სითი პარკი სამსჯავროზე, ნარმანიას გამოთხოვება, საპრეზიდენტო არჩევნები 2018, ევროკომისია და პუტინ-ტრამპის შეხვედრა

      გამოდარებას ალბათ აღარ ველოდებით. ქვეყანაში ნოემბრის მეორე კვირის მიწურულის თემები გადაინწილეს კახი კალაძემ, ბერლინის კედელმა, ნარმანიას წასვლამ, ევროკომისიამ და საპრეზიდენტო არჩევნებმა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 ნოემბერი, 2017/

      ბიუჯეტის თემა - 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის დაფინანსებისთვის 2017 წელს ბიუჯეტიდან 9 687 096 ლარია განსაზღვრული.

      ბერლინის კედლის ნაწილი თბილისში და მასთან წარმოთქმული სიტყვები - გიორგი კვირიკაშვილი - ბოროტების კედელი საქართველოშიც მშვიდობიანად დაინგრევა. ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ჰაიკე ფაიჩი - ეს კედელი იქნება სიმბოლო იმის, რომ ერთ დღესაც საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. (იხ. ბერლინის კედლის ნაფლეთები)

      თბილისის მერია VS სითი პარკი - თბილისის მერია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს. „სითი პარკი“ - ის სტატისტიკა, რომელზეც თბილისის არჩეულმა მერმა ისაუბრა, სიმართლეს არ შეესაბამება. კახა კალაძე - არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ "სითი პარკის" წარმომადგენლები. გოკა გაბაშვილი - საქმეს არ უშველის „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა, მთავარია, მერიას ჰქონდეს ხედვა, როგორ მოაგვარებს პარკინგის საკითხს. ლევან ტაბიძე - „სითი პარკმა“ მიწისზედა პარკირებები არ გააკეთა იმიტომ, რომ ჩვენსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ კონტრაქტში ეს მოთხოვნა არ არის.

      ევროკომისიის ანგარიში - ირაკლი კობახიძე - სასიხარულოა, რომ ევროკომისიამ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დადებითად შეფასდა საკონსტიტუციო რეფორმა. გიორგი კვირიკაშვილი - ევროკომისია საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. სოფიო ქაცარავა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის ასეთი პოზიტიური ანგარიში “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე გამოქვეყნდა. ეკონომიკის სამინისტრო - ევროკომისია სამეწარმეო და ტრანსპორტის სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს. ევროინტეგრაციის სამინისტრო - ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან.

      გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

      ნარმანიას წასვლა - დავით ნარმანია - მიხარია, რომ ჩემ დროს უამრავი პრობლემის დაძლევა შევძელით. დავით ნარმანიამ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. დავით ნარმანია - თბილისს შევმატეთ 12 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და 13 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. დავით ნარმანია - ეს იყო გამოწვევებითა და პრობლემებით დატვირთული სამი წელი, რომლის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დავით ნარმანიას ინფორმაციით, მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის განახლებამ მომსახურების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. დავით ნარმანიას განცხადებით, წინასაარჩევნო დაპირებები ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 100%-ით შესრულდა. დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქში დასუფთავების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. დავით ნარმანია - მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, განათების სისტემა შეიცვალა, კედლები მოიხატა. დავით ნარმანია - რაიონული გამგეობების მიერ 36 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო და 441-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დავით ნარმანია - ქალაქს შეემატა 380-მეტრიანი საფეხმავლო ქუჩა, რომელიც აქტიური საჯარო სივრცე გახდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის. პრემიერი - დავით ნარმანია ზედმეტი ხმაურის გარეშე, ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს - მას ნამდვილად ბევრი აქვს საამაყო. დავით ნარმანია - საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში. კახა კალაძე - დავით ნარმანიას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა, ის პროექტები, რაც განხორციელდა, მართლაც შთამბეჭდავია. დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის. დავით ნარმანია - „სითი პარკთან" ხელშეკრულება სამართლებრივ ნაწილში იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. დავით ზურაბიშვილი დავით ნარმანიაზე - პიროვნულად ის პატიოსანი ადამიანია, არ იყო მექრთამე, ფულს არ აკეთებდა, თავისი კლანი არ ჰყავდა, მაგრამ არ იყო ამ თანამდებობისათვის შესაფერისი.

      საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - ვახტანგ მეგრელიშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება თუ არა ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა წარდგენილი, ამაზე მსჯელობაც კი არ ყოფილა. ლევან კობიაშვილი - "ქართულ ოცნებას" ალბათ ეყოლება პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც პირველივე ტურში შეძლებს გოლის გატანას. დავით სერგეენკო მის შესაძლო პრეზიდენტობაზე - არანაირი პოლიტიკური გეგმები და ამბიციები არ მაქვს. ირაკლი კობახიძე - მომავლი პრეზიდენტი ბუნებით აკადემიური უნდა იყოს, ის არ უნდა იყოს მიკერძოებული არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიების მიმართ.

      ფეხბურთის ფედერაცია დღის წესრიგში - ლევან კობიაშვილი - საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა. ლევან კობიაშვილი - ფედერაცია მომხრეა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ვლადიმერ ვაისი დარჩეს.

      ჯანმრთელობა და ახალი საავადმყოფო - დავით სერგეენკო - ინფექციური საავადმყოფოსთვის ადგილი უკვე შერჩეულია. დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს. გუგა ქაშიბაძე - ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმა საჭიროებს ყოველდღიურ ცვლილებებს.

      განათლება ახალი სახელმძღვანელოებით - მარიამ ჯაში - ჩვენს ბავშვებს ექნებათ სრულიად ახალი, ბევრად უფრო საინტერესო სახელმძღვანელოები.

საზღვარგარეთულები:

      კატალონია - ესპანეთის სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ოთხი დეპუტატი თავდებით გაათავისუფლა.

      სანქციები ირანს - საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს ტერორიზმის მხარდაჭერისთვის ახალი სანქციები უნდა დაუწესდეს.

      რუსეთი და ამერიკა - დიმიტრი პესკოვი - ასე თუ ისე, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა სამიტის კულუარებში შედგება. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში გაესაუბრნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 202

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters