. პაატა სალია ნიკა გვარამიას შეხვდა. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში არხის ჟურნალისტებსაც შეხვდა. ნიკა გვარამია პაატა სალიას - თქვენ ხართ თანამშრომელი მტრის, რომელმაც პირადად თქვენ გამოგაგდოთ აფხაზეთიდან. ქიბარ ხალვაში - არ ვაპირებ შევეხო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას, ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ნიკა გვარამია იქნება. დავით ბაქრაძე - “რუსთავი 2“-სთვის გასაჩივრების შანსის წართმევა აღქმული იქნება, როგორც არხის მითვისების მცდელობა. უსუფაშვილი - „რუსთავი 2“-ის დე ფაქტო მფლობელები ქვეყანას განსაცდელისკენ უბიძგებენ თუ „კამუფლაჟიან“ ფორმაში გამოწყობილები სტრასბურგის გადაწყვეტილებასაც დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ. პაატა სალია, რომელსაც ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას შემცვლელად ასახელებს, არ აკონკრეტებს, ეთანხმება თუ არა „რუსთავი 2“-ის არსებულ სარედაქციო პოლიტიკას. „რუსთავი 2“-ის 100-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ს “დიდი ოთხეულიდან” მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს. პაატა სალია - გვარამია აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება შეუძლებელია თუ არ მოხდება თანხის გადახდა, თუ არ ვცდები, 5 მლნ დოლარის ოდენობით. ნიკა გვარამია - წულუკინმა ერთ დღეში ჩაიდინა ორი დანაშაული - გადამწყვეტი მედია ისე გადააფორმეს, როგორც 2-ოთახიანი „ხრუშჩოვკა“, ერთ საათში. ნიკა გვარამია - კონტრაქტზე ვიდავებ და რამდენიმე თვეში იქნება თუ წელიწადში, მოვიგებ 5 მილიონს, რომელსაც ახალ ტელევიზიაში ჩავდებ. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს - თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება, არც ვკითხულობ, რას აპირებთ, რას აკეთებთ და არ ვერევი ამ ნაწილში. პაატა სალიას განცხადებით, ნიკა გვარამიას კონტრაქტს არც თავად იცნობს და არც ქიბარ ხალვაში. ნიკა გვარამია პაატა სალიას - თქვენი კოლაბორაციონიზმი მიუღებელია და არ ვაპირებ თანამშრომლობას, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ. პაატა სალია ნიკა გვარამიას - კაბინეტში შესვლაზე უკვე დასტური გჭირდება. ნანუკა ჟორჟოლიანი პაატა სალიას - თუ მოხვალთ 2-წლიანი კონტრაქტებით, რომლითაც გარანტიას მოგვცემთ, რომ არავინ წავა ტელევიზიიდან, რაც არ უნდა გააშუქონ, მე თქვენ გენდობით.
ივნისის ამბების ივლისის გამოძიება - გრიგოლ ვაშაძე - გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა - მოწმე, არავითარი პრობლემა არ მაქვს, წყნარად ველოდები. გრიგოლ ვაშაძე - აქციაზე პოლიციის "რაციიდან" მესმოდა: ე.ი. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 12 საათზე ყველაფერი უნდა დასრულდეს? - აქედან უნდა დაიწყონ გამოძიება. პროკურორი - რა ინფორმაციის მატარებელია გრიგოლ ვაშაძე, ეს დაკითხვის დროს გამჟღავნდება. გრიგოლ ვაშაძე - სასამართლოს წუთი წუთზე მოვუყევი ყველაფერი, რაც აქციაზე ხდებოდა - ბრალდების მხარე ვერ შეედავება ვერც ერთ ამ დროის მონაკვეთს. პროკურორის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ყველა პირი გამოიკითხება, მათ შორის შს მინისტრის მოადგილე და ანზორ ჩუბინიძე. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს გირაო შეეფარდა. პროკურორის განცხადებით, დაკავებული პოლიციელისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული პოლიციელის ადვოკატი - გიორგი ესიაშვილმა ახლო მანძილიდან ისროლა, თუმცა, დამიზნების გარეშე.
პრეზიდენტის ამბები - სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ავტოპარკი, წინა პრეზიდენტთან შედარებით, 9 მანქანით შემცირდა.
უზენაესობა სასამართლოში - შოთა გეწაძე - ბევრი რამის გამო უნდა გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ანა დოლიძე - საზოგადოება ხედავს ხშირ შემთხვევაში როგორი შეზღუდული ცოდნა აქვთ ადამიანებს, რომლებიც გასაუბრების მეორე ეტაპზე მოხვდნენ. დიმიტრი გვრიტიშვილი - ჯანეზაშვილმა და დოლიძემ ალბათ, დავალება მიიღეს პროცესი ჩიხში შევიდეს - ეს არის ნერვების გამოცდა, როგორმე მწყობრიდან გამოგვიყვანონ. შოთა გეწაძე - იუსტიციის საბჭოს წევრის მიერ საბჭოს მეორე წევრის თუ მოსამართლის პიროვნული შეურაცხყოფა არ შეიძლება. ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი. მოსამართლეობის კანდიდატი გრიგოლ გიორგაძე - პოლიტიკური სიმპათიები ხელს არ შემიშლის. დიმიტრი გვრიტიშვილი - მომხრე ვარ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს.
ლარიანი მედიკამენტები - პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფები 1 ლარად 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 118 აფთიაქში, მომავალი კვირიდან შეძლებენ.
რუსეთმა კი თქვასო - გრიგორი კარასინი - ვისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს - პირობები მკაფიოა: რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის გაქრობა.
დედა ენა - მარიამ ჯაში - გოგებაშვილის „დედა ენა“ აუცილებლად მოითხოვს თანამედროვეობასთან დაახლოებას. მამუკა ბახტაძე - საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტია ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება. მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ში დარეგისტრირდა. თსუ-ს რექტორი - EQAR-ის წევრობა საქართველოს განათლების სისტემის უდიდესი აღიარებაა.
ქალაქის ტრანსპორტირება და სხვა - კახა კალაძე - მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია და უნდა შეიცვალოს - ტარიფზე ამ ეტაპზე კომპანიასთან არ ვსაუბრობთ.
საზღვარგარეთულები:
იმპიჩმენტი ტრამპს - დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხი ჩავარდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია