როცა აქციაა, ყველაფერი ჩერდებაო ამბობდნენ პოლიტოლოგები ძველ ეგვიპტეში. დღესაც ასე იყო, ქართული ოცნების აქციის გარსემო და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ირგვლივ მოიყარა მთელმა მედიამ და იმის იქით სად რა ხდებოდა, არავის არაფერი აინტერესებს. დღე ცივი და მოჟამული იყო, მაგრამ მომავალი დღეები იქნება მზიანიო, ამბობენ სინოპტიკოსები და არჩევნების თბილ გარემოში ჩატარებას გვპირდებიან ცესკოსთან ერთად. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1557 ლარია.
#კოვიდსაქართველო - ბოლო დღის განმავლობაში, ბოლო 24 საათში - 4 337 ახალი შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელდა - 3 137 ადამიანი და გარდაიცვალა 42.
ოცნების აქცია გადაკეტილი თბილისში და შეფასებები - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქალაქებიდან გამოემგზავრნენ. ლაშა დამენია - „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს ძალის დემონსტრირებას, თუმცა 30 ოქტომბერს პირწმინდად დამარცხდებიან. თავისუფლების მოედანზე, სადაც "ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქცია უნდა გაიმართოს, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გურამ მაჭარაშვილი - დღეს დაინახავენ, რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა, დამთავრდეს ისეთი რადიკალური ძალის არსებობა, როგორიც „ნაცმოძრაობაა“. მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქციაზე მისულ მოქალაქეებს პირბადეს დაურიგებენ და ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას უზრუნველყოფენ. მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტების და მედიის მხრიდან იქნება მცირე პროვოკაციები, ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. სერგო ჩიხლაძე - დღეს ჩვენ ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე, რომელთა დიდი ნაწილი სულაც არ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში. ირაკლი მეზურნიშვილი - ყალბია ინფორმაცია, თითქოს დაძალებით ხდება შეკრებაზე ხალხის მოყვანა - ნახავთ, რომ დღეს ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბება. დავით მათიკაშვილი - ეს არის ღირსეული ქართველების აქცია. შალვა პაპუაშვილი - ოპონენტებმა უყურონ ამ აქციას, ქართველ ხალხს შეხედონ თვალებში და გააცნობიერონ ის მარცხი, რომელიც 30 ოქტომბერს ელით. ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია, რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და არავის ვაპატიებთ ხალხის ჩაგვრას, ტერიტორიების დაკარგვას, მიწის გაყიდვას, პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვას. აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები - სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა. ირაკლი კობახიძე - ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისა და სამშობლოსადმი. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია. კახა კუჭავა - დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა - “ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ხალხის ისტორიულ არჩევანს, რაც არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა. ჩემი ოცნებაა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად ახდება. მამუკა მდინარაძე - ამ ქვეყანაში ვერასდროს გაიმარჯვებს სიცრუე, ძალადობა, წარსული, სიბნელე, ადამიანებზე ძალადობა, მორალური ტერორი. ნათია მეზვრიშვილი - „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს მმართველობის 9 წლის თავზე ისევ მიტინგების ენით ელაპარაკება, როგორც ჩანს, მომავალთან დაკავშირებით სათქმელი სხვა არაფერი დარჩა - აქციას ატარებს „ნაცმოძრაობის“ ჯიბრით.
კალაძის სამსახური - კახა კალაძე - გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ძველი თბილისი ყველაზე მოწესრიგებული იყოს. კიდევ ერთი პროექტი დავამთავრეთ - ეს არის ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლება. სანამ მერი ვარ, ვერავინ გაბედავს, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეები გააოხროს, გააუბედუროს და მის მაგივრად მშენებლობები განახორციელოს. დიდუბეში დღეს 14 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდება.
საარჩევნო მზადება - ცესკოს თავმჯდომარე - საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების მეორე ტურის პროფესიონალურ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. მინდა მივმართო ამომრჩევლებს, მოვიდნენ არჩევნებზე და იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურზე 1749 საუბნო საარჩევნო კომისიაში უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის ვიდეოგადაღება.
აქტუალური პატიმარი - მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე, თბილისის აეროპორტში არ შემიშვეს და უკრაინაში დამაბრუნეს. ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ალტერნატიული კონსილიუმის შექმნის მიზნით, საქმის მასალებს შეისწავლის. უკრაინის ომბუდსმენი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. უკრაინის ომბუდსმენი - სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს. მიხეილი ამბობს, რომ ოთხი კრიზისი ჰქონდა - ციხესთან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე დამაყოვნეს და მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი - მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს. ადვოკატი - უკრაინის სახალხო დამცველს ინფორმაციას მივაწვდით ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც სააკაშვილის უფლებების დაცვის პროცესში შეგვიქმნა სახელმწიფომ. თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის საქართველოში არშემოშვების ფაქტზე უკრაინას მკაცრი რეაგირება ექნება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს. დიმიტრი გორდონი - ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა - საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, რომელთან ინტერვიუს ჩაწერაც პირდაპირ ციხეში მსურდა. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროტესტის ფორმები უფრო გაამწვავოს. ადვოკატი - სააკაშვილთან შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და ხორციელდება აუდიოჩაწერა, იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია დაცული ყოფილიყო, წერილობით ვეკონტაქტებოდით, დღეს კი ეს სივრცე ამოქოლეს. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი - ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს მთავრობას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ეკისრება. მიხეილ სააკაშვილი - ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანიმობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებაზე. ნიკა გვარამია - განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას ულიცენზიო დაწესებულებაში, სადაც არ არსებობენ კომპეტენტური პირები, ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. კელი დეგნანი - წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - აქტიურად ვადევნებთ თვალს მის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდელებს - ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც სრულიად საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც -„აბა ულა!
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი 6 813 ინფიცირებული დაფიქსირდა. სომხეთში კორონავირუსის 2074 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 39 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა - 1123 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია