წინა თვეში დაწყებული საქმე რომ არ შევწყვიტო ურიგო არ იქნება, ამიტომ თებერვლის თვის მცირე ანალიზსაც შემოგთავაზებთ და ჩემი და გარემო ცხოვრებით დაინტერესებულ საზოგადოებას, რომელიც რატომღაც ჩემს ჩანაბხაჯნებსაც ეცნობა ხოლმე, მცირე თვალისდამღლელ პოსტს შევთავაზებ.

       თებერვალი თითქმის ყველა სტუდენტისთის მიმკვდარებული თვეა და მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირა თუ გამოფხიზლდება ხოლმე გარემო როცა სწავლა უნდა დაიწყოს და ნერვიულობა, სიები, ცხრილები, "ეს ლექტორი როგორია" და მსგავსი ჩოჩქოლია, მაგრამ წელს, თებერვალმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა, სხვაგვარად დაიწყო.

       ეს სხვაგვარობა, გამოწვეული იყო იმ განსაკუთრებულობით, რომელიც ფოტოთიც აისახა ამ პოსტში, ვგულისხმობ წმინდა გაბრიელ აღმსარებლის და სალოსის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების ხმაურიან დღეებს, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ თემას პოსტიც მივუძღვენი და კიდევ ერთხელ რომ არ გავიმეორო, უბრალოდ იყოს როგორც არის. 

       თებარვალი ისეთი მოკლე თვეა, თითქოს საინტერესო არც არაფერი ხდება. მარტივით დაიწყო, წინა ღამის მშფოთვარე თოვლიან ცივ ქარებს, დილის მზე და სიხარული დაერთო.

       თებერვლის დაწყებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული და ჩვენ უკვე ორიგამის ჯგუფიც გვაქვს. Qwelly კი უკვე 4700 წევრზე მეტს ითვლის.

       როგორ გამოვტოვო თვის მნიშვნელოვანი მოვლენა - გულებით გადმოცემული სიყვარულის დღე, ვალნტინობა და მისი გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე. 

       საწყენი ისაა, რომ ვალენტინობას გადაყოლილთ არც კი ახსოდათ მეორე დღეს რომ აღინიშნებოდა მირქმის (მიგებების) საუფლო დღესასწაული.

       სამაგიეროდ, 15 თებერვალს კარგად ახსოვდათ ილიაუნის დაბადების დღე. დიდი ზარ-ზეიმით და მხიარულებით აღინიშნა, ერთ კვირაში კი ახალი რექტორის არჩევის შემდეგ ან არჩევამდე, ილიაუნის რემონტის გეგმაც გაგვაცნეს და მომავალ სტუდენტთა სიმპათიებიც მოიმკეს. დაბადების დღის თემებს ძალიან რომ არ გადავუხვიო, ამ თვეში, ჩემი Qwellynari გოგოს, ჩემი ქეთევანის დაბადების დღე იყო და ასევე მისი "გამედალოსნების" (ნიჭიერი და კარგი მოსწავლე რომ იყო სკოლაში, მაგისთვის) დღეც!

       28 დღე დატვირთული აღმოჩნდა ინტელექტუალური თვალსაზრისითაც, ხელოვნების, ელექტრონული წიგნებისა და ლიტერატურის ჯგუფებს მრავალი ახალი ექსკლუზიური მასალა შეემატა კახას წყალობით. 

       ბოლოსკენ რომ წავიყვანო თვის მიმოხილვა, გუშინ 28_ში ჩიპიანობის განხილვა მოაწყო ნამეტნავად ხალხის ამჩოჩქოლავებელმა ჟურნალისტმა და კიდევ ერთხელ დაგვაბოლეს და აგვაფორიაქეს, თითქოს სადარდებელი და საფიქრალი სხვა არაფერი იყოს. 

       თებერვალი გამოირჩა კიდევ იმით, რომ მარხვისთვის მოსამზადებელი კვირათა ციკლებმა აქ მოიყარეს თავი, მეზვერისა და ფარისევლის კვირა, უძღების შვილის კვირა, საშინელი სამსჯავროს ხსენები კვირა ხორციელის კვირას რომ უწოდებენ ხშირად და ხვალ, უკვე 2 მარტს მიტევების, ადამის სამოთხიდან განდევნის გახსენების კვირა, საზოგადოდ კი ყველიერის კვირად მოიხსენიება.

დღეისთვის მარხვის თემით დავასრულოთ, ბედნიერი და ქრისტესკენ სვლაში წარმატებულ მარხვას გისურვებთ! 

 

 

ნახვა: 280

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თვე, მოგონებები, ქველი, შეჯამება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters