"ნუ გეშინია დედა" - ნ.დუმბაძე

– თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ? – ვკითხე უცებ გელას.

     გელა ჯერ დაიბნა, სავარძელსი აჭრიალდა, მერე დაფიქრდა და დინჯად დაიწყო.

– მე უნაკლო სამშობლო მიყვარს. ყოველშემთხვევაში, მინდა უნაკლო რომ იყოს. ყველაფერს კარგს მივესალმები და ყველაფერი ცუდი მეზიზღება.

– გეზეზღებათ? – ვკითხე მე.

– ძალიან!

– მერე სად უშვებთ ამ ცუდს?

– ყოველ შემთხვევაში, გურამივით (გურამმა კრითიკული სტატია გამოაქვეყნა სამშობლოს მდგომარეობაზე) ჭუჭყიანი საცვალი არ გამომიფენია ეზოში საქვეყნოდ გასაშრობად და არ ვყვირი, რაც ცუდი ხდება, ჩვენი ბრალიაო. ჩემი რა ბრალია, თუ ვიღაც მორფ იკეთებს და კაცს კლავს, ყველამ თავის თავს მოუაროს.

– ჭუჭყიან საცვალს თუ გარეცხავ, მერე რა უჭირს, თუ გამოფენ!

– მე მრეცხავი არა ვარ, პოეტი ვარ! – თქვა გელამ და ახალ სიგარეტს მოუკიდა.

– ჯობია მრეცხავი იყო! – ვუთხარი მე და კონიაკი გადავყლაპე.

...........................................................................................................

– მაინც რაო, თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ? (ეკითხება გელა ჯაყელს).

– ყველანაირი!

– მაინც? მაინც?! – არ მოეშვა გელა.

– ყველანაირი, ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, მშიერი, მაძღარი, შიშველი და შემოსილი, ბედნიერი და უბედური... ყველანაირი...

– რატომ ასე ჯაყო? – მკითხა უცებ გაკვირვებულმა დადუნამ.

– იმიტომ რომ სამშობლო, კონსტანტინე სიმონოვის თქმის არ იყოს, ხაჭაპური არ არის. მარტო ყველი რო გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო, ქიშმიში რიმ ამოარჩიო შიგ და დანაჩენი გადაყარო. სამშობლო ყველანაირად უნდა გიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ნაცრიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველიანად და ქიშმიშიანად. ავადმყოფი რომელიც უმალავს ექიმს ავადმყოფობას კვდება!

ნახვა: 1705

ტეგები: Qwellyland, დედა, დუმბაძე, ნოდარ_დუმბაძე, სამშობლო

Tamila Moshiashvili: აგვისტო 29, 2013||2:27pm

უღრმესი მადლობა ამ პოსტისთვის :* ბავშობა გამახსენეთ და ძალიან მასიამოვნე! 

ani: აგვისტო 29, 2013||2:47pm
chemi usayvarlesi nawarmoebii <3
ლაშა: აგვისტო 29, 2013||2:48pm

ani მე ვიტყოდი რომ ყველასი :) 

ani: აგვისტო 29, 2013||2:53pm
egac martalia :) :)
mariami: აგვისტო 29, 2013||5:13pm

LsHისა რა საყვარელი ხარ ))

ლაშა: აგვისტო 29, 2013||5:14pm

მადლობა მარიამ :)) შენც ძალიან საყვარელი ხარ :)) :* 

რუსუდან ქსნისპირელი: აგვისტო 29, 2013||11:35pm

რატომღაც ეხლა გამახსენდა და საერთოდ შეიძლება არაფერ შუაში იყოს ერთმანეთთან ნიკო ლორთქიფანიძის ,,იყიდება საქართველო" მაგრამ როგორც კი ამის კითხვა დავასრულე მაშინვე ის გამახსენდა,რატომ არ ვიცი.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.      

 მე ასეთი საქართველოც მეყვარებოდა იმ შემთხვევაში თუ მისი სილამაზე შეცნობილი მექნებოდა და დამტკბარი ვიქნებოდი მისი კუთხეების სილამაზით,ცად აზიდული მთებით,ზღვებით,ულამაზესი კანიონებით და ა.შ

მე ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო ყველა ნაკლით მიყვარს!

ლაშა: აგვისტო 29, 2013||11:51pm

სიყვარული ნაკლის დამალვას კი არა, ნაკლის შეცნობას და მის აღმოფხვრას ნიშნავს :) ამიტომ გეთანხმები რუსკა! 

mariami: აგვისტო 30, 2013||12:31am

ruska morbedadze გაიხარე.ზუსტადაც რომ შუაშია.სამწუხაროდ  ბევრი გელა არსებობს მაგრამ სასიხარულოდ ბევრი ჯაყელიც არსებობს..და ეს ტკივლი სამშობლოს ტკივილი აერთიანებს ორივეს

mariami: აგვისტო 30, 2013||12:34am

აი ამ კიტხვას საერთოდ წყობიდან გამოვყავარ დადუნა რომ სვავს  

"– რატომ ასე ჯაყო? – მკითხა უცებ გაკვირვებულმა დადუნამ." აი ესეთი დადუნები დადუნა კითხვებით მაღიზიანებს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

What Makes LEGO Batman: Legacy of the Dark Knight a Must-Play for Fans and Gamers

გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 7:18am 0 კომენტარი

LEGO Batman: Legacy of the Dark Knight offers players a thrilling journey through the origins of one of the most iconic superheroes in pop culture. Developed by TT Games and published by Warner Bros. Games, this action-adventure title combines…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters