ზაფხული ცხელი იქნება, ყოველშემთხვევაში პირველი დღე ძალიან ცხელი გამოდგა, როგორც მაისის ბოლო კვირიაკე. დღეს საპირველივნისო ამბები იყო მთავარი, ასევე დაუსრულებელი ომი, ჩვენი ევროპული გზის პრობლემები და მოულოდნელი გარდაცვალება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0307 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 ივნისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      პირველივნისობა ანუ ბავშვების დღე ნინოობას - ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაზე - დღეიდან დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. მიხეილ ჩხენკელი - ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. ბაია პატარაია - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს, ეს საპატრიარქოს ქვეშ არსებული პანსიონატია და არ სურთ ვინმე პასუხისგებაში მისცენ - ვაპირებთ საერთაშორისო ტრიბუნალებს მივმართოთ. მიხეილ ჩხენკელმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ნორჩ მოჭადრაკეებს პირადად მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი - 2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება. ინტერნეტ სივრცეში ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გზამკვლევი გამოსცა. დავით სერგეენკო - ბავშვის უფლებების კუთხით მთავარი გამოწვევები ბავშვთა სიღარიბე და ძალადობაა. შალვა პაპუაშვილი - ძალისხმევას არ დავიშურებთ ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ამ დროისთვის 1000-მდე უკრაინელი მოსწავლე სწავლობს.

      პრემიერი - მარტიდან დღემდე, 155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა.

      მოულოდნელი გარდაცვალება - თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

      ევროგზა - პრემიერი - გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად. პაატა მანჯგალაძე - თუ ასე ადვილია ევროპელ ლიდერებზე გავლენის მოხდენა, „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ წევრია და გამოიტანონ საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილება. ლევან იოსელიანი - რატომ არა აქვს „ოცნებას“ მხარდაჭერა სტრასბურგსა და ბრიუსელში და რატომ არ ისმის მათ მიმართ არც ერთი მხარდამჭერი განცხადება ევროპარლამენტართა მხრიდან? შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. იმედი მაქვს, ევროკავშირს ეყოფა სიმამაცე, რომ ერთის მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორეს მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას.

      შალვა პაპუაშვილი - დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია წარმატებული თანამშრომლობა.

საზღვარგარეთულები:

      ომიანობა - გუბერნატორი - რუსული ძალები სევეროდონეცკში შტურმს ახორციელებენ. ოკუპანტებმა სლავიანსკი, სევეროდონეცკი და რაიგოროდოკი დაბომბეს- არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსეთის ბირთვული ძალები წვრთნებს ატარებენ. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - სევეროდონეცკის ქუჩებში ბრძოლები გაძლიერდა და რუსული ძალები ქალაქის ცენტრს მიუახლოვდნენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 30 700 ჯარისკაცი დაკარგეს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი - რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებებს კიევთან. პრემიერი - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. ჟოზეფ ბორელი - ნუ დააკნინებთ იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ჩვენ რუსული ნავთობის შემოსავლის 90% შევამცირეთ - იარაღის ნაკადი, რომელიც უკრაინისკენ მიედინება, მაღალი ტემპით გრძელდება. რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინაში 243 ბავშვი დაიღუპა. ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, IRIS-T-ს გადასცემს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს ზრდის. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი - სევეროდონეცკის 70%-ს რუსული მხარე აკონტროლებს. მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთმა ჩვენი შვილების ბავშვობა მოიპარა - დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის. მეუფე იაკობი - უკრაინა თავის საწინააღმდეგო ომს თვითონ აფინანსებს, გაზსადენი ხომ გადის და ხომ ატარებს?! - ჩვენ სანქციებით რა უნდა შევუბორკოთ რუსეთს? - თავი მოსაფხანად ხომ არ გვაქვს, ჩვენც ვიფიქროთ. დიმიტრი პესკოვი - აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კიევთან მოლაპარაკებების განახლებას ხელს არ შეუწყობს - აშშ მიზანმიმართულად ასხამს ცეცხლზე ნავთს. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში 7 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ახალი სისტემა აშენდება, რომელიც „რკინის გუმბათზე“ ძლიერი იქნება. რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ენტონი ბლინკენი - უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახალი პაკეტი არის ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ - რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნება. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-ს მიერ დამატებითი ჯარების განლაგება არის მცდელობა, შეაჩეროს კონფლიქტის ესკალაცია და გამორიცხული იყოს „მოსკოვში არსებული ნებისმიერი არასწორი გათვლა“. უკრაინის გენშტაბი - რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 140

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters