სიყვარულზე მინდა გითხრათ, ჩემო კარგებო და ჩემო სულიერო შვილებო - ქრისტეს მიერ სულიერო შვილებო.

      ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, თუ რა არის სიყვარული, რა გრძნობაა? ამის თაობაზე ძალიან მარტივად ბრძანა უფალმა: როგორც მე თქვენ შეგიყვარეთო, თქვენ ერთმანეთი გიყვარდეთო, თქვენო - ერთმანეთიო... ადამიანს, რომელსაც გააჩნია მეორე ადამიანის სიყვარული, და სხვა ადამიანები არ უყვარს - სიყვარული არ გააჩნია, მას მხოლოდ თავისი თავი უყვარს, იმიტომ, რომ მარტო იმ ადამიანისგან გრძნობს ბედნიერებას. მას ადამიანის ფენომენი არ უყვარს.

      სიყვარულს არა აქვს ეგოიზმი... აი, მაგალითად, რა არის შედევრი? შედევრი იქმნება ყველასთვის, შედევრი მაშინაა, როდესაც შენი ჰქმნი და შენი შემოქმედება ყველასია. ანუ, ღმერთმა მოგცა ნიჭი და გააკეთე და ყველას ეკუთვნის. თუნდაც პოეზია, თუნდაც ხელოვნების ნებისმიერი დარგი. შემოქმედებაა ყველას რომ ჩუქნი, შენ რომ გიყვარს და სიყვარულით აკეთებ... აი, მაგალითად, გადმოცემა ჯოკონდაზე - ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ლეონარდო და ვინჩის ერთი იტალიელი აზნაურის ქალი მოეწონა, დახატა და ნახატი ქალის ქმარს გაუგზავნა, და ქმარმა ის დაიწუნა და მხატვარს უკანვე გამოუგზავნა... მაგრამ შედევრი შეიქმნა და საფუძველი იყო სიყვარული...

      აი, თუნდაც მარგარიტა, ნიკოსი... ფიროსმანისა - ნასვამმა დაინახა, რომ ვიღაც "ფრაცუჟანკა" ცეკვავდა... თუ რა ვიცი, როგორც არის ისტორია, მაგრამ სიყვარულმა იფეთქა!!!... და მან მთელი ნახატები გაყიდა და ურემზე დადო!... "ფრანცუჟანკას" კი არ გაუგზავნა, ქალს კი არ გაუგზავნა... როგორ ვთქვათ, რომ ნიკომ მარტო ქალს გაუგზავნა... ჩემი აზრით, მან სიყვარულს გაუგზავნა...

      დაილოცოს სიყვარული, რომელსაც ზღვარი არა აქვს, არა აქვს ჩარჩო... არაფერი არ გააჩნია... სიყვარული ეს ყველას ეკუთვნის! შენ თუ ამბობ რომ მარტო შენი ახლობელი ადამიანი გიყვარს და სხვა არავინ, ესე იგი შენ სიყვარული კი არა, შენ ახლობელი კი არა, შენი დაცემული ბუნების შევსება გიყვარს!... შენ გიყვარს შენი დაცემული ბუნების შევსება, რათა რაღაც მომენტში კარგად იგრძნო თავი.. სიყვარული საზღვრებს სცდება!... როგორც შემოქმედება, რომელიც ასევე ყველა საზღვარს სცდება. სიყვარულს ზღვარი არა აქვს, არც არაფერი გააჩნია...

      მე ერთს გისურვებდით_ ისეთი სიყვარული გქონოდეთ, რომ იმ სიყვარულისათვის თავი დაგედოთ - სუფთა, მოყვასის სიყვარული გქონოდეთ და ჩათვალეთ, რომ თქვენ ქრისტე ღმერთი გიყვართ!... მე ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, გაქვს სიყვარული თუ არა? ჯერ არა, ეტყობა ჯერ არა მაქვს მეთქი, ესე ვპასუხობ ვისაც სიყვარული აქვს, ის თავს დადებს. ვისაც სიყვარული აქვს ის ეძიებს მისთვის თავის დადებას. თქვენ რომ დამინახავთ, რომ მე სიყვარულისთვის თავის დადებას დავიწყებ, მე სიყვარული მექნება... მე ჯერ ის არა მაქვს, რაც უნდა მქონეს, ჯერ უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. იცით რა არის ნამდვილი სიყვარული? მე აი, ამისთვის, ამისთვის, ამისთვის თუ დავიწყებ ძიებას თავის დადების... მე მაშინ თქვენ მეყვარებით... დანარჩენი შოუა და მე არ მინდა შოუში ვიყო...

      ვახტანგ გორგასალმა თქვა, ეძიებდეთო ქრისტესთვის სიკვდილს!!! ეს ნიშნავს რომ - მოყვასისთვის და თუ მოყვასის სიყვარულია მცნება თანასწორი ღმერთისა, დაე, ვეძიოთ მოყვასისათვის თავის დადება... ეს არის ნამდვილი სიყვარული... თუ ოდესმე ღმერთი მაჩუქებს, და მე ვიცი რომ მაჩუქებს, იმიტომ რომ მჯერა, იმიტომ რომ მე ვთხოვ - მე ვერ მივაღწევ... მე ვერ, მაგრამ აი, თუ ღმერთი მომცემს. მე უზომოდ ბედნიერი ვიქნები...

      თუ შენ ჭეშმარიტად გეყვარება ადამიანი, არა მარტო არა მარტო ახლობლები არამედ თვითონ ადამიანი, ბედნიერი ხარ...

      ძალიან მარტივია იმ კითხვის ამოხსნა თუ რა არის სიყვარული- სიყვარულია ის რა სიყვარულიც ჩვენ დაგვიტოვა ქრისტემ, როცა ბრძანა - ღმერთი გიყვარდესო და შენნაირი ადამიანი... იცი, რა დროს გვეყვარება ერთმანეთი? როცა ჩვენ აღარავის განვიკითხავთ, არავიზე ცუდს არ ვიტყვით.. უბრალოები ვიქნებით....

      სიყვარული ანიჭებს ყოველგვარ კურნებას... ყველას ვუსურვებდი ისეთი სიყვარული მოგვცეს ჯვარცმულმა მაცხოვარმა, რომ რაც ტკივილი და დარდი გვაქვს, რაც გლახები ვართ ამ სიყვარულს განვეკურნებინეთ!!! დალოცვილ იყოს სიყვარული, რომელსაც გააჩნია კურნების ძალა... და ეს კურნება... მიმეღოს მე პირადად, რომელსაც მჭირდება, და ყველას თითოეულ ჩვენთაგანს.

ნახვა: 640

ტეგები: Qwelly, blog, love, ბლოგი, დღიური, სიყვარული, ქადაგება, ქველი

შორენა კენჭოშვილი: დეკემბერი 14, 2013||11:44pm

  თუ შენ ჭეშმარიტად გეყვარება ადამიანი, არა მარტო არა მარტო ახლობლები არამედ თვითონ ადამიანი, ბედნიერი ხარ... :( :(

შორენა კენჭოშვილი: დეკემბერი 14, 2013||11:48pm

"ერთადერთი, რაც იმ ქვეყნად მიგვყება სიყვარულია."

შორენა კენჭოშვილი: დეკემბერი 15, 2013||4:36pm

:)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters