ეკლესია და მის გარშემო განვითარებული ამბები, მუდმივად წერა-კითხვა, სჯა-ბაასის საგანია ჩვენს საზოგადოებაში. რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნე ბლოგ პოსტი სათაურით "ვისი უნდა გვეშინოდეს?", ახლა მინდა მკითხველის ყურადღება მივმართოთ იქითკენ, რისთვის ლოცულობს ქრისტიანი და რას ითხოვს იგი უფლისგან?

Qwelly, blog, ბლოგი, ეკლესია, ლიტურგია, რელიგია, საეკლესიო მსახურება, სარწმუნოება, ქველი, ქრისტიანობა
(წყარო)

      თავისთავად ამაზე პასუხი ბანალურია და მე მხოლოდ გაკოპირება მომიწევს იმისა, რაც ქრისტიანებს არაერთხელ სმენიათ, მაგრამ ვფიქრობ ხშირად დაუკვირვებელი და აზრმიუტანელი სიტყვებია. სხვაგვარად, ის თუ რატომ დავდივართ ეკლესიაში, სრულიად გასაგები გახდებოდა ჩვენთვის.

      ნებისმიერი "რა-ობა", გამოიხატება საქმიანობაში, ქმედებაში. მაგალითად, სოციოლოგობა გამოხატება საზოგადოების შესწავლაში, კვლევების ჩატარებაში; ექიმობა გამოიხატება დიაგნოზის დასმასა და მკურნალობაში, ასევე კალიგრაფიაში. კომპოზიტორობა გამოიხატება მუსიკის შექმნაში და ა.შ. ქრისტიანობაც რაღაც ქმედებაში, რაღაც სამსახურში გამოიახტება და ამ ქმედებისა თუ სამსახურის (უკეთესი იქნება გამოვიყენებთ სიტყვას - მსახურება) უპირველესი გამოვლინებაა მსხვერპლშეწირვა. მსხვერპლშეწირვა კი წირვაზე აღესრულება.

      სწორედ წირვის ტექსტიდან მინდა მოვიშველიო ის სავედრებელი თუ სათხოვარი, რაც ადამიანებს აქვთ უფლისადმი.

დავიწყოთ პირველით, როგორ უნდა ილოცოს ადამიანმა?

      დიაკვნის პასუხი იქნება:

      მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ!

ახლა საინტერესოა რითვის ლოცულობს ადამიანი?

      შეწევნისთვის, სიცოცხლისთვის, შეწყალებისა და დაცვისთვის. ასევე "მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის", ასევე ლოცულობს ეკლესიისათვის, ტაძრისთვის და ამ ტაძარში შიშითა ღმრთისათა და კრძალვით და სარწმუნოებით შემოსულთათვის. ქრისტიანი ლოცულობს ჭირისაგან, რისხვისაგან და იწროებისაგან ხსნისათვის.

ახლა, რაც შეეხება სათხოვარს, რას თხოულობს ქრისტიანი უფლისგან?

      ყოველ დღის სიწმინდით, მშვიდობით და უცოდველად აღსრულებას თხოულობს, თხულობს ასევე მშვიდობის ანგელოზს, რომელიც იქნება სარწმუნო წინამძღვარი და მცველი სულისა და ხორცისა, შენდობას და მიტევებას ჩადენილი ცოდვისა და უსჯულოებისა, უფლისგან თხოულობს კეთილსა და უმჯობესს თავისი სულისათვის, შემდეგი სათხოვარია დარჩენი ცხოვრების მშვიდობით და სინანულით გაგრძელება, ქრისტიანი თხოულობს, რომ მისი გარდაცვალება იყოს უჭირველი, არატანჯვითი, იყოს ურცხვენელი, არასასირცხვილო, მშვიდობითნი და ჰქონდეს საშუალება, რომ კეთილი სიტყვა მიუგოს უფალს საშინელ სამსჯავროზე.

ვის ევედრება და ვის შემწეობით სურს ეს ყოველივე?

      ევედრება ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა და ევედრება ღმრთისმშობლის და ყველა წმინდანის შეწევენით, მათი მეოხებით, მათ მოხსენებით.

      ესაა ქრისტიანის ის ძირითადი სალოცავი, სავედრებელი და სათხოვარი უფლის წინაშე, რომელიც მას უნდა ჰქონდეს, რომელიც ყოველ ლიტურგიაზე ივედრება და ითხოვება. ესაა იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან ამოწერილი ტექსტი. თუ დააკვრიდით აქ არსად არაა სათხოვარი ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, წარმატებულ სტუდენტობასა და კარიერაზე, საზოგადოებისგან დაფასებასა და აღიარებაზე და ბევრ ისეთ რამეზე, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ თითოეული მათგანის არ არსებობა ხშირად ჩვენს გაღიზიანებას და პროტესტს იწვევს უფლის მიმართ. 

ნახვა: 421

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეკლესია, ლიტურგია, რელიგია, საეკლესიო_მსახურება, სარწმუნოება, ქრისტიანობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters