მან თავისი პირადი ანკეტა ასე შეავსო:

• სახელი - ნოდარი;

• გვარი - დუმბაძე;

• მამის სახელი - ვლადიმერის ძე;

• სამსახური - კოსმოსი, ზღვა, ხმელეთი, ხანდახან - მიწის ქვეშ;

• პასპორტი - უსაბუთო;

• სისხლის ჯგუფი - უსისხლო;

• რეზუს-ფაქტორი - ურეზუსო;

• დარეკეთ: მხოლოდ ეკლესიის ზარით. 

       ენამოსწრებულსა და ყველასთვის საყვარელ მწერალს ნახევრად ხუმრობით მიუწერია პასუხები, მაგრამ თუ დაუკვირდები, მიხვდები, ყველაზე სერიოზული პასუხებსაც გადაწონის ეს ხუმრობა.

       უმრავლესობამ არ იცის, ბევრ აუტანელ ტკივილსაც რომ ატარებდა მისი გული. ის ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისთვისაც შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს. 

       რამდენ ადამიანს მოეფერა ის თავისი სიტყვით, რამდენთა გულის გათბობა მოასწრო, რამდენი ხელჩაქნეული შემოაბრუნა, მოაქცია, დაარწმუნა რომ ცხოვრება ღირს, რომ სიცოცხლე, მიუხედავავდ უამრავი უკეთურებისა, მაინც მადლია, მაინც სიკეთეა, მაინც მშვენიერებაა და სანამ ცოცხალი ხარ, შენ ამ სიკეთით უნდა მოუარო, მესიყვარულო, ამრავლო და ააღორძინო. 

       სიცილი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის უმთავრესი ნიშანთაგანია, ვიდრე ადამიანს მტერზე, მოყვარეზე, თავის თავზე, საერთოდ რამეზე გაცინება შეუძლია, ეეს ნიშნავს, რომ მისი საქმე ჯერ კიდევ არ წამხდარა. ხალხი, რომელმაც ასეთი საღი, გადამდები სიცილის უნარი შეინარჩუნა, არ არის განწირული.

       ეს უნდა თქმულიყო, ეს უსათუოდ უნდა ეთქვა ვინმეს ჩვენს დროში და ეს თქვა ნოდარ დუმბაძე, ეს იყო მისი უპირველესი სათქმელი, ამის თქმა სხვას არავის შეეძლო.

       დიდი მადლობა ბატონო ნოდარ!!!

       4 სექტემბერი მისი გარდაცვალების დღეა!

       

ამ ჩანაწერის მოწოდებისთვის დიდი მადლობა გიომე_ს, სამწუხაროდ თავად მან ვერ შეძლო გამოქვეყნება და მთხოვა ეს მე გამეკეთებინა. 

 

ნახვა: 740

ტეგები: Qwelly, გარდაცვალება, დუმბაძე, მოყვარე, მტერი, მწერალი, ნოდარ, საქართველო, სიცილი, სიხარული, მეტი...ტკივილი, წახდენა

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 4, 2013||8:21pm

ყველაზე ტკბილად მოსაგონარი მწერალი! 

ცისია: სექტემბერი 4, 2013||8:23pm

,,,,,,,,,,,

მაიკო: სექტემბერი 4, 2013||10:32pm

სამარადჟამო ყოფილიყოს მისი ცა–ქვეყნიური სხენება

ლაშა: სექტემბერი 4, 2013||10:45pm

ამინ, ამინ, ამინ მაიკო :) 

ლაშა: სექტემბერი 4, 2013||11:32pm

დღეში რამდენჯერმეც რომ ყოფილიყო, მაინც მივიდოდი სანახავდ ლალიკო :) ასე რომ არ მიკვირს :) 

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 5, 2013||12:44am

აი, მეორედ წავიკითხე და კიდევ მეღმება შესავალზე :) მართლაც მადლობა გიომე_ს :) 

mariami: სექტემბერი 5, 2013||1:43am

უდიდესი ადამიანი..ისე მიყვარს და ისე მავსებს რომ  რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო მასზე და როგორც არ უნდა ვაქო ვერ გამოვხატავ ცემ დადებიტ ემოციებს...ეს კაცი იყო კეთილი ადამიანი რომლის სიტყვასაც ის ძალა აქვს რომელიც ადამიანს სულს უყინავს კიდეც და უთბობს..უძლიერესიააააააა

ლაშა: სექტემბერი 5, 2013||1:57am

აი, კიდევ ერთი გამოვლინება მისი გენიალურობის - კუკარაჩა!

mariami: სექტემბერი 5, 2013||2:07am

LsHისა ჰო უმაგრესია..მარა მისი პატარა მოთხრობებიც კიიიიიიიიიიიი უდიდესია თუნდაც ქალაში მიმინოს რა უნდაააააა...როცა ადამინის გუული სიტკბოთი და სიკეთითააა სავსე

ლაშა: სექტემბერი 5, 2013||2:43am

მარიამ, გიომე მის მოთხრობებს და ამონარიდებს მოთხრობებიდან, აქტიურად აქვეყნებს სხვადასხვა ჯგუფში ან პირად ბლოგში და გადაათვალიერე მერე :) კომედიური ჟანრის მცირე ჩანახატებზე რას იტყვი??? :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters