ქვეყანაში არეულ ამინდებს არეული პოლიტიკური ამბები მოჰყვა. მაგრამ ძირითადი თემა მაინც საარჩევნო სამზადისებია და კოვიდის მომატებული სტატისტიკა. ათასებს ვითვლით ყოველდღიურად იმფიცირებულ ადამიანებში და ნელ-ნელა საუბარი შეზღუდვების აუცილებლობაზე მიდის. წინ არჩევნებია და არჩევნების შემდეგ ვნახოთ რა იქნება. იქამდე, დღის მეორე თემა მოშიმშილე პატიმარი სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რაც შეეხება ეკონომიკას და ვალუტის კურსს - 1 დოლარის ღირებულებაა 3.1428 ლარი.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. ამირან გამყრელიძე - „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა. ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან. „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე ახალი შტამის რუსეთში გავრცელების გამო, საზღვარზე დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებზე არ უმსჯელიათ. მოხსენით ეს თემა, რომ მე ვინმე მიპირისპირდება ან მე ვუპირისპირდები. მოხსენით ეს თემა, რომ მე ვინმე მიპირისპირდება ან მე ვუპირისპირდები. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდ. ატორიზმს შეეხება. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 12 000 ადამიანია აცრილი. კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული. თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე 20 ათასამდე ადამიანი აიცრება, რეალურია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას. ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია. ვაღიარებთ, რომ ვაქცინაციის საკომუნიკაციო კამპანია უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია. ეკატერინე ტიკარაძე - სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის.
სააკაშვილის ბლოკი თავისი მიმოხილვებით - „ლელო“ - მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას. ეკატერინე ტიკარაძე - სხვა პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში ქირურგიული ჩარევის მიზნით მოთავსდნენ - თუ პაციენტ სააკაშვილსაც დასჭირდება ქირურგიული ჩარევა, გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ მიიღება. ანრი ოხანაშვილი - ციხის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურას იწუნებენ, როცა სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ნაცმოძრაობა“ მხილებულია პატიმრების წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში. ადვოკატი - შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს სააკაშვილი ნახევრად შიმშილობს - ის საკვებს არ იღებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, ასევე გაუკეთდა გადასხმები. პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლებას ვურჩევ, სიცოცხლით თამაში არ არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, მესამე პრეზიდენტი 26-ე დღეა შიმშილობს და მისი სასიცოცხლო რესურსი ყოველდღიურად იწურება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი, საქმეში ასევე ჩაერთო უკრაინელი მედიკოსი კომაროვსკი. ნიკა მელია - შეუძლებელია იმის ახსნა თუ რატომ არ ახდენს „ოცნება“ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს. არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი. ადვოკატი - სააკაშვილი 26 დღეა შიმშილობს და მაინცდამაინც ოპერაცია უნდა დასჭირდეს, რომ გადაიყვანონ?! მისი ჯანმრთელობა კრიტიკულად მძიმე უკვე იყო, როცა რეანიმატოლოგებმა გადაარჩინეს. მიხეილ სარჯველაძე - ის სპეკულაციები, რომელიც საპატიმრო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, აბსოლუტურად უსაგნო დისკუსიაა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ანა დოლიძე „ნაცმოძრაობას“ მოუწოდებს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში. სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დისკრეციული უფლების გამოყენება პოლიტიკური სტაბილურობის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. ერთიანი გეგმის ნაწილია, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე მორალური წნეხი განხორციელდეს - მუდმივად მასხრად იგდებს ხელისუფლება, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა. დიმიტრი საძაგლიშვილი - ყველა მცდელობა, მე-18 დაწესებულება წარმოაჩინონ ადეკვატურად მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის გასაწევად, არის მტკნარი სიცრუე. ბათუმში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს. ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე - უკვე მისი გამოსახულების ნახვის უფლებაც არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე ეჩვენებინა, რას იღებს და გამომიწოდა ტაბლეტი, რომელსაც ცარცის უსიამოვნო გემო აქვს, თუ ეს ჭამაა, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, თვითონაც ასეთ კვებაზე გადავიდეს. კობა ნაყოფიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სართულზე ციხის ფანჯრები ჩაკეტეს და დაბურეს, ხოლო ადვოკატების გარდა, სხვა პირებს სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალათ. კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია - საკვებიც არის, პროდუქტებიც არის და შეუძლია მიიღოს. მიხეილ სააკაშვილი - მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება არ დაასრულებს - ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე. შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს - თუ ციხის კლინიკაში არ იქნება საჭირო აპარატურა, გამოყენებული იქნება მობილური აპარატურა ან სხვა კლინიკაში გადაიყვანენ და მერე ისევ უკან დააბრუნებენ. ნიკა გვარამია - ცენტრს „ემპათია “ თხოვნით მივმართავთ, გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება - არ ვენდობით კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში. პენიტენციური - ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა არცერთ დაწესებულებაში არ ხდება - მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის დროს დააზიანა.
თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა.
27 ოქტომბერს ოპოზიცია ზუგდიდში აქციას გამართავს. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მიხეილ სარჯველაძე - 27 ოქტომბერს დაანონსებული ღონისძიება საკუთარი მომხრეებისთვის მუხტის გაღვივების, მობილიზების ერთგვარი ხერხია, რაც მგონი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტს - არჩევნებში საშუალოდ 1 მილიონი ადამიანი გვაძლევს ხმას, ამიტომ რა იძულებაზეა საუბარი აქედან თუ რამდენიმე ათეული ათასი მოვა მიტინგზე? სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებისგან აქციის ორგანიზება არის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე და ვფიქრობ, ეს ასე შეფასდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაც. ნიკა მელია - რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე. კობა ნაყოფია - ხელისუფლება იქცევა არაადეკვატურად. ხელისუფლების აქციები როგორც მთავრდება ბევრჯერ აქვს ქვეყანას ნანახი, სჯობს მიხედონ საქმეს, უამრავი გაჭირვებულია ამ ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმის მიერ მიწოდებული სიის თანახმად, იღებს პრეპარატებს და სითხეს, ამ სიაში ნამდვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი. კახა კალაძე - იმაზე ნაკლები ჯდება აქციის ჩატარება, რაც დაუჯდა „ნაცმოძრაობას“ - რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას, ამას პარტია აკეთებს და ეს არის ოფიციალური ხარჯები.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ჩინეთში 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას იწყებენ. სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 57 ადამიანი გარდაიცვალა. სოციალურმა ქსელებმა ჟაირ ბოლსონარუს ვიდეო წაშალეს, სადაც ის ირწმუნება, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები შიდსს იწვევს.
ექსპერტები - ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია.
Euronews - ბელარუსიდან ევროკავშირში მოხვედრილი მიგრანტების შესაკავებლად გერმანია-პოლონეთის საზღვარს ასობით პოლიციელი იცავს.
სუდანში მომხდარი არეულობის დროს 7 ადამიანი დაიღუპა, 140 კი დაშავდა.
ბორის ჯონსონი - გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სირთულეები არსებობს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია