ცხედრის დაბრუნება სამშობლოში, ხელწერილით გათავისუფლებული მოძალადეები, მიწის აუქციონი და დაკავებული ექსპრეზიდენტი

      დღე წყება ამინდის პროგნოზით, მინიმუმ იმ დონეზე, როცა ფარდებს გავწევთ და ფანჯრებში ვიხედებით. ამიტომ საღამოც დავასრულოთ მომდევნო დღის პროგნოზით - საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება, ძლიერმა ნალექმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს. რაც შეეხება დღევადელ დღეს - ტეტუნაშვილის ცხედარი გადმოასვენეს საქართველოში, 15 000-ასად შეფასებული მიწა 5 მილიონად გაიყიდა, რუსთავი ორის წინ შეკრებილი „მშვიდობიანი ქრისტიანები“ გაათავისუფლეს და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 მარტი, 2018 /

      პარლამენტის საქმიანობა - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გუშინ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტარების მიერ ერთმანეთის პულტების გამოყენების შემთხვევებზე რეგლამენტი მკაცრდება. „გირგვლიანის შესწორებების“ ფარგლებში სპეციალური სუბიექტის შესახებ ნორმის შემოტანა იგეგმება, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს შეეხება. სავალდებულო გენდერული კვოტირება, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემასაც შეეხოს. დეპუტატს, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას არ გაივლის, ხელფასი დაექვითება. ირაკლი კობახიძე - დეცენტრალიზაცია აუცილებელი პირობაა დემოკრატიული მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონებისთვის.

      ამერიკის წვლილი - ირაკლი კობახიძე - ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ბატონ ელჩის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებაში.

      ტაქსების რეგულაციები - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციას სესიაზე გასატანად მხარი დაუჭირა.

      ტეტუნაშვილის გადმოცემის ამბავნარი - ქეთევან ციხელაშვილი ვერ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს 20 მარტს გადმოსცემს. მამუკა მდინარაძე ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე - ჩვენ მივიღებთ ერთიან და პრინციპულ დოკუმენტს, რომელიც გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან. სოფო კილაძე ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კონსენსუსის მიღწევა. სერგი კაპანაძე - ”ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში” შესულების მიმართ დაწესდება სანქციები ქვეყნის შიგნით, ასევე, მთავრობას ექნება ვალდებულება იმუშაოს ქვეყნის გარეთ და პარტნიორებსაც დააწესებინოს სანქციები. ”ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე“ რეზოლუციის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ „წითელ ჯვარს“ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ქეთევან ციხელაშვილი - ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში გადაასვენებენ. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცემოდა. „წითელი ჯვარი“ - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ხელშეწყობითა და ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა. „რეს“-ი - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ გამოყენებული იყო ფიზიკური ძალა.

      აკრძალვები იმპორტზე - ლევან დავითაშვილი - თურქეთიდან კარტოფილის იმპორტის რამდენიმე თვით აკრძალვა არის დროებითი ზომა ფერმერების დასაცავად.

      ქართული მინერალები მსოფლიო ქსელებში - დიმიტრი ქუმსიშვილი - „ქართული მინერალური მასალების“ ახალი საწარმო მოამარაგებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: „კაპაროლი“, „კნაუფი“ და „ჰენკელი“.

      სწავლა ონლაინ - უნივერსიტეტების პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ. მიხეილ ჩხენკელი - შემოწმდება, რა მიიტანა პედაგოგმა ტრენინგებიდან საკლასო ოთახამდე და მოხდება გარდაქმნა, როგორ ჩატარდეს გაკვეთილები.

      რუსთავი ორის აყალმაყალი - ნილს სკოტი - რაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებიდან 1 ხელწერილით გაათავისუფლეს, 2 საავადმყოფოშია, 3-ის პროცესი კი დღეს გაიმართება. გია ვოლსკი - საზოგადოებამ ადეკვატური გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხტომებზე, რაც „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა წამყვანმა დაუშვა. მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები ობიეტურად შეფასებენ იმას, რაც „რუსთავი 2“-ის შენობასთან მოხდა. „ქართული მარშის“ წევრები სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ანა დოლიძე - შეიძლება მიუღებელი იყოს რომელიმე პირის, ჟურნალისტის გამოთქმა, მაგრამ ერთადერთი ფორმა, რომლის გამოყენებაც შეიძლება, ეს არის არაძალადობრივი ფორმა. ადვოკატი ”რუსთავი 2”-თან მომხდარ ინციდენტზე - „ქართული მარშის“ წევრები იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და რელიგიას - არ მიგვაჩნია, რომ ეს აგრესიული ფორმა იყო. ირაკლი კობახიძე - ძალადობას არ აქვს არავითარი გამართლება და სჭირდება აღკვეთა.

      ავარიების სტატისტიკა - თბილისში ყველაზე მეტი ავარია კახეთის გზატკეცილზე, აღმაშენებლის ხეივანსა და წერეთლის გამზირზე ხდება.

      სადედაქალაქო საქმე - მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი - მერიის საბოლოო პასუხს 28 მარტისთვის ველოდებით, ასევე ჯარიმის საკითხზე მათ დაზუსტებებს. კახა კალაძე - ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ”სითი პარკის” ფუნქციები შეასრულოს - იქ მომუშავე ადამიანების ბედიც მაღელვებს და მათ აუცილებლად მივხედავთ. კახა კალაძე - ვეთანხმები აუდიტის სამსახურს, რომ ავტობუსების მიერ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა. კახა კალაძე - გენგეგმის დოკუმენტაციაზე ჩვენი სამსახურები მუშაობენ და როდესაც ვადები ამოიწურება, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. კახა კალაძე ორბელიანისა და აბჟანდაძის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მამუკა სალუქვაძე - თუ მერია გენგეგმას არ მოიწონებს, ქალაქს კარგი არაფერი ელის, ისევ ამ ქაოსში ვიცხოვრებთ.

      მიწა აუქციონით - „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრები 16 ჰექტარი მიწის შესაძენად ელექტრონულ აუქციონში საჯაროდ იღებდნენ მონაწილეობას. ნიკა მელია - დღეს ელექტრონულ ფორმატში შევეცდებით მოვიპოვოთ გამარჯვება, ხვალ კი რეალურ გამარჯვებას მთელი საზოგადოება მოიპოვებს. დმანისში 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე აუქციონის ღირებულებამ მილიონ ლარს გადააჭარბა (შეგახსენებთ, დასაწყისში 15 000 ლარი იყო) და საბოლოოდ, დმანისში, 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იჯარით, 5 056 320 ლარად გაიცა

      ალტერნატიული პენსია - პარტია "სოციალ დემოკრატები" საპენსიო რეფორმის ალტერნატიული წინადადებით გამოდის.

      ინდუსტრიული ჯგუფის ყაზგრანსგაზი - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ადასტურებს, რომ ყაზახურ მხარესთან “ყაზტრანგაზ-თბილისის“ შეძენაზე შეთანხმება მიღწეულია. ლევან ვეფხვაძე - ყაზახურ მხარესთან პრინციპული შეთანხმება „ყაზტრანგაზ-თბილისში“ მათ საკუთრებაში არსებული წილის გასხვისების შესახებ, მიღწეულია.

      მოკვლევა საბაგიროზე - საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მოწვევით მესამე დღეა გუდაურში იმყოფებიან, ძირითადი მოკვლევა დაასრულეს და დასკვნის მოსამზადებლად იწყებენ მუშაობას. კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ საძელეს საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად. გუდაურში დაშავებული შვედი ტურისტი, რომელიც ორსულადაა, კლინიკიდან გაწერეს.

      ევროპარლამენტის რეზოლუცია - ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

საზღვარგარეთულები:

      ფეისბუკი, როგორც თანამდებობის დატოვების მიზეზი - ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა „ფეისბუქზე“ გაკეთებული კომენტარის გამო, თანამდებობა დატოვა.

      ექსპრეზიდენტის დაკავებაც ევროპულია - საფრანგეთის პოლიციამ ჩვენების მიცემის მიზნით, ნიკოლა სარკოზი დააკავა.

      რუსეთის აქტუალურობა - აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით გაოცებული არ ვართ. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი - ჯერ არ დამდგარა ის მომენტი, როდესაც უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს. ბორის ჯონსონი - სერგეი სკრიპალის მოწამვლაში დამნაშავე ვლადიმერ პუტინი და კრემლია. დიმიტრი პესკოვი - ტრამპმა რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, ამას არამეგობრულ ნაბიჯად არ მივიჩნევთ. ანატოლი ბიბილოვი ვლადიმერ პუტინს - სამხრეთ ოსეთში თქვენი გამარჯვება ძალიან გაგვიხარდა.

      ამერიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ - დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეების მიმართ სასჯელის გამკაცრების, მათ შორის სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

      მილოცვა კრიტიკით - დონალდ ტრამპმა ირანული ახალი წლის მისალოც სიტყვაში ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა.

      ერდოღანი - აშშ-მ უნდა შეწყვიტოს ჩვენი მოტყუება - ამერიკამ ტერორისტებს იარაღით სავსე 5 000 სატვირთო ავტომობილი გაუგზავნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 260

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მარტი 21, 2018||10:43am
ან სინოპტიკოსები გამოკეთდნენ ან ამინდი გახდა მათი დამჯერი.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters