ყველა თავის წილს ითხოვს, IRI იკვლევს და მოსამართლეები სანთლით საძებარნი არიან

      რა თმა უნდა, არ შეცვლილა ახალი ამბების მეინსტრიმი - რუსთავი ორი დღის ყველაზე პოპულარული და მედიაყურადღებიანი ობიექტია. მართალია ევროსასამართლო თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ახალი მესაკუთრეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ახალ ჩივილებს დაიწყებენ. დღეს ასევე IRI-მ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები და სამართლის გამგებლების ამბავი, ჯერ კიდევ ირკვევა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ივლისი, 2019

      გახარიას გადამდგომი აქციები - 20 ივნისის აქციის მონაწილის, ლევან ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ღუდუშაურის კლინიკაში მსჯელობენ. ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 20 ივნისის აქციის მონაწილის ლევან ჯიქურის მიმართ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულმა 20 ივნისის აქციის მონაწილემ ლევან ჯიქურმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გონება დაკარგა. 20 ივნისის აქციის მონაწილის ლევან ჯიქურის მეუღლე პროკურორს - სუიციდამდე ნუ მიმიყვანთ. ადვოკატი 20 ივნისის აქციის მონაწილის ლევან ჯიქურის პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. პროკურორი ლევან ჯიქურზე - არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს არ დამართნია, გონება არ დაუკარგავს. აქციის მონაწილეებს - სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

      კერძო ფირმის ახალი მესაკუთრეობა - გამარჯვებული ხალხის ტელევიზია - „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ფინანსურ დირექტორს შეხვდა. პაატა სალია - თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას. ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობაზე პრეტენზიას აცხადებს და ქიბარ ხალვაშს უჩივის. ანა რეხვიაშვილი - სასამართლოში სარჩელს „რუსთავი 2“-ის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემის მოთხოვნით მომდევნო კვირას შევიტანთ. ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის დადებას ითხოვს. „რუსთავი 2“-ის ადვოკატი - სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეთანხმება ვალიდურია, დავის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. მამუკა ბახტაძე „რუსთავი 2“-ზე - ოპონენტების ე.წ. არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის, რაც ევალებოდა. ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი და ამ მონაპოვარს ვუფრთხილდებით. „რუსთავი 2"-ის ადვოკატის განცხადებით, თანამშრომლებთან კონტრაქტების გაფორმება გარანტია ვერ იქნება, რომ ჟურნალისტებმა საქმიანობა დამოუკიდებლად განახორციელონ. პრემიერი კითხვაზე: ზეიმობს თუ არა ნიკა გვარამიას შეცვლას - ჩვენ ვზეიმობთ ქართველი სპორტსმენების, ხელოვანების გამარჯვებას. ნინია კაკაბაძე - პაატა სალია ერთი-ორი თვე იტყვის, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, თუმცა ეს განცხადება ღიმილის მომგვრელია. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. გუბაზ სანიკიძე - გარწმუნებთ, ბიძინა ივანიშვილს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება. დავით ბერძენიშვილი - ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დამოუკიდებელ მედიას ვერ შეებრძოლებიან - „რუსთავი 2“-ს თუ შეაფერხებენ, ამ ფუნქციას სხვა არხები იტვირთავენ. არჩილ თალაკვაძე - „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე - ველოდები, რომ იქნება ბევრი პროვოკაციული შეკითხვა. ნიკა გვარამიას არ ვაჩქარებ. ირაკლი ოქრუაშვილი - ვაპირებ „რუსთავი 2“-ის წილის 80 % გადავცე ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან. გრიგოლ ვაშაძე - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - “რუსთავი 2”-ით იქნება თუ მის გარეშე, არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეებს. ნიკა მელია - შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს. აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე - მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გარანტიებზე - კონტრაქტი შეიძლება იყოს ფინანსური გარანტია და არა იმის გარანტია, რომ ის არ შეწყდება ვადაზე ადრე. სალია - „მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ. მე ვთქვი, დავაფიქსირე პოზიცია, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ქიბარ ხალვაშის პოზიცია იყო ეს, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ეს ეხებოდა უკლებლივ ყველას, გარდა ნიკა გვარამიასი. დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა პაატა სალიამ. ამასთან, არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა არ იცის გიორგი გაბუნია აპირებს თუ არა მასთან თანამშრომლობას, ასევე ის აღნიშნავს, რომ „პოსკრიპტუმის“ წამყვანი „მისი ნახვით გახარებული არ იყო.“ კახა კალაძე - მივესალმები ქვეყანაში კრიტიკული ტელევიზიების არსებობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოთხოვნებზე - პასუხს ხვალ გაგცემთ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი, არხის მესაკუთრის ნებაა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი.

      ვაზაგაშვილის საქმე - ადვოკატი - იმედი გვქონდა, რომ თუნდაც 14 წლის შემდეგ იზეიმებდა სამართლიანობა, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ფეხქვეშ გაითელა. იური ვაზაგაშვილის და - ჩემი ძმა შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო და ამიტომაც გადადო თავი, ყოველთვის იძახდა, შევეწირები ამ საქმესო და შეეწირა კიდეც.

      გაეროს მაღალ დონეებზე - საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

      კვლევები - IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უმთავრეს პრობლემად უმუშევრობისა და საქართველოზე რუსეთის გავლენას მიიჩნევს. რესპონდენტთა 52 %-ის აზრით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება. მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 26 %, „ნაციონალებს“ – 22 %, „ევროპულ საქართველოს“ კი 7 % მისცემდა. ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამოკითხულთა 28 % ეთანხმება, 24 % - არა. პოლიტიკოსების რეიტინგში პირველ სამ ადგილს დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და გრიგოლ ვაშაძე იკავებენ. გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს.

      განათლების ფასი - აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს.

      სასამართლოს აბები - სერგო მეთოფიშვილი - ანა დოლიძე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად გაიპარა და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დატოვა. ანა დოლიძე - სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დავარქვი. მოსამართლეობის კანდიდატი - მაშინ როცა ერთი და იგივე დანაშაულზე სასამართლოს მკაცრი სასჯელი გამოაქვს, თუმცა ხდება ამნისტია ან შეწყალება, შესაძლოა, საზოგადოებაში აღქმული იყოს, რომ სასამართლო მკაცრია. იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

      მსხვილი ექსპორტიორი - „საქსტატი“ - 6 თვის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია და მასზე მთლიანი ექსპორტის 14.7%-ი მოდის.

      საფრთხე შრომაზე - შსს-მ დოლაბაურის ქუჩაზე არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა. სალომე ზურაბიშვილი - როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია!

      თბილისური გახსნები და საპროტესტო აქციები - განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.

      წაგების შიში?! - რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი საქართველო-რუსეთის ჩაშლილ მატჩზე - ეს გადაწყვეტილება რუსების პრობლემაა, მაგრამ გახდა ჩვენიც.

საზღვარგარეთულები:

      ირანული დრონები - დონალდ ტრამპი - ამერიკულმა საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი ჩამოაგდო.

      პატიმრების გაცვლა - ვლადიმერ ზელენსკი რუსეთს „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტის მსჯავრდადებულ უკრაინელ რეჟისორზე გაცვლას სთავაზობს.

      იმპიჩმენტი ტრამპს - დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხი ჩავარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 114

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters