ჯონ ნეშის ექვილიბრიუმზე ვუყურებდი ვიდეოს, რომელიც ამოჭრილი იყო ერთ-ერთი ცნობილი ფილმიდან „ბრწყინვალე გონება“ (A Beautiful Mind, 2001) - ამ ფილმმა, 4 ოსკარი აიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის, ოქროს გლობუსები აქვს, ბაფთები და ა.შ. ფილმი ბიოგრაფიულია და სწორედ, ხსენებულ, ამერიკელ მათემატიკოსს ჯონ ნეშს ეძღვნება (ორი წლის წინ გარდაიცვალა ეს კაცი).

      არა, დღეს ბრწყინვალე გონებაზე არ მოგიყვებით. ერთი რომ ყველას ნანახი აქვს და ვისაც არ გაქვთ, რას კითხულობთ ამ ბლოგს - ფილმს უყურეთ! უბრალოდ ამ ფილმმა ერთი ამბავი მომაგონა ან უკეთ რომ ვთქვათ, მომაფიქრა, ან იქნებ უფრო მართებული იქნება თუ დავწერ - ერთი რეალობა აღმაწერინა გონებაში... 

      გინახავთ ალბათ ფილმები, სადაც მთავარი გმირი ფლობს რაღაც ცოდნას, სიმართლეს, ჭეშმარიტებას. მის გარშემო, არავის სჯერა ამ ადამიანის, ყველა შორდება მას, რადგან, როგორც წესი, ეს ჭეშმარიტება ამოვარდნილია გარშემომყოფების ზოგადი თვალთახედვიდან, ან მათი სურვილების საწინააღმდეგოა. მაგრამ თავად გმირს სწამს, ხედავს და სჯერა იმის, რომ რაც იცის - ჭეშმარიტია. და ცდილობს ეს ჭეშმარიტება სხვებსაც გაუზიაროს. ასეთ ფილმებს, ხშირ შემთხვევაში ბედნიერი დასასრული აქვთ (ბედნიერს ვამბობ თორემ... საკითხავია, რას დავარქმევთ Happy End-ს?), გმირის სიმართლე დამტკიცდება და ის გახარებულია - საბოლოოდ ხომ გაიმარჯვა?! ახლა ხომ სჯერათ მისი?!

      ცოტა უფრო კარგი რეჟისორები, ზუსტად იგივე სიტუაციას სხვაგვარად დაასრულებენ ხოლმე - ფილმის მთავარი გმირი საბოლოოდ მართალი აღმოჩნდა, მაგრამ არც სიხარული და არც ბედნიერება ამ „გამართლებას“ არ მოაქვს - რადგან მის გარშემო აღარავინ არის და ამ სიმართლეში სრულიად მარტომყოფს ერთადერთი გრძნობა დააქვს - ტკივილი. (იხილეთ, ტარკოვსკის „სტალკერი“ Сталкер, 1979)

      „ბრწყინვალე გონება“ ტყუილად არ ვახსენე - ამ ფილმის მიხედვით, მესამე სცენრიც ვითარდება, როდესაც მთავარი გმირი ხედავს რა სხვებისთვის არარსებულ რეალობას, სწამს და სჯერა საკუთარი თვალით ნანახი ჭეშმარიტებისა, საბოლოოდ მტყუანი აღმოჩნდება - გამოვა, რომ მას მოჩვენებები ჰქონდა და მისი სიმართლე განქარდება. თუმცა, პროცესი ისე კარგად არის გადაღებული, რომ შენ, მაყურებელსაც კი გჯერა მისი სიგიჟის ჭეშმარიტების. მოკლედ, ამ ფილმს ასეთი დასასრული აქვს - მთავარი გმირის სიმართლე, სიცრუე აღმოჩნდა.

      აქ არ დავიწყებ გარჩევას მტყუან-მართლისა - ძნელია მათი გარჩევა ასეთ დროს. აქ მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაა გადმოცემული.

      ამ სამი განსხვავებული დასასრულის მიუხედავად, გმირებს ერთი საერთო აქვთ - ტკივილი! დაკარგვის ტკივილი. ტკივილი გაწელილი დროში. იმ დროში, როდესაც მათ სწამდათ საკუთარი სიმართლის და ცდილობდნენ სიმრთლის მხარეს სამყაროს გადაბირებას, სამყარო კი მათ ზურგს აქცევდა, სამყრო იკარგებოდა, შორდებოდა ჭეშმარიტებას (მათი რწმენისამებრ). ამ დროს დიდი ტკივილია ადამიანში, მოუშუშებელი ტკივილი, ზოგჯერ ისეთიც, რომ სათქმელად საძნელოა და არც შენდობა უხერხდება.

      იცით, სასიამოვნოა როცა ადამიანი ამ ფილმის მთავარი გმირია. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ჯერ ფილმის კულმინაციაც შორსაა. მაგრამ მტკივნეულია, ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით ახლობლებისგან...

ტკბილი მოგონებებისა იყოს! 

ნახვა: 521

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ერთგულება, რწმენა, ტკივილი

nunu qadagidze: ივლისი 5, 2017||8:21pm

გააჩნია, ვისთვის სიგიჟე, ვისთვის - ჭეშმარიტება. ობივატელი იოლად არქმევს ყველაფერს სიგიჟეს. ჭეშმარიტება კი ხან ხილვის, ხან მოჩვენების, ხან სიზმრის სახით თვალს ჩაუკრავს ხოლმე ადამიანს და ისევ იმალება

ლაშა: ივლისი 7, 2017||11:11pm

„ვისთვის სიგიჟე, ვისთვის - ჭეშმარიტება“- ეს ვისთვის მაშინ ქრება, როდესაც ჭეშმარიტება გამოჩნდება ხოლმე. მაშინ უკვე „ვისთვის როგორ“-ს აზრი ეკრგება.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters