სპეციალისტებმა შეადგინეს სასმელების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდეს ადამიანის რაციონში.
დიდი ხანია, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დღეში ორ ლიტრამდე წყლის დალევა სასარგებლოა - ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. თუმცა არსებობს სხვა სასმელებიც, რომლებიც ორგანიზმს დიდი რაოდენობით სასარგებლო და შეუცვლელ ნივთიერებებს აწვდიან.
მწვანე ჩაი
დიდი რაოდენობით ფლავონოიდების, პოლიფენოლებისა და ანტიოქსიდანტების წყალობით, მწვანე ჩაი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ამაგრებს ძვლებს, იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან და ამცირებს კიბოს დაავადების რისკს.
პიტნის ჩაი
ეს სასმელი აწესრიგებს და აადვილებს საჭმლის მონელების პროცესს, ამასთან, პიტნას სპაზმის საწინააღმდეგო მოქმედების უნარი აქვს – აყუჩებს კუნთების ტკივილს.
უცხიმო რძე
რძეს დიდი ხნით შეუძლია შიმშილის გრძნობის დაცხრობა, რაც მნიშვნელოვანია ზედმეტ წონასთან ბრძოლისას. ის შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, ცილებს, კალციუმსა და D ვიტამინს. ყველაზე სასარგებლოა 1%-იანი ცხიმიანობის მქონე რძის დალევა.
სოიის რძე
სოიის რძე აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს, რის შედეგადაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. თუმცა ძროხის რძის მთლიანად სოიის რძით ჩანაცვლება არ შეიძლება, ამან შეიძლება, ორგანიზმში კალციუმისა და A და D ვიტამინების უკმარისობა გამოიწვიოს.
ცხელი შოკოლადი ან კაკაო
ეს სასმელები ხელს უწყობენ ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ცხელი შოკოლადი და კაკაო, ასევე, აფერხებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. მათში შემავალი პოლიფენოლები კი უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავენ.
ტომატის წვენი (უმარილო)
ტომატის წვენში შემავალი ლიკოპენი კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა სხვადასხვა ორგანოს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის - ფილტვების, კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოს ყელის. გარდა ამისა, ლიკოპენი აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკს.
შტოშის წვენი
ამ სასმლის სიკეთეზე მეცნიერები ბევრს ლაპარაკობენ. ის საჭმლის მომნელებელ სისტემასა და საშარდე გზებს ინფექციებისგან იცავს. … წვენი, ასევე, იცავს ღრძილების დაავადებებისგან და აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს.
ფორთოხლის წვენი
ფორთოხლის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც აძლიერებს იმუნიტეტს. ეს კი ორგანიზმისთვის აუცილებელია სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ექიმები ფორთოხლის წვენის დალევას ურჩევენ ფეხმძიმობის დროსაც, რადგან მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა ნაყოფს დეფექტებისგან იცავს.
ai axlaa yvelaaperi sasargeeblooa mxoolod ert piroobas unda akmayopiilebdes dzn ciivi unda iyoos :D
სულ დალევა და დალევა :( http://www.qwelly.com/group/es_sainteresoa/forum/topics/6506411:Top...
zapxulshi wvenebi sasargebloaaaaa da civii vay yvelaze magari :D:D:D:D
როგორ მიყვარს თრობააააააააააააააააააა
მაგრამ ასუქებს ეს ოხერი ლუდი!!!
და წარმოიდგინეთ, 115 კილო ვარ და დღეში რომ დალევ 2 ლიტრამდე ლუდს, რა დღეში ვარ!!! :D :D :D :D :D
მაგრამ მაინც გამოვალ მოდელი >> http://www.qwelly.com/group/fashion/forum/topics/6506411:Topic:190702
uf kaiaa kargi civi ludii :D :D :D :D mara wvenis kargiaaa tamil da is ar acuqebs :D:D :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა KAMA_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2026.
საათი: 2:29pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა LunarTitan_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2026.
საათი: 1:28pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As a long-time FC series player who has spent years testing different squad-building approaches, one thing has become increasingly clear in FC 27: success is no longer just about individual player quality. It’s about how efficiently you optimize…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია