აქამდე ისე მოვედი, არასოდეს ზედმეტად არაფერი მომდომებია. პრეტენზიული და განებივრებული არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის ვჯერდებოდი იმას, რაც მქონდა და ბედნიერი ვიყავი. მოკლედ, მე ვიყავი ბავშვი ზედმეტი სურვილების გარეშე.

     ამ ბოლო დროს  "რაღაც რაღაცეები" ვისწავლე და ვფიქრობ, ჩემთვის სასარგებლო. თითქოს ცხოვრებამ  "რაღაცეები" დამანახა და მასწავლა. შეიძლება ითქვას, გამოცდილება მივიღე. აქამდე ბავშვი მერქვა. ჩემი აზრით, ადამიანი იქამდე ითვლება ბავშვად, სანამ იგი ცხოვრებას "გაეცნობა", დაიწყებს ფიქრს არა მხოლოდ მატერიალურზე და ამქვეყნიურზე, არამედ მეტად მნიშვნელოვანზე. დამაგვიანდა, ნამდვილად დამაგვიანდა... მაგრამ, მაინც გავიზარდე!

      ახლა ბევრს ვფიქრობ, დანაკლისი მინდა ავინაზღაურო! ახლა რაღაც ძალიან მინდა, სოფელში, სოფლურად ცხოვრება... ჩემი ასაკის გოგონასათვის ცოტა სასაცილო სურვილია, მაგრამ არ ვმალავ - სოფელში,  სოფლურად ცხოვრება მინდა! (მეც მეღიმება).  მინდა, მქონდეს ხის პატარა სახლი, ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილი. მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც ადრე ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ სოფლებში... რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ვხვდები, რომ ძალიან შეიცვალა ყველაფერი და შევიცვალეთ ჩვენ... სურვილი მიჩნდება, ჩემი მეგობრები და საყვარელი ადამიანები,  სოც. ქსელით კი არ მოვიკითხო, არამედ წერილები დავუწერო, წერილში სმაილის ნაცვლად ჩემს გრძნობებს ვწერდე და გადმოვცემდე. ყველაფერი ნამდვილი და წრფელი მომინდა. ნიღაბის გარეშე.. 

     შევიცვალეთ, გავხდით მეტად ამაყები და უკადრისები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის გვინდა იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სიმანდვილეში ვაგდივართ! მინდა ერთმანეთის დანახვა გვიხაროდეს, მინდა ერთმანეთზე გულში ავს არ ვივლებდეთ, დიდი ილიაც ხომ ასე გვარიგებდა, "მოყვარეს პირში უძრახეო". მინდა ნამდვილები და გულწრფელები ვიყოთ. ყველაფერი ძველაბური, ძალიან ძველებური მომინდა, ის დრო, როდესაც  ადამიანები თვალებიდან სიყვარულსა და სიმშვიდეს ღვრიდნენ. კიდევ ბევრი მინდა, მინდა... მაგრამ, ჩემი მინდა შენ არ გინდა! ☺ 

     ყველას თავისი მინდა აქვს! 

19..12..13 წელი.

ილურა

      

ნახვა: 2034

ტეგები: Qwelly, განცდები, დღიური, ილურა, საფიქრეთი, სინამდვილე, სოფელი, ცხოვრება, წერილები

თა _ მო: დეკემბერი 19, 2013||12:57am

გასარკვევია :) აბანოებთან გეცოდინება ლამაზი სახლები რო დგას, აი იქ ერთ-ერთის ჭიშკარზე ჩანთა-წერილოყლაპიაა :) ერთხელ იქ ჩავაგდეთ წერილი, ისე უბრალოდ მოგვინდა წერილის დაწერა და ჩავაგდეთ, რა იცი იქნებ ოდესმე ნახოს ვინმემ და გაეღიმოს მაინც :D

მაიკო: დეკემბერი 19, 2013||8:11pm

:* :)

თათია: დეკემბერი 19, 2013||8:54pm

თა _ მო ხვალ გავარკვევ და გაგაგებინებ ჩემთან თუ ფუნქციონირებს :) ალბათ, ნანახი გაქვს ფილმი, "წერილები ჯულიეტას", გამახსენე :D 

ცისია: დეკემბერი 19, 2013||11:05pm

ხომ იციიი როომ მე loviing yoooou

თათია: დეკემბერი 20, 2013||10:40pm

ცისია me too :* (hug)

Ilia Elizbarashvili: დეკემბერი 17, 2014||7:46pm

ჩემი მინდა შენ არ გინდა...საინტერესოა... 

თათია: დეკემბერი 17, 2014||7:52pm

ისევე როგორც მე სხვისი.. ;) ყველას ჩვენი გვაქვს 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters