მიგრაციის რამდენიმე სახე არსებობს, როდესაც მიგრაცია ხდება ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან სოფელში, სოფლიან ქალაქში, როცა ეს მიგრაცია არის იძულებითი ან როდესაც ეს მიგრაცია არის ჩვენი სურვილ-საჭიროებებიდან გამომდინარე.
ქართულ რეალობში განსაკუთრებით ხშირია მიგრაცია სოფლიდან ქალაქში, ან უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი - მიგრაცია მთელი საქართვლოდან, თბილისში.
წინასაახალწლოდ ეს ყოველივე განსაკუთრებულ აუტანლობას ქმნის, ჩვენთვის, ჩამოსულთათვის. აბა წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება (მართალია, ყვავის ასაკის არ ვარ, მაგრამ ეს სიტყვები მაინც განსაკუთრებულს ხდის სათქმელს) დავდივარ სოფლიდან ქალაქში, დილით ჩასვლა - საღამოს ჩამოსვლა, მაგრამ მთელს ამ მარშრუტში იშვიათია სადმე საცობი შეგხვდეს. რა უნდა საცობს აღმაშენებლის ხეივანზე? და დიდუბეში კი მეტრო. ასე და ამგვარად, ჩემს მსგავსად სოფლის სხვ მოსახლეობა რჩებოდა ქალაქური, მეგაპოლისური ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი შემდგენელი ნაწილის გააზრების და განცდის გარეშე - ჩვენთვის საცობი მხოლოდ უცხოურ ფილმებში ნანახი რეალობა იყო, არადა ჯონი ქეიჯი ამბობდა - საცობში სიგნალების ხმაც ისეთივე ღირებული მუსიკაა, როგორც ბეთხოვენის სიმფონიებიო (ზუსტად ეგ არ უთქვამს, მაგრამ ხომ შეეძლო ეთქვა?).
ასე და ამგვარად, ჩვენ აგვიშენეს უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი. ნუ, გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის არავის აუშენებია ის, საკუთარი ბიზნესისთვის ააშენა მფლობელმა, მაგრამ მცხეთის გზაზე ხომ აშენდა? და მცხეთაში სხვა გზა არ მოდის! ამ სავაჭრო ცენტრმა კი, მოახერხა და ოთხზოლიანი მოძრაობა ისე შეაფერხა, რომ კილომეტრიანი საცობი შექმნა. და ახლა, ვიშ მეგობრებო, ჩვენ უკვე ქალაქური ცხოვრების ეს ნეტარებაც გათავისებული გვაქვს.
ახლა დარჩა მენტალობა! მენტალობა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას მოვითმინოთ საცობში დგომა; სასწრაფო დახმარების მანქანა, რომ ყვირის "გამიშვითო" და შენს წინ გზას უთმობენ, შენ კი არ უნდა გაიქცე იმ გზადათმობილზე, არამედ უნდა გაატარო სასწრაფო (და ჯანდაბას, მერე უკან გაყევი იგივე სისწრაფით, რა პრობლემაა); ვიდგეთ საცობში და წინა მანქანას არ ვუსიგნალოთ და ა.შ. ამასაც დრო მოიტანას, მანამდე 1 დღისთვის დახარჯული წლის დანაზოგები შეგვიძლია ვჭამოთ და ერთმანეთს ნაჭამ-ნასვამი ახალი წელი მივულოცოთ და მერე მოვინელოთ ნერვიულობით და თავში ხელის რტყმით (ჩვენთან დანაზოგი პირიქითაა, ჯერ ფული გაქვს და მერე ზოგავ! ასეთი დანაზოგი გავრცელებულია ტერმინით "ბანკში კრედიტი").
P.S. ისწავლეთ ტრანსპორტში ძილი, ნელ-ნელა დაინახავთ მის უპირატესობას ფხიზელ გონებასთან შედარებით!
P.P.S. წელს ტრადიციებზე უარი უნდა ვთქვათ, ქათამი, ინდაური და სხვა მონათესავე ფრინველები სუფრასთან არ შეიძლება. მეტიც - თევზი, რომელიც დაფრინავს (და ასეთი არსებობს), არ ჩააწყოთ ბაჟეში (მაიონეზის წვენშიც ნუ ჩააწყობთ)
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია