მთელი დღე ყოფილმა პრეზიდენტმა დაისაკუთრა - ჩამოვიდა, ვიდეოები ჩაწერა, დაიჭირეს, მთელი დღე მასზე ისაუბრეს და არჩევნებიც კი დაივიწყეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1345 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. „სინოფარმის“ ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია.
სააკაშვილის დღე დაიწყო დილაუთენია და ჩვენც მივყვეთ ქრონოლოგიას - თინა ბოკუჩავა - სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას. მიხეილ სააკაშვილი - ვიმყოფები ბათუმში, დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება. შევიკრიბოთ 3 ოქტომბერს, გავავსოთ თავისუფლების მოედანი - თუ 100 ათასი ადამიანი ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს! მიუხედავად იმისა დამაპატიმრებენ თუ არა, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე - როცა იქნება გაყალბების მცდელობა დავორგანიზდეთ, გავათავისუფლოთ ჩვენი თავი და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა საქართველო. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად, ამისთვის ჩამოვედი, რომ დაგეხმაროთ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა - მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ. ნათია მეზვრიშვილი - რას ნიშნავს ჩამოვიდა? თუ ჩამოვიდა, სად არის? „ოცნებამ“ ჩამოიყვანა სააკაშვილი? გამოვიდეს „ოცნება და განცხადება გააკეთოს, დამალული რომ არის. შსს - მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. გიორგი კირთაძე - მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას პირდებოდა, რომ რეფერენდუმზე ჩამოვიდოდა, ჩვენც სოციალური ქსელით შევიტყვეთ მისი ჩამოსვლის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ყოფნის ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს. ელენე ხოშტარია - არ მაქვს ინფორმაცია, სააკაშვილი აქ არის თუ არა - ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად მშვიდობიანად ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში. ბაჩო დოლიძე - აღარ არსებობს არც შსს და ინსტიტუტები ჩამოშლილია - „ქართული ოცნება“ დამთავრებულია, ხვალიდან ოპოზიციაში გადავა, მშვიდად, აუღელვებლად, ყველანაირი რეპრესიების გარეშე. ზაალ უდუმაშვილი - როგორ შემოვიდა და როდის ჩამოვიდა საქართველოში ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ სააკაშვილი საქართველოშია. გივი მიქანაძე მედიას - თქვენ ნახეთ სააკაშვილი? რომ ნახავთ, მერე ვილაპარაკოთ - ეს არის „კლოუნადა“, რომელიც არის დადგმული და არ შეესაბამება სინამდვილეს. მარია ბარაბაში - როგორც სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ის საქართველოში იმყოფება - სამი დღის წინ შეკრიბა ოფისის წამყვანი მენეჯერები და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა. ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი არის „კლოუნი“. კახა კუჭავა - ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის „ფეიკ“ ვიდეო. მიხეილ სარჯველაძე - შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ არც ერთი გამშვები პუნქტის მეშვეობით სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება - თუ „მწვანე" გზებით და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, კომიკურად გამოიყურება. ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ვიდეო თავიდან გვეგონა „დიფ ფეიკის“ ტექნოლოგია, თუმცა აღმოჩნდა ბევრად მარტივი ტექნოლოგია - ამაზე ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და მარტივად გეტყვიან პასუხს. მამუკა ხაზარაძე - ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო, თუ ასეა, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც შსს და არც უსაფრთხოების სამსახური. თინა ბოკუჩავა - კობახიძე ისეთივე აგონიური გამომეტყველებით აკეთებდა განცხადებას, როგორი გამომეტყველებაც ვიხილეთ მის სახეზე ევროკავშირის ოფისის წინ. გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა. ბათუ ქუთელია - ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია. კახა კახიშვილი - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ვა-ბანკი, ბოლო გასროლა. ეკა გიგაური - ცოტა ხანში ვნახავთ, აქვს თუ არა შსს-ს ინფორმაცია, ადამიანების ჩვენს საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუ არ აქვთ, ეს დიდი პრობლემაა. ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მას სააკაშვილთან ჰქონდა ვიდეოზარი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა იმავე ლოკაციიდან განახორციელა, რაც გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა. იაგო ხვიჩია - მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხისგან, ვისაც სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, მზად ვარ, მათ დავენიძლავო! გიორგი ვაშაძე - ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა, სახეზე ცნობადობით მაინც. მამუკა მდინარაძე - საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ "ოცნების" ამომრჩეველი უფრო მობილიზდება და ეს გაბრაზებული ხალხი, თუკი ვინმე არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, ახლა ყველა მივა. სააკაშვილის ადგილი არის იმ დაწესებულებაში, სადაც არც წამება, არც გაუპატიურება, რაც მის დროს იყო, არ დაემუქრება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში, სასტუმრო „რიქსოსში“ იმყოფება. თამარ კორძაია - ხელისუფლება რეალურად სირაქლემას პოზიციაშია - რა უნდა თქვას, ის, რომ საზღვრებს ვერ აკონტროლებენ ამ ქვეყანაში? ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე - ეს არის „ქართული ოცნების“ თავსატეხი, მათი პასუხისმგებლობაა ზუსტად, მაგრამ ისინი რუსი ჯაშუშების გადაადგილებას ვერ ადგენენ ამ ქვეყანაში და რატომ არის გასაკვირი ვინმესთვის. უკვე მეოთხე დღეა მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა - რაც შეიძლება მეტი HA HA! ეკა ბესელია - „ქართული ოცნების“ სპიკერების გამბედაობას რომ ვიცნობ, ერთმანეთს გაასწრებენ, გაიქცევიან. გია ხუხაშვილი - ამ ხელისუფლებისთვის ბინ ლადენზე უფრო საშიში ძებნილი სააკაშვილი იყო და საზღვარზე შემოეპარათ - კობახიძემ გადაიპარსოს თავი, მოიხადოს ბოდიში, თავზე ნაცარი დაიყაროს. თორნიკე რიჟვაძე - სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე. იუსტიციის მინისტრი - ნამდვილად არა ვარ დაინტერესებული სააკაშვილის ადგილსამყოფელით - ეს არის მოდელირებული ქრონიკის შემქმნელისგან მოდელირებული ბათუმის ახალი ქრონიკა. ალუდა ღუდუშაური - დანამდვილებით გეუბნებით, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება - სააკაშვილი უკრაინაშია, ის უკრაინიდან არ გასულა. აქვს კი სააკაშვილს ტერორისტის გამბედაობა? - ის არის მხდალი. შალვა პაპუაშვილი - მოგესალმებით ბუენოს აირესიდან. პრობლემა ის კი არ არის, რომ სააკაშვილი მასხრობს, პრობლემა ის არის, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს. მურმან დუმბაძე - სააკაშვილი ბათუმშია - გარწმუნებთ, ხვალ, 20:05 საათზე, როცა ეგზიტპოლები გამოცხადდება, საქართველოს ყველა მოქალაქეს სააკაშვილთან უშუალო კომუნიკაცია ექნება. შსს - გვქონდა უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია და მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია. შს მინისტრის მოადგილე - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გადაადგილება ჩვეულებრივი, სტანდარტული გადაადგილებაა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება. გიგი უგულავა - ყველა ვარიანტში „ოცნებას“ მიშამ შეუსრულა - „ტრუკაჩი“ „ტრიუკებით“ უნდა დაამარცხო. ანა დოლიძე - ამ უნიათო ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა „ნინიას ბაღად“ გადააქცია - სააკაშვილის და ივანიშვილის ჩრდილმა არ უნდა შეგვაშინოს. ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. კარგად გვესმის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და კრიმინალი, იგი სამარცხვინოდ არაერთგზის მოიქცა, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს. ირაკლი კობახიძე სააკაშვილის დაკავებაზე - მივულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას - ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო. მამუკა მდინარაძე - ეს იყო მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია - სხვაგვარი მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ოპერაცია ასეთი წარმატებით შეიძლება, ვერ დასრულებულიყო. შსს მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრებს ავრცელებს. ნიკა მელია - ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილიც გათავისუფლდება და ქვეყანაც - ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, პრობლემაა, როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს. ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში შევიდა. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაიწყო. ზაალ უდუმაშვილი - შოკში ჩავარდნილი „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ სააკაშვილი ტრუსკავეცშია, ბოლოს ამოღერღეს, რომ თბილისშია - ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს სააკაშვილი. პრესსპიკერი - ვლადიმერ ზელენსკი შეშფოთებულია ინფორმაციით და განცხადებათა ტონით, რომლებიც საქართველოში კეთდება. რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. თაკო ჩარკვიანი - საქართველოს ანექსია მიმდინარეობს, სააკაშვილმა ამიტომ გარისკა და გაწირა თავი, მან არ შეაწუხა და არ აჯაჯგურა არავინ.
არჩევნები იქნება ხვალ - გიგი წერეთელი - ყველას მთავარი ამოცანაა, შევცვალოთ ის მანკიერი მართვის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშია. ბადრი ჯაფარიძე - ყველას მოგიწოდებთ, ვიყოთ ფოკუსირებული ხვალინდელ გადამწყვეტ არჩევნებზე - სააკაშვილის ფაქტორი არ შეცვლის არანაირად პოლიტიკურ პროცესებს. გიგა ბოკერია - გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა მოხდება ხვალ არჩევნებზე ჩვენი ხალხის მხრიდან. ICDI და IDMC ერთობლივი სადამკვირვებლო მისია 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ვინც უყურებს ივანიშვილის რეჟიმის საქციელს, როგორი განწყობითაც არ უნდა იყოთ, მოდით ხვალ არჩევნებზე, რომ ამ სამარცხვინო, მაგრამ ტრაგიკულ ამბავს მშვიდობიანად დავუსვათ წერტილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „სამართლიანი არჩევნების“ და „ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის“ შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ. თორნიკე რიჟვაძე - ხვალ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ. ლევან იოსელიანი - თვითმმართველობის არჩევნებია და დიახ, სახურავებსა და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ნიკა ობოლაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნას აპირებს. ვახტანგ ძაბირაძე - ანა დოლიძისადმი მოსახლეობის სიმპათიები დიდია, ამიტომ მას შეიძლება პრეტენზიაც კი ჰქონდეს მესამე ადგილზე, გახარიასთან ჭიდილში. გოჩა ენუქიძე - 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები გადაწყვეტს, როგორი იქნება ჩვენი რეგიონის განვითარება მომდევნო 4 წლის მანძილზე. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მთავარი ფოკუსი უნდა იყოს არჩევნები, რათა შემდეგ არ ვინანოთ, რომ „ეიფორიულად სხვა თემაზე ვიყავით გადართულები და არჩევნები გამოგვრჩა“. ლევან დოლიძე - მკაფიო შეფასება მაქვს იმ დაბნეულობაზე და უსუსურობაზე, რასაც სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებით ვხედავთ - მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს ხვალ არჩევნებზე. ანა დოლიძის მიმართვა ამომრჩეველს - მოდით არჩევნებზე, რომ დავასრულოთ ის, რაც დღეს არ მოგვწონს - ორპოლუსიანობა, სიძულვილი, ჭაობი, რომელშიც იძირება ქვეყანა. გიგა ბოკერია - პროცესებს განსაზღვრავს ჩვენი ხალხის აქტიურობა ხვალ არჩევნებზე, ეს ისედაც ასე იყო, სააკაშვილიც რომ არ დაეკავებინათ.
სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება. დღეს ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას - პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასდროს! იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის - ტყუილად ნურავინ იმუქრება, არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს.
ევროპარლამენტარები - კახა კალაძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე - ვუთხარი, რომ ხვალ, პირველივე ტურში დავამთავრებ არჩევნებს. „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა.
ნათია თურნავა - ეფექტური და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობასა და ეკოტურიზმის განვითარებას.
ჯინ შაჰინი - ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ საქართველოში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, გამარჯვებული ძალაუფლებას ისე აიღებს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 934 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი არ შეეგუება „სიონისტური რეჟიმის“ მოქმედებას მისი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და საჭირო ზომებს მიიღებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია