ადრე შუალედურების ხსენება უნივერსიტეტს და გამოცდებს უკავშირდებოდა, ახლა უკვე არჩევნებიც შუალედური გვაქვს და მაისში ველოებით. ასეთი იყო აპრილის ახალი კვირის პირველი თემა. დღის თემების და გამოხმაურებების ნაწილი დაეთმო ბიძინა ივანიშვილის მორიგ წერილს, ასევე გამოცდების გაუქმების გაუქმებას და დედაქალაქურ ამბებს.
გამოცდების ყოფნა - არ ყოფნა - სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში დღეს კენჭს ხელახლა უყრიან. სერგო რატიანი - მეთორმეტე კლასელებისთვის გამოცდების გაუქმების საკითხის ჩავარდნა „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. მამუკა ბახტაძის მიმართვა, რაც გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ პროექტის ხელახლა კენჭისყრას გულისხმობს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება. თინა ბოკუჩავა - შესაძლოა, დღეს უნარები მოუხსნან აბიტურიენტებს, მაგრამ ვფიქრობ, უნარებში ტრენინგები და ტესტები დეპუტატებისთვის უნდა შემოიღონ.
შუალედურები - კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ 19 მაისს დანიშნულ შუალედურ არჩევნებს ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება.
თავადური ძალადობა - დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე შორენა ბეგაშვილი და კიდევ ერთი ქალი გამოიკითხება. ადვოკატი - დავით ბაგრატიონმა ავიაბილეთი დედის ავადმყოფობის გაგებამდე აიღო - ესპანეთში წასვლამდე ანას ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ვეღარ ნახავდა.
გვენეტაძე პარლამენტში, საბანკო სამყაროს ამბებით - ირაკლი მეზურნიშვილი - კობა გვენეტაძემ წარმოადგინა ფაქტები და უფრო ნათელი გახდა რა ხდებოდა „თიბისი ბანკის“, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გარშემო. ხათუნა გოგორიშვილი კობა გვენეტაძეს - ვერ წარმოიდგენთ, რომ 2000-3000-4000 ლარი შეიძლება სესხად დასჭირდეს ადამიანს, იმიტომ, რომ ეს თქვენი ერთი ან ორი დღის შემოსავალია. ირმა ნადირაშვილი კობა გვენეტაძეს - თქვენ ნასიამოვნები ხართ იმ საქმით, რაც „თიბისის“ დამართეთ - ცუდად მოიქეცით, თქვენი საქციელი ვერ ჩაივლის უკვალოდ. კობა გვენეტაძე - ჩვენ მიერ გატარებული თითოეული ღონისძიების სამართლიანობაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი. ოთარ კახიძე გვენეტაძეს - თქვენ ხართ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი და არ შეიძლება საკუთარი თავი გამოაყენებინოთ პარტიის თავმჯდომარეს. კობა გვენეტაძე - ისეთ ფაქტებზე ვისაუბრე, რომელთა შესახებ საზედამხედველო ორგანოები საჯაროდ არ საუბრობენ - დიდი იმედი მაქვს, ეს ბოლო შემთხვევა იქნება. კობა გვენეტაძე - საკუთარი რეპუტაციის შელახვის რისკის ფასად, ვცდილობდით, არ გვესაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმის დეტალებზე. კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - საჭიროა ანალიზი, რის შემდეგაც, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებს განვახორციელებთ.
სპორტული დაპირისპირება - მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი - ნუ შეგვიქმნით ხელოვნურად დაბრკოლებებს გარედან და ნუ ცდილობთ გააჩინოთ დაპირისპირება სპორტსმენებს შორის.
სიბრძე წერილებში - ბიძინა ივანიშვილი - უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს ავრცელებს. ყოფილი პრემიერი 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე ქვეყნის მიერ განვლილ გზას აფასებს, შედეგებს აჯამებს და მიიჩნევს, რომ „წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია“. რომან გოცირიძე ივანიშვილის წერილზე - ეს წერილი ისტორიის დამახინჯებული შეფასებაა - მთელი მისი სულისკვეთება არის „დაველოდოთ“, „მოვითმინოთ“. არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ამ შემთხვევაშიც განმსჭვალულია პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულით და არის სიღრმისეული ანალიზი. გიორგი ქობულია ივანიშვილის წერილზე - დიახ, ჩვენი დემოკრატიის განვითარება წინ უსწრებს ეკონომიკის განვითარებას, ამაში მე ვეთანხმები.
დიღმის აფეთქების გარშემო - კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები უახლოეს თვეებში დამონტაჟდება. ენერგოომბუდსმენი დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე - პირველადი ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლების მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, გამოძახება არ იყო დროული.
თბილისური ამბავნარი - თბილისის მერის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე დამწვრის სუნი ვაგონის პრობლემით იყო გამოწვეული.
საჯაროდ განსახილველი სიმბოლიკა - თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საჯარო განხილვას გამართავს.
ჩაკეტილი მოსამართლეები - ანა დოლიძე - სააკაშვილი იმას მაინც ხვდებოდა, რომ მეთოფიშვილის, მურუსიძის და ჩინჩალაძის ტელევიზორში გამოჩენა მისი რეიტინგისთვის არ შეიძლებოდა და სასამართლო დარბაზებში ჩაკეტილი ჰყავდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმდინარე კვირას განიხილავენ.
რეპრესირებულთა სამარხი - ყველა თავის ქალას კეფაზე ტყვიის კვალი აქვს, დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხის აღმოჩენის საკითხს შეეხება.
გამჭვირვალობის გამოკითხვები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება პროდასავლურია, 16%-ის აზრით - პრორუსულია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გამოკითხულთა 73% სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას არ ეთანხმება. გამოკითხულთა 87%-ს სმენია საპენსიო რეფორმის შესახებ, თუმცა 53% აღნიშნულ პროგრამას უარყოფითად აფასებს. გია ვოლსკი - ანა დოლიძეს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს საზოგადოებაზე და ჰგონია, რომ ზაფხული ყურადღებას ადუნებს და შემოდგომა - აორმაგებს. გამოკითხულთა 84%-ის აზრით, ე.წ.ხორავას ქუჩის საქმე სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს.
საზღვარგარეთულები:
უკრაინის არჩევანი - ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნატო-სა და ევროკავშირისკენ უკრაინის კურსი შენარჩუნდება. მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს - შეძლებ კანონიერება აღადგინო, ჩემი უკრაინული პასპორტი დამიბრუნო და უკრაინაში შემიშვა? - კიევში შეხვედრამდე!
წასული უსაფრთხოება - აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია