მან თავისი პირადი ანკეტა ასე შეავსო:
• სახელი - ნოდარი;
• გვარი - დუმბაძე;
• მამის სახელი - ვლადიმერის ძე;
• სამსახური - კოსმოსი, ზღვა, ხმელეთი, ხანდახან - მიწის ქვეშ;
• პასპორტი - უსაბუთო;
• სისხლის ჯგუფი - უსისხლო;
• რეზუს-ფაქტორი - ურეზუსო;
• დარეკეთ: მხოლოდ ეკლესიის ზარით.
ენამოსწრებულსა და ყველასთვის საყვარელ მწერალს ნახევრად ხუმრობით მიუწერია პასუხები, მაგრამ თუ დაუკვირდები, მიხვდები, ყველაზე სერიოზული პასუხებსაც გადაწონის ეს ხუმრობა.
უმრავლესობამ არ იცის, ბევრ აუტანელ ტკივილსაც რომ ატარებდა მისი გული. ის ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისთვისაც შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს.
რამდენ ადამიანს მოეფერა ის თავისი სიტყვით, რამდენთა გულის გათბობა მოასწრო, რამდენი ხელჩაქნეული შემოაბრუნა, მოაქცია, დაარწმუნა რომ ცხოვრება ღირს, რომ სიცოცხლე, მიუხედავავდ უამრავი უკეთურებისა, მაინც მადლია, მაინც სიკეთეა, მაინც მშვენიერებაა და სანამ ცოცხალი ხარ, შენ ამ სიკეთით უნდა მოუარო, მესიყვარულო, ამრავლო და ააღორძინო.
სიცილი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის უმთავრესი ნიშანთაგანია, ვიდრე ადამიანს მტერზე, მოყვარეზე, თავის თავზე, საერთოდ რამეზე გაცინება შეუძლია, ეეს ნიშნავს, რომ მისი საქმე ჯერ კიდევ არ წამხდარა. ხალხი, რომელმაც ასეთი საღი, გადამდები სიცილის უნარი შეინარჩუნა, არ არის განწირული.
ეს უნდა თქმულიყო, ეს უსათუოდ უნდა ეთქვა ვინმეს ჩვენს დროში და ეს თქვა ნოდარ დუმბაძე, ეს იყო მისი უპირველესი სათქმელი, ამის თქმა სხვას არავის შეეძლო.
დიდი მადლობა ბატონო ნოდარ!!!
4 სექტემბერი მისი გარდაცვალების დღეა!
ამ ჩანაწერის მოწოდებისთვის დიდი მადლობა გიომე_ს, სამწუხაროდ თავად მან ვერ შეძლო გამოქვეყნება და მთხოვა ეს მე გამეკეთებინა.
LsHისა ალბათ მიხვდი რომ მე დუმბაძის ერთი წინადადებაც კი ბევრ წიგნს მირჩევნია..ჰო დააა აბა კომედიური ჯანრის მცირე ჩანახატებზე სიცოცხლე მიხალისდება...აი როცა სიცილი მენატრება დუმბაძეს ვკითხულობ!!მეტროში რამდენჯერ მიცინია იციი მარტოოოს კითხვისას მარაა რო გაიგებდნენ რაზე ვიცინოდი ჩემს ახლოს მჯდომნი(ყურადგებას რომ ვიქცევდი თავს ვიმართლებდი ეს დუმბაძეა თქო)ბოლოს ყველა ერთად ვიცინოდით ხოლმე...
genialuri mwerali..
გიჟდება ხათო "ურეზუსო" დუმბაძეზე)))
დღევანდელ დღეს კი ნოდარ დუმბაძე დაიბადა! გაუმარჯოს ამ დღეს ❤️
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია