უამინდობა ერთმანეთს მიეწყო. საბედნიეროდ, სინოპტიკოსები კარგ დღეებსაც პრგნოზირებენ - უმეტეს რაიონებში 19-22 მარტს გამოიდარებსო. ნეტავ ეს უმეტესი, თბილისსაც თუ ეხება?! იქამდე კი ძლირმა ქარმა თავის პრობლემები მოიტანა - 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი დააზიანა. ქვეყანაში კი არ წყდება ფიქრი სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეობაზე.
რელიგიურობა და ჯარი - გრიგოლ ვაშაძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე - დისკრიმინაციაა რელიგიური ნიშნით, ყოვლად მიუღებელია. ირაკლი სესიაშვილი - გრიგოლ ვაშაძემ უგუნურები, პირველ რიგში, თავისკენ მოიკითხოს და ვიდრე განცხადებას გააკეთებს, სჯობს, კანონპროექტში ჩაიხედოს. მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე - მუსლიმი თემი არასდროს გაქცეულა სამხედრო სამსახურიდან - არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია იყოს უპირატესი.
ოკუპაციური პრობლემები - ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს და მეორე დღეს გაათავისუფლებს.
არჩევნებზე ფიქრი ადრიანად - გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიცია შუალედურ არჩევნებზე კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს. რესპუბლიკური პარტია „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ თანამშრომლობას გეგმავს. შუალედურ არჩევნებზე „თავისუფალ დემოკრატებს“ მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ. ნოდარ ხარშილაძე შუალედურ არჩევნებზე - ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი არჩევნები, მოიგებდა ოპოზიცია. გიგი უგულავა - პროპორციული არჩევნები ნიშნავს 90-იანი წლებიდან დაგროვილი პრობლემების გვერდზე გადაწევას და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად შესაძლოა, სანდრა რულოვსი წარადგინოს.
სარაგბო გამარჯვება - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი კრასნოდარში ანგარიშით 22:6 დაამარცხა.
უქმეები თბილი ხანძრით დასრულდა - გუშინ გვიან ღამით, დიდ დიღომში, მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს.
სასამართლო და კანონპროექტი - სულხან სალაძე მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე - ის ყველაზე მეტ თანხვედრაშია სასამართლოში არსებული გავლენიანი „კლანის“ ინტერესებთან. დავით ჯანდიერი მოსამართლეების შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტზე - პროცესში ჩართული იყო მხოლოდ ის ჯგუფი, რომელთა ინტერესსაც პასუხობს აღნიშნული კანონპროექტი. ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს - თუ გააგრძელებ ხელის შეშლას, მომიწევს რაღაცები შეგახსენო - დავანებოთ თავი ჭკუის სწავლებას! ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა შესახებ მმართველი გუნდის წარმოდგენილი კანონპროექტი მაქსიმალურად მიმართულია გამჭვირვალობისკენ. ეკა ბესელია - უმრავლესობის კანონპროექტი ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლო მხოლოდ იმ ადამიანებისთვის უნდათ, ვინც სასამართლოს შიგნით არის. გედევან ფოფხაძე - ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ მეც ჩინჩალაძეს მივცემ ხმას. ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების არჩევის პროცედურა ათ ძირითად პრინციპს ეფუძნება. ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეების არჩევის პროცესი „ქართული ოცნების“ გუნდმა შეაჩერა, რადგან წარმოდგენის პროცედურა არ მოგვეწონა. ეკა ბესელიას ქმედება აუხსნელია, რადგან შაბათობით კომიტეტის სხდომებს მისი თავმჯდომარეობის დროს ატარებდა. ჩვენ პროექტს არავის ვარგებთ, განსხვავებით ბევრი სხვა პროექტისგან, რომელიც წარმოდგენილია. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები - ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ანა დოლიძე - სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ მარათონის ბოლოში ყველაზე უფრო „კლანური“ კანონპროექტი გადის. ეკა ბესელია უმრავლესობაზე - ამათ მზაკვრული გეგმა აქვთ, მაგრამ ესენი რომ მოიფიქრებენ, ის კარგა ხნის წინ მაქვს გავლილი. ოთარ კახიძე - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, ირაკლი ბერაიამ არაკორექტულად მომმართა, რასაც პასუხი გავეცი. ირაკლი ბერაია - თუ ოთარ კახიძისთვის კორექტულობისკენ მოწოდება შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია. რომან გოცირიძე - ეს სასამართლო „კლანი“ კი არა, ჭინკების კორპორაციაა. ანა ნაცვლიშვილი - ისეთ კრიზისში ვართ სასამართლოსთან მიმართებაში, სანთლით უნდა ვეძებდეთ იურისტებს, რომ როგორმე ქვეყანა გაიყვანონ ოკეანიდან ხმელეთზე. მამუკა მდინარაძე - წულუკიანთან, წინა კვირაში განვითარებულ მოვლენებზე კითხვები დაისმება, თუ უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასვამენ, ამას არ გამოტოვებს ოპოზიცია. გედევან ფოფხაძე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვყავს ჯალათები და მოსამართლეთა დიდი ნაწილი ზონდერ-მოსამართლეებია. ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება იყო. ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. ეკა ბესელია - ზარდიაშვილის განცხადებები არის დიაგნოზი, ის გამწარებულია და არ უნდა გაგიკვირდეთ. ვანო ზარდიაშვილი - პროცესი უკვე არის პოლიტიკურ ჭრილში გადატანილი. ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს - 2012 წლიდან რა უნდა „დავგუგლო“? სად იყავი დამალული ის ვარკვიო? კომპასი ჩავრთო? ვანო ზარდიაშვილი - თუ ეკა ბესელია დატოვებს საპარლამენტო მანდატს, მეც დღესვე გადავდგები. ვანო ზარდიაშვილი გედევან ფოფხაძეს და ეკა ბესელიას - მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ. ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს - პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი. ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას - შენს ხელებს ფულის სუნი ასდის.
ნატოს სწავლება საქართველოში - დღეს ნატოს სწავლებები დაიწყო. ლელა ჩიქოვანი - ნატო-საქართველოს სწავლება ფოკუსირებულია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და მიმართული არ არის არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.
ექს პრეზიდენტის მხარდაჭერილი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს. გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს. გიგი უგულავა სააკაშვილის განცხადებაზე - ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა.
კლინიკები საშუალო ევროპულად და ჯანდაცვა და სოც დახმარება - დავით სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალოევროპულ დონეზე ვართ. ამირან გამყრელიძე - წითელათი დაინფიცირების დინამიკა შემცირებულია. დავით სერგეენკო - დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები 2012 წელთან შედარებით 10-ჯერაა გაზრდილი. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 7-შვილიან დედას, რომლის მძიმე პირობებში ცხოვრების შესახებ სიუჟეტი მომზადდა, სახელმწიფომ ერთი წლის წინ ორი ბინა გადასცა.
წყალი და კანალიზაცია ურეკს - შემოდგომიდან ურეკის მოსახლეობას წყლისა და კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურა ექნება.
საზღვარგარეთულები:
უკრაინის არჩევნები - პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერს გააკეთებს, რათა ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დააბრუნოს.
ევროპის დამკვრელი - ავსტრიის პრეზიდენტი - ევროპელებმა დონალდ ტრამპის დაკრულზე არ უნდა იცეკვონ.
დაუჩოქებელი ირანი - ირანის პრეზიდენტი - აშშ ირანს ვერ დააჩოქებს!
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია