კიდევ ერთი ეპიზოდი მასხარების ცხოვრებიდან
ერთხელ, იქ, სადაც ზეციური მართლმსაჯულება ზეციური სამართლის თეთრ დარბაზებში მტყუან-მართლის გარჩევით იყო გართული, მე და ჩემი ძმები, ყურებდიდა და ნიკაპგრძელა მასხარები, ჩუმად შევიპარეთ და ღრუბელს ამოფარებულებმა თვალი მივადევნეთ ღვთის სიმართლით გაჯერებულ და განაჩენის გამოტანით გართულ ოცდაოთხ ნაფიც მსაჯულს, რომლებიც ვარსკვლავმხედრის ამაღლებულ ტახტის მისადგომებთან განთავსებულიყვნენ და ძალაუფლების კვერთხის ბრახუნითა და კანონის ბეჭდის დაღის დასმით გამოჰქონდათ მარადიული საბრალდებო დასკვნა.
ერთმა მსაჯულმა უხუცესთაგან, ბრალდებულს ჰკითხა:
-რად გაქვს სამოსი დასვრილიო?
ბრალდებულმა უპასუხა:
-არ ვიცი მოსამართლევ, ვიდრე აქ მოვხვდებოდი მეგონა სუფთად მეცვა. იქ, სადაც ვცხოვრობდი არ ჩანდა მასზედ ლაქებიო.
-ჰოი უგუნურო, ეგ ჭუჭყი შენს თვალებზე გადაკრულმა თვითსიმართლის ბინდმა გადაფარა და ამიტომაც ვერ ხედავდი შენს დასვრილ სამოსსო. ამიტომ ახლა ვეღარაფერი გიშველისო.
მართლაც გამოიყვანეს საცოდავი და წყვდიად-ბნელში უკრეს თავი.
შემდეგ სხვას მიუბრუნდნენ და გაოცებულებმა ჰკითხეს:
- ნუთუ შენს სამოსს ლაქა არა აქვსო?
გაღიმებულმა უმწიკვლომ ალალად შეანათა წრფელი თვალები მოსამართლეებს და უპასუხა:
- საიდან მექნება უზენაესებო, როცა ჩემს სამოსს ყოველ დღე გულმოდგინედ ვრეცხავდიო?
- რით რეცხავდიო? - იკითხეს უფრო მეტად გაკვირვებულმა მსაჯულებმა.
- რითა და უკვდავქმნილი სისხლით, რომელიც ერთმა ღრიბ-ღატაკმა კაცმა მიბოძა, რომელსაც თვალებში ეტყობოდა, რომ ვინმე დიდებულთაგანი უნდა ყოფილიყო. ჩამოიარა, ფერდიდან გამოიდინა, მომაწოდა და დამარიგა: ამით რეცხე ყოველდღე შენი სამოსი და მიხვდები ერთ მშვენიერ დღეს, რომ ეს იქნება შენი სიმართლეო.
ამის გაგონებაზე მხედართმთავარი ტახტიდან წამოიმართა, განსასჯელის მიუახლოვდა, გულში ჩაიკრა და დარბაზს მიმართა:
- ეს სწორედ ის კაცია მე რომ ჩემი წმინდა სისხლით დავფარე და როგორღა იხილავთ მის სამოსზე ჭუჭყსო?
მე ამ დროს გულმა ვეღარ მომითმინა და სამალავიდან გამოსულმა ჯიქურ მივახალე მხედართმთავარს:
-მაშ იმ კაცმა რაღა დაგიშავა, იმისთვისაც მიგეცა ეგ სისხლი და გადარჩებოდა მსჯავრს-თქო.
ნაღვლიანად შემომხედა თეთრმა მხედარმა. მოწყენილი თვალი თვალში გამიყარა და მითხრა:
- ეჰ განა მოიძებნება ის ვისაც ეს სისხლი არ შევთავაზე? მაგრამ განა ყველამ დამიგდო ყურიო. რას იზამ მეგობარო, უგუნურებს თავიანთი ჯოჯოხეთი საკუთარი ზურგით დააქვთო.
დაფიქრებულები დავბრუნდით მე და ჩემი ძმები სახლში და იმ დღიდან მოყოლებული გამუდმებით ამაზე ვბჭობთ და ვფიქრობთ.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია