ამონარიდი, სამოსელი პირველი, გურამ დოჩანაშვილი, samoseli pirveli, guram dochanashvili, qwelly, blog,

      - და უზარმაზარ ფანჯრებდაგმანულ ეტლში აღმოვჩნდი მაშინ, სხვა ქალაქისკენ მიდიოდა, - განაგრძობდა მიჩინიო, გამოქვაბულში, გრილად მოჭიქულ წყვდიადში ისხდნენ, - ოცნი ვმგზავრობდით, და სუყველანი გამორჩეული ავაზაკები იყვნენ, ვიღაცა ერთის გარდა, იმას არ ვიცნობდი, თავისთვის იჯდა კუთხეში, წყნარად. ნიღაბი მხოლოდ მე მეკეთა, და საგანგებო დავალებაზე მიმავალი ვეგონე ყველას, არავინ უწყოდა, რომელი კამორელი ვიყავ, მერიდებოდნენ. ვიწრო ჭრილიდან შევცქეროდი მათ, ავაზაკებს, კარგად ვიცოდი ყოველი მათგანის ასავალ-დასავალი და სურვილისაგან მაჟრიალებდა - მე ხომ სწორედ იმიტომ მივედი კამორაში, ასე მეგონა, თუკი სიკეთის მთესველი ვარ, ბოროტება უნდა მოვსპო-მეთქი და იმ დიდი ეტლის უფსკრულში გადაჩეხა მყარად მქონდა გადაწყვეტილი. ხანდახან იმ უცნობსაც შევავლებდი თვალს - რაღაც ძალიან უცნაური იერსახისა იყო, დაფიქრებული; ვერც შეატყობდი, გულში რა ედო. მხოლოდ ის მგზავრი არ ვიცოდი, დანარჩენების მოსასპობად კი კაცი უკეთეს დროს ვერ ინატრებდა. და მეეტლემ წინასწარ დათქმულ ადგილას რომ შეაჩერა ეტლი, მძიმედ გადმოვედი, კარი მივხურე და ვითომ ფულის მისაცემად დინჯად მივუახლოვდი მეეტლეს, მერე ვისკუპე, გადმოვაგდე და კოფოზე ჯერაც დამჯდარი არ ვიყავ, ცხენებს რომ გადავუჭირე წართმეული შოლტი, ეტლში მსხდომთ არაფერი გაუგიათ. მივჭენაობდით, თოთხმეტი ცხენის სადავე მეპყრა ხელთ, კარგად ვიცოდი - უფსკრულს როგორც კი მივუახლოვდებოდით, განზე ჩაქროლების ნაცვლად სწორედ იქითკენ გავაჭენებდი ცხენებს, ერთსაც ღონივრად დავიქნევდი შოლტს და მე კი უვნებლად გადმოვხტებოდი. მოუთმენლობისგან ავწრიალდი, ზეზე დგომელა მივერეკებოდი ცხენებს, ერთი სული მქონდა, სანამ იქამდე მივაღწევდი, ასე მეგონა, მართალი ვიყავ; სულო ცოდვილო - ვზეიმობდი წინასწარ კიდეც, მაგრამ უეცრად ის კაცი გამახსენდა, აის უცნობი და ხასიათი წამიხდა; რაღაცნაირად, შევიბოჭე, სულ მისი სახე მიტივტივებდა, გამოუცნობი. "დიდი ამბავი", - გავიფიქრე, მინდოდა თავი მემართლებინა, - ვინც გინდა იყოს, სამაგიეროდ თვრამეტ ავაზაკს მოვაცილებ ქვეყანას და ამით რამდენ კაცს გადავარჩენ-მეთქი... მაგრამ ის კაცი, თავისთავად, ისევე როგორც ყველანი ჩვენ, დომენიკო, თავისი თავისთვის ერთი, ერთადერთი იყო, და როგორც ყოველს, იმასაც მარტოკინად ჰყავდა უძვირფასესი რამ ქვეყანაზე - საკუთარი თავი, მხოლოდ მისეულ, მთელ სამყაროს რომ იტევდა და მისი ქვეყანა მხოლოდ მისით ცოცხლობდა, მხოლოდ... და იმ კაცისთვის რა იყო, აბა, ის თვრამეტი ავაზაკი, რა? - არაფერი, თუკი სიცოცხლე წაერთმეოდა... თან, არც ვიცოდი, ავაზაკი იყო თუ არა, გინდაც ყოფილიყო, "რა უფლება მაქვს!" - შევუწყერი თავს და კვლავ შევყოყმანდი; მერე ისიც კი გავიფიქრე, ეტლს თავადაც რომ გადავყოლოდი, იმ კაცისადმი დანაშაული თითქოსდა ამით გამომესყიდა; მაშინვე მივხვდი, ესეც რომ არ იქნებოდა სწორი - იმ კაცისათვის, მეც სულერთი ვიყავ, რა მე და რა ის ავაზაკები, ძაან არ ვენდომებოდი? თუ მოკვდებოდა... და ღონივრად მოვზიდე სადავე, გავაჩერე ეტლი, მეწინავე ცხენისკენ გავიქეცი, სწრაფად გამოვხსენი, მოვახტი და უკანვე, კამორასკენ გავაჭენე. ამასობაშ ეტლიდან გამოცვივდნენ, რაღანაირი ლანძღვა-გინება არ დამადევნეს, დაწევით რაღას დამეწეოდნენ, განაგრძობდნენ მერე ალბათ გზას, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ ავაზაკთაგან დღესაც არავის ეცოდინება, იმ კაცმა მისდაუნებურად ყველანი სიკვდილს რომ გადაარჩინა"

წიგნი:

სამოსელი პირველი / გურამ დოჩანაშვილი /

ნახვა: 1364

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, გურამ_დოჩანაშვილი, სამოსელი_პირველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters