პიპიიიპ, პიიი, პიპ პიპ პიიპ პიიიიიპ... პიპიპიპპიიიიიიპ...

       დღეს შუადღიდან შაბათამდე და მერმეცა...

       დაიწყო!

       ამ თემაზე უკვე რამდენჯერ დავწერო? წერე და იკითხეო, ვინ გიშლისო და მეც ვწერ და ვკითხულობ. ვიქაქანებ, ვიქაქანებ, მოვიქაქანებ და დავიღლები.

       ყოველ წლიურად ადამიანები სხვადასხვა წმინდანის წმინდა ნაწილებს მოილოცავენ ხოლმე და ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. პატივისცემა, თაყვანისცემა, რწმენა იმისა რომ განიკურნო, გამოჯანრმთელდე ეს სრულიად ნორმალური განცდა და მიახლების ღირსეული ფორმაა. საქმე ის გახლავთ, რისი წარმოდგენაც არ მინდა, რადგან ვიცი რომ ამიხდება.

       ჩვენში, და არა მარტო ჩვენში ხშირად აზროვნებენ მეტობითა და ნაკლებობით, კარგ-ცუდობით, ოღონდ სადაც მართლა საჭიროა ამ კატეგორიებით იაზროვნონ, იქ არა. აი, მაგალითად, 15 წლის გოგონას შეიძლება უხსნიდე რომ

- არასწორია, როცა მეუბნები კატეთების კვადრეტების ჯამი, ჰიპოტენუზის ნახევარია, ვინაიდან არსებობს პითაგორა რომელმაც სხვანაირად დაასაბუთა და ეს მტკიცდება კიდეც!

- ეს ჩემი აზრია...

საუბრის დასასრული.

       აი ასეა, იქ სადაც უნდა იკამათო, საუბარი ადვილად სრულდება, ხოლო სადაც მართლა დაუდგენელია მეტობა და ნაკლებობა, იქ შეიძლება მტკიცე დებულებებს წააწყდე. მაგალითად, იმას რომ ქართველთა წმინდანები სხვებზე წმიდნანები არიან, მაგალითად ისეთს რომ ქართველთა წინაპრები სხვებზე მეტად წინაპრები არიან და ქართული პატრიოტიზმი, სხვებზე მეტად პატრიოტიზმია, ქართული მეგობრობაც სხვებზე მეტად მეგობრობაა, და ქართული ურთიერთგატანაც სხვებზე მეტად უერთგატანაა.

       ახლა ვინც არ დაიზარა და აქამდე ჩაიკითხა ჩემი ბლოგი, გაიფიქრა - ეს კიდევ ერთი არაქართველიაო და გათიშა. ხოლო ვინც აგრძელებთ იცით სხვებმა რა გაიფიქრეს და რომ უკვე გათიშეს ეს გვერდი.

       დღეს კვლავ ქართული საზოგადოების მართლმორწმუნეობის საკითხს უნდა შევეხო და წინა პოსტის ნაკლებაქტუალურობიდან გამომდინარე, ახალი უნდა დავწერო და ესეც არ იყოს, პირველ ფრაზაში გადმოცემული სიგნალების ფონზე, როცა სახლში შუქი არ გაქვს, სხვა არაფრის დაწერა არ მომდის თავში.

       ყოვლად მართებული კითხვაა - რისთვის მოდიხართ მცხეთაში?

ა. მადლია;

ბ. ვნახოთ მართლა უხრწნელია თუ არა წმინდა გაბრიელი;

გ. რომ მივეახლოთ და ვილოცოთ;

დ. ყველა მოდიოდა და მე ხომ არ დავრჩებოდი;

ე. ლობიოს საჭმელად ჩამოვედით მეგობრები, აქვე სალობიეში.

ვ. ათეისტი ხარ, ვიღაცა ხარ შვილო! ღმერთმა შეგინდოს.

 

       დავიწყოთ ბოლოდან:

ვ - ათეისტი არ ვარ ქალბატონო და ნუ მლანძღავთ, ვინაიდან ეს არაჯანსაღი არჩევანი მგონია (ათეიზმი) და ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას!

ე - მაპატიეთ, თურმე ეს კითხვა თქვენ არ გეხებოდათ, ღმერთმა შეგარგოთ ლობიო.

დ - მიხარია რომ რაოდენობრივად აზროვნებთ და ალბათ თუკი ეს "ყველა" ოდესმე გადაწყვეტს რამე კარგი გააკეთოს (სასწაულების მჯერა), თქვენც შემოუერთდებით.

გ - მიახლებაზე და ლოცვაზე უკვე დავწერე, რომ ეს მართლა კარგი საქმიანობაა, უბრალოდ გადათელვის, გადაჯეგვის, გაპარტახების, მცხეთის აოხრების, სხვებზე წინ წასვლის, გადალაჯების, „გამატარე შენი პატრონი ...“, „გულის მისდის ქალს გამოუშვით წინ“, „აი, ბავშვიანი ვარ და მიმიშვით“, „წმინდა მამა გაბრიელ მომეცი სამი ჯიპი და ბინა ვერაზე“ და სხვა მისთანების გარეშე!

ბ - აი, თქვენ მართლა პროვოკატორები ხართ  და მხოლოდ ის გაინტერესებთ სად იპოვოთ სასწაული, რომ მერე იქექოთ შიგნით და ძალიან გთხოვთ თქვენ მაინც დაეტიოთ სახლებში და ნერვები არ მომიშალოთ!!!

ა - მცხეთაში ყოველი ჩამოსვლისას იგრძნობა ეგ მადლი, ვინაიდან აქ სვეტიცხოველია, უფლის კვართია. (P.S. ყველა ტაძარში ტრიალებს დიდი მადლი!) და თუ ფიქრობთ რომ მადლი უფლის გარდა რომელიმე ადამიანს თავისით დააქვს, მაშ მადლი რაღაცა სხვა გგონიათ და მიაკითხეთ მოძღვრებს.

       მგონი, ასე იუმორით თუ შევძლებ გადავაგორო ეს ხალხმრავლობანი!

 

       ისმის კიდევ ერთი კითხვა - რა უნდა ვთხოვოთ წმინდა გაბრიელს?

       ალბათ ის, რა საქმიანობასაც ეწეოდა. არქიმანდრიტი იყო და ადამიანების ცხონებისთვის იღვწოდა. ეს უნდა ვთხოვოთ - ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის, ოღონდ „და გაუმართე ჩემს ოჯახს ხელი და წარმატებული და ბედნიერი მიმყოფე“ აღარ დაუმატოთ, ისედაც დიდი სათხოვარი გაქვთ ნათქვამი და ცოტა მორიდება იქონიეთ...

       აი, დღეისთვის სულ ეს იყო!

       სხვა ვერსიებს დიდი სიამოვნებთ მოვისმენ და განვიხილავ...

გელოდებით სულით, გულით და გაშლილი ხელებით!!!

ნახვა: 837

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაბრიელი, მცხეთა, სარწმუნოება, სასწაული, უშუქობა, ქველი, ქრისტიანობა

თათია: თებერვალი 18, 2014||9:26pm

ეს პატარა ქალაქი, როგორგ დაგვიტევს ნეტა?! 

ლაშა: თებერვალი 18, 2014||9:33pm

Kakha შენ მადლიანი მუშტი თუ მოგხვედრია? :D :D :D 

თათ არ ვიცი, ხომ დავწერე - წარმოდგენაც არ მინდა :D 

BrOliKa: თებერვალი 18, 2014||9:45pm
კახ გეთანხმები და მე მოგყვები :-D :-D ხალხნო შემოგვიერთდით :-D :-D ლაშ შენ დასახვედრად მოემზადე :-D :-D :-D
nino usenashvili: თებერვალი 18, 2014||10:39pm

მიხარია, რომ მე ვიცნობ ან მისაუბრია ისეთ ადამიანთან ვისაც ნამდვილად სწამს თუნდაც იმ მადლის რაც სვეტიცხოველსა და მამა გაბრიელის საფლავზე ტრიალებს და ამის იმდენად სწამთ, რომ როგორ შეიძლება ეს მადლი მათზე არ გადმოდიოდეს... ვუსმენ მათ და მეც მინდა ისევე სავსე ვიყო, როგორც ისინი ...

ლაშა: თებერვალი 18, 2014||10:44pm

სულ მავიწყდება დავპოსტო რომ უკვე დიდი ხანია მცხეთელი აღარ ვარ :D :D :D ნუ ორი კვირით მაინც, ასე რომ მეც წამიყვანეთ თუ მიდიხართ Kakha და Brolik :D 

nino usenashvili მეც მიხარია რომ მორწმუნენი ჯერ კიდევ არსებობენ :) 

ლიკა: თებერვალი 18, 2014||11:10pm

ლაშიკო დაა რატომ გახსნეს საფლავი? ვის მოუვიდა თავში ეგ აზრად? :D

ლაშა: თებერვალი 18, 2014||11:11pm

ლიკა ინტრიგანი ხარ შენ ვიღაცა ხარ :D :D 

უნდა გადაასვენონ ტაძარშიო, მგონი :D 

ლიკა: თებერვალი 18, 2014||11:13pm

ლაშა აქ შენი სმაილი. :D

maiko: თებერვალი 18, 2014||11:38pm

22-ში ჭყლეტაში რომ არ მოხვიდეთ ხომ შეიძლება მესამე დღეს ჩამოხვიდეთ და მიიღოთ მადლი, ძალიან ბევრს ვეუბნები მაგას და რატომღაც არა მაინც 22-ში მოდიან 

ლაშა: თებერვალი 19, 2014||12:38am

maiko აქ უნდა მარადიული ფრთოსანი ფრაზა - Don't Worry, Be Qwelly :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters