აღდგომიდან მეხუთე კვირას, ქრისტეს ეკლესია ზეიმობს დღეს ანდა უფრო მართებულად რომ ვთქვათ, იხსენებს იმ დღეს, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე სამარიტელ ქალს შეხვდა სუქარში, იაკობის ჭასთან. ადრე უკვე დავწერე გულისტკივილით, რომ არ შეიძლება ხარება დღის სიხარული გადაფაროს წმინდა ქალაქის კურთხევის დღესასწაულმა (იხ. სტატია), და ახლაც იმავეს გამეორება მიწევს. არადა თითქოს სახარებაში სწორედ ეს ამბავი ამოიკითხეს, ლიტურგიკულ წეს-განგებაშიც სწორედ ამ დღის საკითხავები ისმოდა მწუხ-ცისკარსა თუ წურვაზე, და მაინც - მილოცვებში, დღეს აქცენტი ოჯახის სიმტკიცის დღეზე გაკეთდა. უცნაურია, ამ სამარიტელ ქალბატონს ხუთი ქმარი ჰყავდა. დიახ, ქალს ხუთი ქმარი ჰყავდა და რომელიც ახლა (იგ. ქრისტესთან შეხვედრის დროს) ჰყავდა, ისიც არ იყო მისი ქმარი წესისა და კანონის მიხედვით, მაგრამ დღევანდელ დღეს ეს არ იყო მთავარი - ეკლესია ამ შეხვედრას ზეიმობს იმიტომ, რომ ქრისტემ ღმერთის შესახებ უამბო სამარიტელ ქალს და უთხრა რომ „სულ არს ღმერთი“, ქრისტემ როგორც წინასწარმეტყველმა უთხრა თუ სად „ჯერ არს თაყვანისცემაი“, უთხრა რომ ის წყალი კი არ არის მთავარი, რომელსაც დალევ და კიდევ მოგწყურდება, არამედ ის წყალია უპირატესი, რომელიც საუკუნოდ იდინებს ცხოვრების წყაროდ თითოეულ ადამიანში. გაოცებულ მოციქულებს უთხრა, რომ მომკალი და სამკალი ერთად იზიმებს და იხარებს საუკუნოდ. დღეს, ღმრთის და მისი მეუფების შესახებ უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე სხვა დღეებში ვიცოდით. აი, ამ დღეს ზეიმობს ქრისტეს ეკლესია და არ შეიძლება ასეთი დღეები ჩაანაცვლოს სხვა მოლეგენდე ზეიმებმა - ოჯახის სიმტკიცემ თუ სიწმინდემ, რომელსაც ეს ქალბატონი საერთოდ არც კი იცავდა და ა.შ.

      არის მეორე ვარიანტიც - შეიძლება ჩემთვის უბრალოდ ეს ამბები იმ ტკბილი წარსულისაა, როდესაც ქრისტეზე საუბარი, მოსმენა მისი ჭეშმარიტებისა ბედნიერს მხდიდა და ამიტომ ვხდი ამ დღესაც გამორჩეულად საკრალურსა და განსაკუთრებულს. ვინ იცის...

P.S. ეს იმ სამარიტელი ქალის ხატია: 

წყარო: იესო ქრისტე და სამარიტელი ქალი

ნახვა: 217

ტეგები: Qwelly, ბლოგი, სამარიტელი, სარწმუნოება, ქრისტიანობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters