"ხელი უნდა გაიწოდო და გლახაკად უნდა დაჯდეო". სამების ლავრის შესასვლელში ერთი უცნაურად შემოსილი ქალატონი ზის და მომლოცველებს მოწყალებას სთხოვს. ვინც მას იცნობს, იცის, რომ მისი სახელია ნათელა-ნათია. ბევრს ახსოვს ტაძრებში მოსიარულე ეს ქალბატონი, რომელიც თავისი ასევე უცნაური ქცევით თუ შეძახილებით ხალხის ყურადღებას იქცევდა... ნათელას სიყვარულით ვკითხე,

- უცნაური ხომ არ ხართ უცხოს თვალში-მეთქი.

- ჰო, ძალიან ბევრს ვეუცნაურები, სიყვარულითვე მიპასუხა, - მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.

- ბედნიერი ხართ?

- რასაკვირველია, შვილო, რადგან უფალთან ვარ.

- თქვენზე ამბობენ, მამა გაბრიელის, ახლა უკვე წმინდა მამა გაბრიელის სულიერი შვილიაო... როგორ გაიცანით მამა გაბრიელი?

- ჩემი სახელი და გვარია ნათელა ბაჩუკიშვილი. მამა გაბრიელს პირველად თელეთის წმინდა გიორგის ტაძარში შევხვდი... იქ დადიოდა ხოლმე ფეხშიშველი. იქ მნახა და ხელი დამასხა. იმის მერე მზრდიდა. ხან სად შემხვდებოდა, ხან სად, შინაც მოდიოდა ჩვენთან. ჩემი წინაპრების აშენებულია თელეთის წმინდა გიორგი. ბებიამ - დედის დედამ მითხრა, ჩვენმა წინაპრებმა ააშენესო. ეს ერთადერთი ტაძარია საქართველოში, რომელიც ქართველებმა, ბერძნებმა, სომხებმა და თათრებმა ააშენეს.Dდიდი სიყვარულით და დიდი რწმენით არის აშენებული ეს მადლიანი ტაძარი. დედა ძალიან მორწმუნე გახლდათ და ამ ტაძარში დავყავდი. ჩემი ბებია, ნატალია, ჭავჭავაძის ქალი იყო. ძალიან სწამდა უფლის. ძირითადად მისი გაზრდილი ვარ. ის მასწავლიდა ყველაფერს. თვითონ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ცხოვრობდა. დიდი ღვთისმშობლის ხატი გვქონდა. ღვთის წყალობით, ბებია ყველა მარხვას ინახავდა. მისგან ვიცოდი, რომ ჩვენს სოფელში, ტყეში, მონასტერი იყო, სანაგირე, ისიც ჩვენი წინაპრების აშენებული. მეტყოდა, ამის ქვეშ გვირაბი იყოო. თურმე იმ გვირაბით დადიოდა ხალხი. იქიდან გამოდიოდნენ ანაგაში და იქ აუშენებიათ მთავარანგელოზის ტაძარი. ვიცოდი, რომ მამა გაბრიელი მღვდელი იყო. როცა დავუახლოვდი, რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი ისე ცხადდებოდა. ხშირად ვხვდებოდი თელეთში, თბილისშიც. ნავთლუღის ბაზართან, წმინდა ბარბარეს ტაძართან ცხოვრობდა. ცხრა წელი ვიმუშავე თელეთში, ავტონაწილების მაღაზიის დირექტორად. მაშინ უკვე მამა გაბრიელთან ძალიან დაახლოებული ვიყავი და სულიერ მამობას მიწევდა. აღსარებებს ვაბარებდი. შემდეგ კლინიკურ სიკვდილში ჩავვარდი. თორმეტი დღე მკვდარი ვიყავი, მეცამეტე დღეს ღმერთმა აღმადგინა. ეს ყველაფერი იცოდა მამა გაბრიელმა. მოვუყევი, როგორც იყო. მაწყნარებდა, მამშვიდებდა. მე რა კურთხევასაც მოგცემ ის უნდა შეასრულო და ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნებაო... მეც დავეთანხმე. ხან სად მივყავდი, ხან სად. ხან სასაფლაოებზე მატარებდა, ხან ტაძრებში.. ათასნაირ კურთხევას მაძლევდა. მერე დავდიოდით სანაგვეზე.Bბევრი ხატები ამოგვიღია სანაგვეებიდან. ღმერთმა შეუნდოს, აპატიოს მათ ხატების უპატიოდ დაყრა. ხატებს ამოვიღებდით და მერე თვითონ ასუფთავებდა და ჩარჩოებში სვამდა. ზოგს ხალხს ჩუქნიდა, ზოგს თავის აგებულ ტაძარში კიდებდა. მამა გაბრიელისგან ვიცი, შვილო, რომ სამი დიდი მანქანა ძვირფასი, მოოქრული ხატები პატრიარქს შესწირა. კლინიკური სიკვდილის მერე ქაშუეთის ტაძარში დავიწყე მსახურება, პირველ სართულზე მესანთლე ვიყავი. არ მინდოდა მესანთლედ მემუშავა, ფულთან მქონოდა საქმე. ტაძრის გამგებელს ვეხვეწებოდი, დამლაგებლად გადამიყვანეთ-მეთქი. გინდა თუ არა, სანთელი უნდა გაყიდოო, - მპასუხობდა. მამა გაბრიელ, რა ვქნა-მეთქი. შვილოო, სამებას ეხვეწე, რომ მაქედან გაგაგდონო. მეც ვიჯექი და ვეხვეწებოდი. ერთ მშვენიერ დღეს მართლაც მოხდა სასწაული, ტაძრიდან გამომაგდეს. თან ვტიროდი, რატომ გამომაგდეს-მეთქი. მინდოდა ეკლესიაში მემსახურა, მაგრამ მან ხომ უკეთ იცოდა ჩემი ჯვარი. მამა გაბრიელის სიცოცხლეშივე ღმერთი მალაპარაკებდა, რომ ერთადერთი დიდი წმინდანი სალოსი მამა, ჩემი ბერი გაბრიელი იყო. მის სალოსობას, მის ცხოვრებას ღმერთი მაყურებინებდა და მასთან ერთად მატარებდა. რაღაც განსხვავებული ადამიანი იყო. ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რომ ვერც გაუგებდი. ყოველთვის დიდ წმინდა მამად მიმაჩნდა. მახსოვს, ქაშუეთში რომ შემოვიდა, თავზე ბუმბული ჰქონდა გაკეთებული და ფეხშიშველი იყო. მივედი, ვემთხვიე და კურთხევა ავიღე. ტაძარში ერთი მტირალი ქალი შემოვიდა, - შვილი მყავს ავად, თუ საშუალება გაქვთ, დამეხმარეთო. წირვა მიმდინარეობდა. მამა გაბრიელმა ხელში აიღო დიდი სინი, სეფისკვერები გადაალაგა და დაიყვირა, - ხალხო, წმინდა ნიკოლოზი ითხოვს გაჭირვებულისთვის შემონაწირს და გთხოვთ შემოწიროთო. მაშინ ხალხს ასე არ უჭირდა. შეაგროვა ფული და გადასცა ამ ქალს. თან უთხრა, - წმინდა ნიკოლოზმა გამოგიგზავნაო. მერე თვითონ ადგა და მითხრა, - ნათია, შვილო და დაო (ასე მომმართავდა ხოლმე), წამოდი, ჩემთან წავიდეთო. გამოვედით და ერთად წამოვედით, დავდიოდით ქუჩა-ქუჩა, ტაძრებში ვლოცულობდით. ლოცულობდა და ყველას უკვირდა. ღმერთმა შეუნდოს. ისეთი მოქმედებები ჰქონდა, რომ გეგონებოდათ, გიჟიაო, მაგრამ სალოსობა ეს არის. კიდეც ვამბობდი, დადგება დრო, რომ წმინდანად აღიარებენ-მეთქი ერთხელ კელიაში დოქით წყალი შემატანინა. მასთან კელიაში მისულს თუ არ დააპურებდა, ისე არ გაუშვებდა. დავსხედით სატრაპეზოდ. დოქი აიღო, ჯვარი გადასახა, დამისხა წყალი და მითხრა, - დალიე შვილოო. დავლიე და ღვინო იყო. თქვენი თვალით ამას რომ ნახავთ, არ იფიქრებთ, რომ ეს დიდი მამაა? ღვთით მამა გაბრიელის უამრავი სასწაული მინახავს... რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი ისე ცხადდებოდა. მადლობა შეწირე უფალს, მოიგროვე მადლი და არა ცოდვებიო, - მარიგებდა. ერთხელ ვუთხარი, - მამა გაბრიელ, რა უნდა გავაკეთო, რა კურთხევას მაძლევთ-მეთქი. აიღო სანთელი, დაანთო ქრისტეს, ღვთისმშობლის წინ და ცრემლებით იტირა. შვილო, მე ეს არ მინდა, ეს ღვთისმშობელს უნდა შენი თავმდაბლობისა და ცხონების გულისთვისო. ხელი უნდა გაიწოდო და გლახაკად დაჯდეო. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია. იმიტომ, რომ არც ფული მაკლდა და არც აგარაკები. აღარ ვიცოდი, ვისთვის რა მეჩუქებინა და გლახაკად როგორ დავჯდე-მეთქი,Uუარი ვუთხარი. შემომხედა - ხომ მითხარი, შვილო, რა ვქნაო. ღვთისგან ეს პასუხი მივიღეო. ძალიან მიჭირდა - მაგ კურთხევას ვერ შევასრულებ-მეთქი. დამაწყნარა, დამამშვიდა ყველაფერი კარგად იქნებაო. თვითონ მატარებდა, მახსოვს, პირველად სიონში მიმიყვანა და იქ დამაყენა გლახაკად. ხელი მქონდა გაწვდილი. ერთ დღეს მოვიდა ერთი კაცი და ბევრი ფული ჩამიდო ხელში. ამპარატავანი ვიყავი, ამ გლახაკობამ თავმდაბლობა მასწავლა. ავდექი და ეს მოცემული ფული ამ კაცს მივუგდე და მივაძახე, - ფული არ მინდა, თუ გინდა, შენი იყოს-მეთქი. დამაწყნარა მამა გაბრიელმა. ცოტა დრო რომ გავიდა, ქაშუეთში დამაყენა. ასე, ნელ-ნელა შემაჩვია გლახაკობას. მერე მკაცრად მითხრა, - იცოდე, ნათია, შვილო და დაო, შენ ღვთით აღკვეცილი მონოზანი ხარ, მცხეთა-თელეთის იღუმენი და ეს კურთხევა რომ არ შეასრულო, დაისჯები. ამიტომ უნდა დაჯდე, ხალხი ლოცო და მოწყალება მიიღოო. მას შედეგ 17 წელი გავიდა. მამა გაბრიელი ჩემთან შინაც მოდიოდა, მიკურთხა სახლი. ჩემი შვილი ნინო მისი გაზრდილია. მის კელიაში ბევრჯერ ღამე დავუტოვებივართ. თვითონ მიწაზე წვებოდა ხოლმე და საწოლში ბავშვს აწვენდა. ძალიან თავმდაბალი და საყვარელი ადამიანი იყო. ერთი დღე რომ არ მოვიდე სამების ლავრაში და ხელი არ გავიწოდო, ვიცი, დავისჯები. ქრისტიანისთვის პირველი არის მორჩილება და ლოცვა-კურთხევის შესრულება. აქ მოსულებს ყველას დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვლოცავ. დედა ღვთისმშობლისა და მამა გაბრიელის დახმარებით. ღმერთს რომ გაჰყავდა მამა გაბრიელი, მცხეთაში ვიყავი, მის კელიაში. ბევრჯერ მეტყოდა: ნათია, შვილო და დაო, უფალს მივყევარო. მეორე წუთში ისეთ რამეს გააკეთებდა, თითქოს მართლა კვდებოდა. შევხედავდი და ცოცხალი იყო. ამიტომ არ მჯეროდა მისი საუბარი გარდაცვალების შესახებ. ვუთხარი, - კარგი, ნუ ამბობ მაგას-მეთქი. რომ იწვა მთელი სახე უბზინავდა, გაპრიალებული ჰქონდა. მერე მითხრა, აღარ გეხუმრები, ნამდვილად ღმერთს მივყავარ და მიმაქვს თქვენი ყველას სიყვარული. აბა, შენ იციო და დამლოცა. აღსარება ვის უნდა ჩავაბარო-მეთქი. მოხვალ ჩემთან საფლავზე, დაჯდები და მეტყვი ჩუმადო. მერე მიხვალ რომელიმე ტაძარში, შენდობის ლოცვას წაგიკითხავს მღვდელი და ეზიარებიო. სალოსები უკვდავები არიან. ჩემთვის ყოველთვის დიდი წმინდანი იყო სალოსი მამა ბერი გაბრიელი. ბედნიერი ვარ, რომ მისი სულიერი შვილი ვიყავი. მარტივი ენით დაგმოძღვრავდა - სიყვარულით. სხვები რომ მოდიოდნენ, ზოგს დაუყვირებდა, ზოგს ეჩხუბებოდა, მაგრამ სიყვარულით. მადლს აძლევდა და გააგდებდა. მე ეს არ ვიცოდი. მეც ვტიროდი და ვეუბნებოდი, - თუ სხვას მადლს აძლევ, მეც მომეცი, მეც მისაყვედურე-მეთქი. რა გისაყვედურო, შენი ცოდვით ქრისტე ტირისო, და მომეფერებოდა ხოლმე.

იხილეთ ვიდეო:

  • პანაშვიდი მამა გაბრიელის საფლავზე

ნახვა: 269

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაბრიელი, სალოსი, წმინდანი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp:Key Strategies for Movement and Extraction in ARC Raiders

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 26, 2025.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

ARC Raiders Items blends dynamic combat, immersive cooperative play, and high-stakes extraction mechanics to deliver a sci-fi experience that encourages teamwork and tactical thinking. At its core, the game balances fast-paced action with resource-driven decision-making, challenging players to survive hostile environments filled with ARC machines and rival human groups.

Combat is built around mobility and timing.…

გაგრძელება

Shower Drain Manufacture Enhancing Hygiene And Reliable Water Management

გამოაქვეყნა hasen hasen01 factory_მ.
თარიღი: დეკემბერი 26, 2025.
საათი: 7:09am 0 კომენტარი

A well-designed bathroom combines aesthetics, comfort, and efficient water management, and…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters