დღეს მსჯავრდებულ პრეზიდენტყოფილის სასამართლო გაიმართლა. მართალია, სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე, მსჯავრდებულ სააკაშვილს, პატიმრობა გაუუქმა, მაგრამ თავად სასამართლოს გადაწყვეტილება არავის აინტერესებდა - მთავარი იყო აქციები და ხმაური სასამართლოს თემაზე და სასამართლოს ირგვლივ. სააკაშვილი სასამართლოს არ „დაასწრეს“ და ამან ახალი აქციები გამოიწვია. დღეს პრემიერისა და მერები შეხვედრაც მოეწყო და მეინსტრიმული გამოდგა. დოლარის ღირებულება - 3.1523 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 10 ნოემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი. შოთა რეხვიაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ასაკობრივ პენსიონერებთან, 200-ლარიანი ვაუჩერის გაცემით.

      პრეზიდენტის სასამართლო - ადვოკატი - რატი ბრეგაძეს პირდაპირი დირექტივები ჰქონდა, რომ სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის დასწრების გარეშე უნდა ჩატარდეს. ადვოკატი - ჩვენ მზად ვართ არ შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს ციხეში, თუ ის გადაჰყავთ სასამართლო პროცესზე - არ დავაბრკოლებთ ამ პროცესს. ხატია დეკანოიძე - თუ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე არ გადაიყვანენ, ეს დადასტურება იქნება იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია პატიმარი სააკაშვილის. ბექა ბასილაია - სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს - ახლა სასამართლოში ვეცდებით, რომ როგორღაც უზრუნველყონ მისი პროცესზე გადაყვანა. პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა. საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. ზურაბ ქადაგიძე - „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკის შეტანა სასამართლოშიც დაიწყო და დაიგეგმა სპეცოპერაცია „მოსამართლეები რიგითი სააკაშვილის და საკუთარი კარიერის გადასარჩენად“. თინა ბოკუჩავა - ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავთ, პოლიტიკური თამაშია და ივანიშვილს იმდენად ეშინია, რომ ის გადამალა. გიგი უგულავა მოსამართლეს - სააკაშვილი მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ. პროკურორი გიგი უგულავას - კანონებს ნუ მასწავლით! გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ჯარჯი წიკლაური - გიორგი უგულავას მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა. სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის - ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილის და ლია ორკოდაშვილის აცილებას ითხოვენ. ბექა ბასილაიას განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად სააკაშვილის პროცესებში ჩართვის შესახებ, მათთვის მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო დარბაზი დატოვეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - სასამართლო დარბაზში მივიღეთ მოცემულობა, როდესაც სიამტკბილობაში დარჩნენ ბრალდება და სასამართლო. 7 ნოემბრის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა. პროკურორი - მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, ვინაიდან იგი მსჯავრდებულია გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე. ნიკა გვარამია - 29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნით თქვეს, რომ საკითხს მიხეილ სააკაშვილის გარეშე განვიხილავთ, რადგან ცოცხალი არ იქნებაო. ადვოკატი - საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს - ელოდებიან სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ მან გადაადგილება ვერ შეძლოს. პროკურორი - ადვოკატებს აქვთ დაჟინებული მცდელობა აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხონ, თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის. საიას თავმჯდომარე - რატომ არ უნდათ, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში იყოს, სამართლებრივი და პროფესიული თვალსაზრისით, ახსნას ვერ ვპოულობთ. უკრაინის ომბუდსმენი - ქართულმა მართლმსაჯულების სისტემამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მე-6 მუხლი დაარღვია.

      შემომყვანების სასამართლო - გიგა ბოკერია - მთელი პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრის ყურადღება სააკაშვილისა და მისი საქართველოში შემოყვანაში ბრალდებულების სასამართლო პროცესებისკენ უნდა იყოს მიმართული. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

      აქციები - იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. სუს-ის შენობასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. დავით კირკიტაძე - ჩვენი სიმტკიცით, გამძლეობით, მშვიდობიანი მანიფესტაციით აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რაც ჩვენს საპროტესტო ტალღას აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მყოფი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ხაბეიშვილს - შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, ინტრიგანი, პროვოკატორი, უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე. თინა ბოკუჩავა - ეკატერინე ტიკარაძემაც ყველა სხვა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედა და უარი განაცხადა დეპუტატებთან შეხვედრაზე. „ემპათია“ - პირველხარისხოვან ამოცანად მიგვაჩნია სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური წამების შეწყვეტა და მისი სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც ვერ განხორციელდება მე-18 დაწესებულებაში და ზოგადად, საქართველოს ციხეთა სისტემაში. გიგა ბოკერია - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება დადასტურებაა, რომ ეს არის არამარტო შერჩევითი სამართალი ან პოლიტიკური დევნა, არამედ პოლიტიკური, პერსონალური შურისძიება. ზაალ უდუმაშვილი - პანიკური შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის - მისი ეშინოდათ, როცა იყო უკრაინაში და მითუმეტეს ეშინიათ, როცა ის არის საქართველოში. თინა ბოკუჩავა - ორი დღის განმავლობაში ვითხოვთ სააკაშვილთან შესვლას, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატმა განგვიმარტა, რომ თავად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არ არის თანხმობა, რაც კანონდარღვევაა. ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილს - ჩემი სურვილი და თხოვნაა, შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია. ნონა მამულაშვილი - კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, მიხეილ სააკაშვილის პანიკური შიში აქვს. შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 პირი დააკავა. „ნაციონალური მოძრაობა” - სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე - დაარღვევენ, მე მივალ და დავშლი, ვეტყვი: წაეთრიეთ აქედან - თუ კაცი კვდება და საჭირო გახდა, მზად ვარ, მეც ვიკისრო პასუხისმგებლობა.

      პრემიერი და მერები - პრემიერ მინისტრი გამარჯვებულ მერებს შეხვდა - ნინო ლაცაბიძე - პრემიერის მხრიდან არის დაპირება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გვერდში დაუდგება და ჩვენ ერთად აუცილებლად შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას. გარდაბნის მერი - დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით. დუშეთის მერი - მე დუშელი ვარ და ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები - ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება. კასპის მერი - დაგეგმილი გვაქვს სოფლებში მისასვლელი გზების და რამდენიმე ქუჩის, ასევე სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. ლაგოდეხის მერი - მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის მეთაურისგან. დედოფლისწყაროს მერი - მიმდინარეობს მსხვილი პროექტები, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. პრემიერ-მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და პროექტების განხორციელებაში უშუალო ჩართულობისკენ მოუწოდა. ონის მერი - ქალაქ ონში ძირითადი პრობლემაა წყლით მომარაგება, ამის თაობაზე შედგა პრემიერთან საუბარი და ამ პრობლემის გადაჭრის გზაც მოიძებნა. გურიის გუბერნატორი - გურიის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროექტი, რომელმაც მრავალ ადამიანს შესაძლებლობა მისცა, დასაქმებულიყვნენ. ავთანდილ თალაკვაძე - აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე. ზესტაფონის მერი - პრემიერის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრისას. ბათუმის მერი - ყველა იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებთან გვქონდა და ყველა იმ პროგრამულ პრიორიტეტებს, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ერთობლივად გავუმკლავდებით და გადავწყვეტთ დადებითად. ფოთის მერი - ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იმ გეგმებისა და პროექტებისთვის, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და წინასაარჩევნოდ გვქონდა გაცხადებული.

      დიდსულოვანი განცხადება - გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხის თანამშრომელი გააკრიტიკა, რომელმაც მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. „ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, შვილის მეგობრებმა და კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავთ ჯალათი", - განაცხადა უგულავამ. მოგვიანებით, უგულავამ ამ განცხადების გამო სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა. ელენე ხოშტარია - კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება, ვგმობ, არ ვეთანხმები. გიორგი ვაშაძე - გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად - ვერასდროს შვილები მშობლის გამო პასუხს ვერ აგებენ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჯანმო - ევროპის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა. გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 39 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ემანუელ მაკრონი 65 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის მიღებისკენ მოუწოდებს. სომხეთში კორონავირუსის 1675 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 69 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1 239 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1876 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 213

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

ლაშა: ნოემბერი 11, 2021||4:53pm

კადრების გამოქვეყნება, სადაც მიშა მძლეთამძლეა, კიდევ ცალკე მარკეტინგული გათვლაა მგონი.

vako: ნოემბერი 14, 2021||1:32am

იმედია დიდი ხანიიქნება მანდ მიშიკო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Pros and Cons of the Keto Diet,.

გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 4, 2025.
საათი: 2:28am 0 კომენტარი

No doubt you’ve already heard about the ketogenic diet, also known as keto. Whole Pinterest boards and Instagram accounts are dedicated to the trend, and it has some pretty famous followers, including Halle Berry and Kourtney Kardashian. Before you give it a go, you’ll want to know what it involves, how it works and, most importantly, Supraketo.org what nutritionists and…

გაგრძელება

Keto Bread Recipes - my Keto Kitchen

გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters