ვიდრე ხევები წყლით აივსება იქამდე მაღაზიები გაიხსნა და ფრენებიც აღდგა. მართალია, არავინ იცის ეს ფრენები ჯერ რას მოგვცემს - მაგრამ აღდგა. რაიონებში განახლდა სასწავლო პროესიც სკოლებში და მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ. ოპოზიცია ისევ შესვლაზე ბჭობს, გარეჯის საქმე ისევ ხმაურიანია და მთავარ ფიგურანტს, მელაშვილს, შეურაცხყოფასაც კი აყენებენ მაღაზიაში. დღის ცუდი ამბავი - თემურ წიკლაური გარდაიცვალა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 258351, გუშინ დილის შემდეგ - 240; გამოჯანმრთელებული - 249709, გუშინ დილის შემდეგ - 681; გარდაცვლილი - 3194, გუშინ დილის შემდეგ - 16; კარანტინის რეჟიმში - 474. დოლარის ფასი ლარში - 3.3026.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 056 ტესტი ჩატარდა. 16 ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინა. ეკატერინე ტიკარაძე - ADB-ს ხელშეწყობით სამინისტრომ შეძლო განევითარებინა გეგმა, რომელიც დაგვეხმარება წლის ბოლომდე 1.7 მლნ მოქალაქის ვაქცინაციით უზრუნველსაყოფად. გიორგი გახარია - საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ „ფაიზერის“ ვაქცინას. პაატა იმნაძე - სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის და მთავარია, ხიბლში არ ჩავვარდეთ - კორონავირუსს ძალიან ცოტა დრო სჭირდება, რომ შემთხვევების რიცხვი გაოთხმაგდეს. პაატა იმნაძე - კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება. ნათია თურნავა - ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია შემდგომი გახსნის გეგმა. გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ. გიორგი გახარია - არავინ არ არის დღეს ისე დაინტერესებული შეზღუდვების სწრაფი მოხსნით, როგორც მთავრობა და პირადად მე.
მანდატების გადანაწილება - დავით სერგეენკო ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე - იმის მოლოდინი ნამდვილად არ არის, რომ ამ ტექნიკურ საკითხში ყველა ერთიანი იქნება. სერგეენკო "ქართულ ოცნებასა" და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე - პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა. სერგო ჩიხლაძე - ელისაშვილს მემორანდუმი ან პოლიტიკური გამოუცდელობის გამო შეაჩეჩეს, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ მეტი კომფორტი შეუქმნას „ქართულ ოცნებას“. გრიგოლ გეგელია - ერთპარტიულ პარლამენტში 1 ალეკო იჯდება, 3 თუ 7 ალეკო, მან თავისი თავი სრულად ამოწურა - როგორც ჩანს, მოსახლეობის 52%-ის მიერ არჩეული აბსოლუტური უმრავლესობა იქნება გარეთ. შალვა პაპუაშვილი - „გირჩის“ განცხადებიდან ვიცით, რომ ოპონენტებში არის ჯგუფი თუ ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკებების პროცესს. დავით მათიკაშვილი - „გირჩის“ სულისკვეთება მესმის, რადგან საპარლამენტო რესურსი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს. აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლებისაგან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, ველოდები, რომ ასევე მიიტაცებს კონკრეტული პიროვნებების ნებას და არ მოუხსნის უფლებამოსილებას. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - ვნახოთ, ხვალამდე რა პოზიციებს დააფიქსირებენ - თუ შესაწყვეტი იქნება, შეუწყდებათ უფლებამოსილება. გიორგი გახარია - ჩემი საბოლოო პასუხი არის ის, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში! მაიკლ გალერი - იმ არგუმენტების წამოწევა, რომლებიც ოპოზიციას აქვს, პარლამენტში სჯობს - არასამართლიანად მიღებული ხმების ჩამოკლების შემთხვევაშიც, დარწმუნებული არ ვარ, რომ საპირისპირო შედეგს მივიღებდით, მათ არგუმენტებს ავტომატურად 100%-ით ვერ მივიღებ. ვიოლა ფონ კრამონი - ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავალი გვჭირდება და არა ისეთი, როგორიც „ვარდების რევოლუციის“ დროს - ახლა, 2021 წელს ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის. „გირჩი“ - თუ „ოცნება“ კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, „გირჩის“ მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს. ნინო ბურჯანაძე - ვინ არიან ელისაშვილი და იოსელიანი, რომ ბალანსი შეცვალონ პარლამენტში?! - ელისაშვილი ყვირილით იყვირებს, შერცხვება თუ რა? კარგად ითამაშებს ოპოზიციონერის როლს და ამაშიც ფულს აიღებს. კარლ ჰარცელი - მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება. პრეზიდენტი - მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას და არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება. მელია ზურაბიშვილზე - მანაც კი აღიარა, რომ პარლამენტი ერთპარტიულია.
არჩევნების სიცრუე - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის 2 ძირითადი მიგნებიდან ორივე მცდარი აღმოჩნდა, თუმცა, მზად არიან მათ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
განახლებული ნაცები - გია ხუხაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული რებრენდინგის ჩატარებას ცდილობს - ახალგაზრდებს ყოველთვის აქვთ ის ენთუზიაზმი, რაც პოლიტიკას სჭირდება. ვახტანგ ძაბირაძე - როცა “ნაცმოძრაობის” პოლიტიკის განმსაზღვრელი ისევ სააკაშვილი რჩება, მელიამ რამდენი ახალი ხალხიც არ უნდა წარადგინოს, ჯერჯერობით მათ არც სიტყვა ეთქმით და არც პარტიის პოლიტიკა იცვლება. დავით მათიკაშვილი - გამიჭირდება პასუხის გაცემა, განახლება რამდენად უშველის „ნაცმოძრაობას“, ვიდრე მათი პარტიის ბელადი კვლავ სააკაშვილია.
გარეჯელების საქმე - მიხეილ სარჯველაძე - შურისძიებისა თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ოპონენტები უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის. დავით მათიკაშვილი - ამ ქმედებებისთვის ამ სიტყვებისთვის, რომელიც დავით გარეჯთან მიმართებაში ოპოზიციიდან ისმის, საზოგადოება მათ თვითმმართველობის არჩევნებზე გამოუტანს კიდევ ერთ განაჩენს. პრემიერი - ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი. მელაშვილი თავდასხმაზე - გადაბრუნებული და ამოჭრილი ლაპარაკი რომ აჩვენეს, ალბათ, იმის შედეგია. მშვენიერაძე - მელაშვილზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
უღირსება მერიაში - ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. პრემიერი ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავებაზე - ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ - უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც.
სურვილები ევროკავშირში - მაიკლ გალერი - ვისურვებდი, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს მაშინ, როცა ყველაფერ იმას გააკეთებს, რაც გასაკეთებელი აქვს - ამჟამად, სამწუხაროდ, ამ წერტილამდე ჯერ ნამდვილად არ მისულხართ.
გარდაიცვალა თემურ წიკლაური.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 98.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ავსტრალიაში კორონავირუსის 1 შემთხვევის გამო 2 მილიონამდე ადამიანი კარანტინში აღმოჩნდა. აშშ-ში კორონავირუსის 110 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 789 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 17 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 437 ადამიანი გარდაიცვალა. პორტუგალიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების თითქმის ნახევარი იანვარში დაფიქსირდა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინირებულ 715 000-ზე მეტ ადამიანს შორის კორონავირუსით 317 პირი დაინფიცირდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია